Tuesday, June 9, 2009

ემოციური ველი ერთი, ორი, სამი


მოკლედ, ოთხშაბათს არის ლომისობა..

ხვალ, რაღა ოთხშაბათს. 

ჰოდა უკიდეგანოდ მინდოდა წასვლა. გუშინ გიორგისაც მივწერე, სტატუსზწეც დავიყენე, იმიტომ, რომ ვიცი, გიორგი როგოც წესი სულ დადის ხოლმე მლეთაში.

ჰოდა დღეს მირეკავს და მეუბნება, ხომ წამოხვალ ლომისაშიო..

რა?. 

სიურპრიზი იყო, თანაც მოულოდნელი.. :)

ჰო, რამდენიმე მივდივართ კარვებით და შენი ხათრით ერთი გოგოც მომყავს და თუ არ წამოხვალ, მაშინ იმასაც უარს ვეტყვი, და საერთოდაც,რ ატომ არ მოდიხარო..

ჰოდა მე ვუთხარი, გამოცდის პონტია-მეთქი..

არ მითქვამს, რომ მძიმე პერიოდი მიდგას, რომელიც გამარჯვებით აპირებს დასრულებას.. ნუ, ამას პლუს გამოცდების პონტიც..

ჰო, ამ გამოცდებზე მახსენდება ის ლექსი..

იისაა..

”რა კარგია გამოცდები

გამოცდების გამო ცდები

გამოცდებს რომ გამოცდები

გამოცდებით გამოცდები”..

ჰოოოდა ეს ლექსი უნდა ვიმღერო ბოლოს..

იმ კვირის კვირის ბოლოს..

მანამდე..

დღეს დილით დიდუბეში შევხვდი ჩემთვის უცნობ ადამიანს, რომელსაც მამაჩემმა ამოპრინტერებული ონლაინჟურნალისტიკის ქსეროქსები გამოატანა.

ეს ქსეროქსებია...

რა ჯოგრობაზეა ლაპარაკი.. საერთოდაც, ვინ ჩააკვეხა რომ ჯიგარია ?.

125 გვერდია სასწავლი სამშაბათამდე!.

ახლა მე ან რომელიმე ჩემი ჯგუფელი მაგის მსწავლელია?.

რა თქმა უნდა, არა!..

კი არა..

გავედი სახლში..

ბლუზები ავაგდე მაგარი და ვკვდები ეს სამი დღეა მათი მოსმენით.. თან ვკაიფობ და ვნეტარებ.

გავედი მერე უნივერსიტეტში..

ჰოდა, საერთოდაც, რატომ ვყვები ამას, მაგრამ..

უნვიერსიტეტში მაროტას მივეხმარე ტექსტის აკრეფაში..

რა ვიცოდით, თუ ვოვა ლექტი დღეში სამჯერ, ჭამის წინ აყენებს ვინდოუსს?.

ჰოდა..

ლექციაზე დავაგვიანეთ მთელი ნახევარი საათი.

უზრდელურად შევედით და ათი წუთი აქეთ ვიდექით.

როდესმე გამოვიდოდა..

პრინციპულად არ შევიდვართ იქ.

რა საჭიროა. ამოვიდა ყელში.. ეს ვაზელინიც გვიანია. მარტო იმიტომ, რომ ვაზელინია და მერე მარტო იმიტომ, რომ იცი რომ ვაზელინის პონტში ხდება ეს ყველაფერი ქვეტექსტით: მაპატიეთ რა.. აღარ ვიზამ.

დამთავრდა!...

ჰოდა გამოვიდა.. 

გამოვიდა და არ გაუპროტესტებია არაფერი. რა უნდა გაპროტესტოს ვერ გავიგე.. რა არის გასაპროტესტებელი.

მოკლედ, ეკას გარეშე ორნი ვიყავით. ნუ, ნინოს გარეშეც.

სიტუაცია რბილია ძალიან და ხვდები, შეგიძლია მართო,. იმიტომ, რომ მართალი ხარ ბოლომდე. სამი წელია ყლაპავ, ყლაპავ, ყლაპავ..

ბოლოს ყელი იკუმშება და პროტესტს აცხადებს.

და დგენა ჟამი ჭეშმარიტებისა..

(რაა?.. :)))

რა მინდოდა რომ მეთქვა...

მოკლედ, დაბეჭდავდი თუ არა პატრიარქის კარიკატურას.

რა პონტში..

რატომ?

რატომ არ?.

შევაწუხეთ თქვენი რელიგიური წარმოდგენები?.

მე ნირვანაში ვარ..

და, საერთოდაც, აღარ მაწუხებს ეს საკითხი..

არ ვნერვიულობ..

ასე გაკვირდებით.

ჰოდა შაბათს ჩვენება იქნებაო და გიგი თევზაძე მოვაო..

მე ამიტყდა საშინელი ფხუკუნი და სიცილი..

და მარიტას ვკითხე, ხომ იცი რა პონტში მეფხუკუნება-მეთქი და მარიტამ კიო..

და მერე თემურიც დაინტერესდა..

მე ვერა, მაგრამ მარიტამ, ჩემი ბიძა ჰგონიაო..

არადა, სულ რაღაც გიორგი ლექტორი..  :ც

და კიდევ კარგა ხანს ვიცინოდი.. :))

აშკარაა, რომ ჩვენ ვიქნებით ბოლომდე.

დიპლომებზე იფიქრეთო.

ეს სარეჟისორო და ლიტერატურული სცენარები მკლავს.

ჰოდა ვუთხარი თემა, რაზეც დიდი ხანია ვფიქრობ..

ერთი გამსახურდია, და მეორე ნიაზი..

მაგრამ სოც. თემები ჯობსო..

ვერ გავიგე, რა, ნიაზი სოციალური თემა არ არის?.

(ოოო.. ნიაზ, რა კარგია რომ არსებობ.. )

მოკლედაც, მერე კაფეში ჩავედით. ვხუმრობთ ხოლმე, რომ მალე სპეციალურ ფასდაკლებებს დააწესებენ ჩვენთვის.

ფანტა და ლობიანი.. :)

ეკამ აგვაგდო თორემ ჩვენ არ ვაპირებდით..

მარიტას ლოთობისგან თავი სტკივა, ეკას კი ცხვირი გაუწითლდა.. (ვეკაიფები)

ჰოდა..

რა ვიცი რა..

არ უნდა ვიყოთ პასიურებიო..

არც ერთი,.

მართლა, იმიტომ, რომ მძიმე რაღაცები ხდება და ჩვენ გვეხება..

და ყველას. მარტო იმას არა, რაღაცებს რომ აბრალებენ.

მე მართლა ძალიან ამაყად ვიგრძენი თავი იმის გამო, რომ ”მონარქიაზე” ეკას თემა იბეჭდება. ეს ჩვენი დამსახურებაცაა ერათგვარად, იმიტომ, რომ რქებით გავიტანეთ მართლა.

და რაღაც პრეცედენტი დადგა.. :)

უცებ დამარტყა, მე რომ გამსახურდიაზე მიმეტანა, ხომ  მისვრიდა მეხუთე სართულიდან-მეთქი.

მახსოვს, პირველ კურსზე რომ გამსახურდიას სულ დიდი შემოქმედი უწოდა..

ერთი მე ვარ დიდი პოეტი..

(ნუ, პროზაისტობაზე პრეტენზიები მაქვს.. :) )

ჰოდა ამაყად ვგრძნობ თავს..

და საერთოდაც, გეგონება ღრუბლებში დავფრინავ..

ერთი ცოტა მართვა უნდა ვისწავლო..

ისა..

მერე გიორგიმ დამირეკა. ვერც მე წავედი, იმ კაცს არ ეცალაო.. არა თვითკმაყოფილებამ არ მომიცვა, მაგრამ ცოტა დავწყნარდი, იმიტომ, რომ შანსი კი არ დავკარგე, არამედ, შანსი მთლიანად დაიკარგა.

ეს იყო რა...

ის გამიტყდა, ამ ჩემისა ამინდმა ისევ რომ გამოიდარა..

ვერ გადავიღებ იმას ხომ ვიცი..

პ.ს.

გუშინაც ლობიანი ვჭამეთ და მარიტამ ასეთი საოცარი და საყვარელი რაღაც მითხრა: ვასას, შენ ისე გიყვარს შენი თავი, რომ როცა გძინავს მაშინაც კი ეჭვიანობ მასზე, ამიტომ არ გიყვარს ძილი და ცოტა გძინავსო.. :))

და მე: რა?.

ოოო.. მარიიიიტაააა... :)

დიდი დღეა, დიდი!..

დადგება და სხვებისთვის მაინც რაღაცებს გავამარტივებთ.. :)


0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger