Thursday, June 11, 2009

პოსტი ბავშვობიდან


”ლიტერატურულ პალიტრას” გადავავლე თვალი, ეულად იყო მიგდებული დივანზე და შემეცოდა.. :)

ჰოდა, ერთ-ერთ გვერდზე ჯემალ ქირიას მოვკარი თვალი და მის ახალ მოთხრობას..

და შემომახსენდა გარდასული დღეები.. ბავშვობა და ა.შ.

ჯემალ ქირიასი არც არაფერი წამიკითხავს (მე მომიტევეთ) გარდა ”ბაციკუკუსი”. არ ვიცი რამდენად იცნობთ ამ ზღაპარს, მაგრამ ფანტაზიები რომ მიტევენ, ასტრიდ ლინდგრენის პერსონაჟებთან ერთად ბაციკუკუსაც ურევია ხელი.

ნუ, არ ვიცი რამდენჯერ მაქვს ზუსტად ეს ზღაპარიც წაკითხული. ალბათ, 1500-ჯერ ან უფრო მეტჯერ.. 

ზეპირად ვიცოდი და მიყვარდა.

ქალაქი წადიგაიგე, რატომ არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ქუთაისთან ასოცირდებოდა. თაია ვაჩნაძე, ნაწარმოების მთავარი გმირი ჩემი მეზობელი თათია მეგონა რატომღაც, მამამისი მამაჩემს ჰგავდა ჩემს წარმოსახვაში (მიუხედავად იმისა, რომ იმ კაცს ვაჩე ერქვა და მსახიობი იყო) და ერთადერთი, რაზეც გული მეწვოდა, ის იყო, რომ თაია ობოლი იყო. დედა მოუკლეს ბოროტმა ჯადოქარმა ბუჰმა, ბუჰის მამა ბუჰბუჰმა და პაპამ ბუჰბუჰბუჰმა.. 

ნუ, თავიდან ბუჰი ჩანს მარტო, და მისი წინაპრები მერე შემოდიან კონტაქტში.. :)

კიდევ, არის ძროხა ელპიტე, სამწუხაროდ არ მახსოვს კატის სახელი..

მომღერალი ჩოჩორი ბენტო, ქალაქის მერი, რომელსაც სულ სძინავს რატუშაში.. :)

მე ძალიან მიყვარდა ჯადოქართა კიდევ ერთი პარტია: ესენი იყვნენ მამა ჯაჯუ, შვილი ჯაჯუ და დედა ჯაჯულია.. :)

მამა ძალიან მაღალი და გამხდარი იყო დაპატარა თავი ება, მუშტისოდენა, დედა სქელი, რაც შეეხება შვილს, ის თაიას კლასელი იყო და საშინელებებს სჩადიოდა, ჩანთით დაფრინავდა.. :)

ერთ მშვენიერ დღესაც თაია ვაჩნაძის ცხოვრებაში გამოჩნდა ბაციკუკუ, ეს მინიატურული ადამიანი, რომელიც ეხმარებოდა მას დედის მოძებნაში, დედა კი იყო ცაააშიიი.. 

მთვაარეეზე..

და თაიას უნდა ეპოვა ნიჟარა, რომლითაც გაფრინდებოდა..

მოკლედ, ზღაპარი მთავრდება ნოსტალგიურად.. :)

ბაციკუკუს ლამაზი შეყვარებული ჰყავდა, პაწო ერქვა და არ ვიცი რატომ ვეჭიანობდი მასზე გამუდმებით :)

ოო..

ღმერთო ჩემო.. :)
მოკლედ, დრო გავიდა, თაია გაფრინდა მთვარეზე და დედამისი ჩამოიყვანა..

ბაციკუკუ გადაიკარგა სადღაც.. :)

მოკლედ, ზღაპარი უნდა წაიკითხოთ რა. :)

ერთი იმაზე მწყდება გული, რომ ბავშვობაში საშინელი ჩვევა მქონდა, მგონი, არ არსებობს ზღაპარი, წაკუთხული რომ არ მაქვს მილიარდჯერ.. :)

ჰხოდა..

წაკითხვის მერე, არ ვიცი რატომ, მაგრამ წიგნებს ვანადგურებდი. ვხევდი. ეს ბედი ეწია ჩემს ბაციკუკუასაც, რომლის წაკითხვაც ახლა უკიდეგანოდ მინდა.. არადა, ბებომ მე და ხათოს რომ გვაჩუქა, იმ მომენტში ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასე გადავირეოდი.. :)

ჰოდა, ჯემალ ქირიაზე გამახსენდა.. :)

ახლა გავალ და გადავიკითხავ იმ მოთხრობას რომ წერია ”ლიტერატურულ პალიტრაში” და ვეცდები ”ბაციკუკუსეული” დავიჭირო რამე.. :))

გმადლობთ, რომ მიტანთ :D


1 comments:

siddie horton said...

ჩემი ერთ–ერთი უძვირფასესი მოთხრობა–ზღაპარი, ჩემი წარმოსახვითი სამყაროს მთავარი იგრედიენტია, მეც ბევრჯერ მაქვს წაკითხული, მაგრამ წიგნი არ გამინადგურებია და ახლაც ზოგჯერგადავიკითხავ ხოლმე. კარგად გიწერია ავტორო, მომეწონა ეს პოსტი, რაღაცნაირად ბავშვობაში დამაბრუნე, მადლობა :*

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger