Monday, June 15, 2009

გაუცხოვება


ვწერდი რაღაცას ჩემთვის, შემოქმედებით წვაში ვიყავი გადაშვებული, როდესაც უსიამოვნო რაღაცები გამახსენდა და ვერ მოვითმინე, ისე მომინდა ბლოგუნაზე დაწერა.

გაუცხოვების მომენტი რომ არსებობს და დისკომფორტს რომ იწვევს, გასაგებია, მაგრამ გაუცხოვების მომენტი რომ შენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება ეს გაუგებარია აბსოლუტურად..

მერე გიჩნდება კითხვები, რომლებსაც ვერ სვამ, იმიტომ, რომ აზრი არ აქვს. მაინც ხომ შენ ხარ დამნაშავე, მაგრამ რაში, ვინ უწყის.. 

ზოგადად, დამნაშავე ხარ იმაში, რომ არსებობ.

ჰოდა რა მნიშვნელობა აქვს რაღაცების მტკიცებას მაშინ, როცა დამარწმუნებლობის ეფექტი ნულს ქვემოთაა?.

ამ ბოლო დროს ხშირად მეფიქრება ფაქტებზე, მაგრამ ფაქტის წინაშე დგომა ალბათ მძიმე რაღცაა..

ფაქტი თუ დადგა, ისედაც რადიკალური ცვლილებები შეიძლება მოხდეს, მაგრამ ჩვენ ხომ ადამიანები ვართ და არაფერი ადამიანური უცხო არ არის ჩვენთვის?

ჰოდა ამ გაგებით ადამიანთა შორის ურთიერთობებში შეიძლება წარმოუდგენელი გარღვევები მოხდეს და არ უნდა გაგვიკვირდეს რაც არ უნდა წარმოუდგენელი იყოს მისგან, ადამიანი ხომ ცივილიზებული ცხოველია, მაშასადამე, ეგო უპირველეს ყოვლისა..

ისე, მართალია ანდაზა.

გაუცხოვება კი ზოგჯერ გარდაუვალი საჭიროებებიდან გამომდინარეობს და აუცილებელია ხოლმე..

მოკლედ, რას მოვაყოლე ამდენი ვაიუშველებელი: ცილისწამება გაცილებით დიდი ცოდვაა ვიდრე სხვა დანარჩენი, ბრალდების წაყენების წინ ან ზუსტად უნდა იცოდე საქმის გარემოება, ან ცილისწამების შემდეგ არ უნდა გაგიჩნდეს პრეტენზიები მაღალზნეობრიობაზე.

:)


1 comments:

Dreamer said...

ცოტა მსუნბუქად შეხედე ყველაფრს და ბევრად გაგიადვილდება ყოველთვის, რაც უფრო გაართულებს სიტუაცის შენთვის არის უარესი და დაიბნევი :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger