Thursday, June 18, 2009

პოლ


პოლ...

პოლ...

პოლ...

შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს რა კარგია რომ არსებობ და რა კარგია ის სიმღერები რომ დაწერე მე რომ ძალიან მიყვარს.. 

დასამალი აბა რა არის?!

საიდან გამახსენდი?.

არა, მახსოვდი..

უბრალოდ, სახლში რომ ვბრუნდებოდი, 106.9-ზე არ ვიცი მერამდენიათასედ მოვისმინე შენი "blackbird" და ხერხემალი მერამდენედ ამიცახცახდა.. :)

ჰოდა კიდევ ერთხელ ვიგრძენი, როგორ გამიმართლა "The Beatles"-ის ეპოქაში რომ არ ვცხოვრობდი, თორემ ხომ ვერაფრით მოვითმენდი ნეხვის ჭიას რომ დაგიძახებდნენ..

პოლ...

პოლ...

პოლ...

მე და შენ საერთოც გვაქვს...

არა, ჯეოსელის ნომერი არა...

უფრო მნიშვნელოვანი..

მერე რა, რომ მე გიტარაზე დაკვრა არ ვიცი, არც არასოდეს მქონია მაგის სურვილი..

მერე რა, რომ შენ არასოდეს არ მოგივა თავში აზრად ისეთი პარადოკსები როგორიც მე (იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იმ სპექტრის აზრზე არ ხარ, რომელიც აქ ტრიალებს)..

მე და შენ ხომ ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროები გვიმუშავებს. :D

და კიდევ, ჩვენ ხომ  ხომ დედამიწის მოსახლეობის რჩეულ 10%-ს ვეკუთვნით, რომლებიც  ასე იფიცებიან, მომტყდეს მარცხენა თუ ვტყუოდეო..

პოლ....

პოლ...

პოოოლლ...

მოკლედ...

სამოცდამეშვიდე დაბადების დღეს გილოცავ, პოლ.. :)))


3 comments:

Dreamer Kikito said...

ai fani amas qvia :d
mec gilocav pol :D

Sophie Golden said...

Happy Birthday, Paul!!!
რა კარგი მილოცვა იყო :) ერთ დროს ასე მე ჯიმ მორისონს ვწერდი :D

clown said...

Herr Paul, Ich gratuliere zum Geburtstag ^_^


ვასო, du auch <3

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger