Friday, June 19, 2009

ბოდვაი საკვირველი


კარგა ხანს ვიფიქრე რა დავარქვა-მეთქი ამ პოსტს, დასამალი აბა რა არის, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე და დავტოვე ცარიელი.

პოსტის ბოლოს თუ მომივა იდეა, დავასათაურებ, თუ არა, სამ წერტილს დავსვამ :)

მოკლედ, აბარგების დროა..

კი არა, დღეს ბოლო წერითი მარაზმი ჩავაბარე, გამოცდას რომ ეძახიან ხოლმე.

კდიევ დამრჩა ერთი, არადა ორი მეგონა..

ის ერთი პრეზენტაციაა ჟურნალის, შესაბამისად, საწერი და სადარდებელი არაფერი მაქვს და მიხარია, აბა რა!..

ჩიტივით თავისუფალი ვარ!..   

ჰოდა ისა..

მედიამენეჯმენტში მქონდა ეს გამოცდა. ხერხემალი მიცახცახებს ამდენი ვაზელინის დანახვაზე ხოლმე და, ამიტომ, თავჩარგული ვწერდი..

კი არა, ვიწერდი..   

მაგრამ რად გინდა, მაინც ვერ გადავრჩი. ვაზელინი მაინც წაადღლიზა ერთ-ერთმა ლექტორს..

ნწნწნწ...

ისა..

მართლა რა მაგარი მუხტი აქვს ამ ფანჯრის რაფას. მეხუთე სათულიდან რომ ვიყურებოდი, რატომ არ ვიცი, მაგრამ უცებ გადაფრენა მომინდა, კი არა, გადახტომა და დროზე მოვშორდი, თორემ კინაღამ..  

დღეიდან გადავწყვიტე ექსპერიმენტი ჩავატარო საკუთარ თავზე.. 

ჰოდა დღეს ექსპერიმენტის პირველი დღეა.. :)

რაღაცაზე ვლაპარაკობდით გამოცდის შემდეგ და ერთმა ჩემმა ჯგუფელმა თქვა, აი, რა გინდათ ყველაზე მეტად, რა გაგხდით ყველაზე ბედნიერსო და თავადვე დააყოლა, ერთი მილიონიდოლარი რა მაგარი იქნებოდა, ყველა სურვილს აისრულებდიო..

ჰოდა მე ვუთხარი (ვინაიდან ერთი მილიონი დოლარი წარმოსადგენადაც კი მიჭირს რამდენია), ერთი სამასლარიანი სამსახური მაშოვნინა ამ ეტაპზე მეტი არაფერი მინდა-მეთქი და სერიოზულად გაბრაზდა, შენი პოტენციალი რომ მქონდეს სამას ლარიან სამსახურს როგორ ვიკადრებდიო, არადა მე როგორ მინდა სამასლარიანი სამსახურიიი..

ეგ კი არა, რა პოტენციალი მაქვს ვფიქრობ და ვფიქრობ..

ჰოდა ბოლოს დავასკვენი გულში: გენიოსებს ვერავინ უგებს..   

ჰოდა, მე გენიოსი ვარ (არ გავიშვი არსად)..   

მოკლედაც, მეორემაც მითხრა მერე, უარს შენს ადგილზე არ ვიტყოდი იმ სამსახურზეო და კიდევ ერთხელ დამცეცხლა. IPM-ში იყო ადგილი რეზერვში და მატასიმ, მე წამოვედი და გინდაო?

და მინდა-მეთქი, მაგრამ საღამოს სმენა იყო და მე დილით მერჩივნა.. :(

ჰოდა მეუბნება ხოლმე ის, რომ არ უნდა გეთქვა უარიო.. 

ერთი სულიუსი მაქვს, როდის ავცოცხავ და დავისვენებ, ცოტას მაინც, თორემ ამიხვედით ერთიანად ყელში..   

კვირას საცხა მივდივარ, გერმანული წიგნი უნდა მაჩუქონ და მიხარია.. ;)

ღმერთო, შენ ამრავლე ასეთი რესპოდენტები, ერთი წლის შემდეგაც რომ ვახსოვარ და მიხსენებენ.. :)

ჰოდა, სანამ კვირა დადგება ერთი სული მაქვს გავიგო რა წიგნს დავირტამ!.

ალბათ ისევ ფილოსოფიური რამე იქნება..

არადა, მე ის წიგნი მინდა.. 

”მეფე ანრი მეოთხის მოწიფულობა”..

ქართულად არ არის, მარტო ერთი ნაწილია ნათარგმნი და ვკვდები ინტერესით, კარგად უწერია ძალიან ჰერ მანს.. :))

ჰო, წავედი ახლა, ჩაი მინდა, მაგრამ შაქარი გათავდა.. :(


2 comments:

Dreamer Kikito said...

ui ra kargia tavisuflebaa :D
exla daisveneb po polnoi :)

vasasi said...

ბევრს ვერა, ცოტას დავისვენებ და მერე ისევ რეჟიმში უდნა ცავდგე, ვალები მაქვს.. :(((

გადაცემა უნდა გავაკეთო.. :(

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger