Saturday, June 20, 2009

ბევრი ”?”


საკითხი ნომერი პირველი:

გადაიარა.
დღეს საბოლოოდ მივხვდი, რომ გადაიარა და გული დამწყდა.
და მე დამავიწყდა მადლობის გადახდა იმ შესანიშნავი სამი ჩანაწერის გამო, რომელსაც ახლაც სიამოვნებით ვკითხულობ..  

საკითხი ნომერი მეორე:

ტრიუმვირატის დანარჩენი ორი წევრის აზრით, სიტუაცია მეტად დაძაბულია, ჩემი თავის ტვინის მარჯვენა ჰემოსფერო კი მეუბნება რაო?.  
ჰო, პრეცედენტის დონეზე უკვე მოხდა რაღაც, არცთუ უმნიშვნელო და ჩვენი, ოთხივეს აზრით ძალიან სასარგებლო მომავალი თაობებისათვის..  
ზედმეტი ნერვიულობა არ ღირს ამაზე, მით უმეტეს რაღაცებს მივხვდით, იმაზე გაცილებით მნიშვნელოვანს, ვიდრე სხვებს ჰგონიათ.
დასჯის ეს მეთოდი კი არ გაამართლებს. 
არც თავის არიდება.

ვერავინ იტყვის იმას, რომ მცდელობა არ ყოფილა.
ჩვენ მზად ვართ დასმულ კითხვებს პასუხი გავცეთ.
მაგრამ, საოცარი ის არის, რომ ამ მზადყოფნის მიუხედავად, კითხვები არ ისმის, რაც ერთგვარი პასუხია.
ჩვენ და მათაც იციან ჩვენი შესაძლებლობები და ეს ძალიან კარგია, ერთადერთი, მართლა იმაზეა გული დასაწყვეტი, რომ პროფესიული კუთხით ვერ შევძელით (ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო) გაგვეკეთებინა იმის მაქსიმუმი, რაც ჩვენს ტვინს შეეძლო.

საკითხი ნომერი მესამე:

მგონი, სამივეს შემთხვევაში ასეა, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე ერთმანეთის აღმოჩენაა და სხვა ყველაფერი ამ წრის გარეთ იკვრება.

დასკვნა:

ვეცდები ამის მერე უფრო ადამიანური ვიყო.


0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger