Sunday, June 21, 2009

მწვანე მატარებელი

დღეს წიგნის პრეზენტაციაზე ვიყავი. ჰოდა დამეზარა თბილისში დარჩენა და მატარებლით წამოსვლა გადავწყვიტე გორში. :სტუდენტისსმაილი:
მოკლედ, ეს მწვანე მატარებელი ერთადერთი ექსპონანტიღაა შემორჩენილი, დანარჩენები შეცვალეს კარგა ხანია და იმით მგზავრობა უკვე ადამიანურ პირობებშია შესაძლებელი.
მატარებლის ჩამოდგომამდე კარგა ხნით ადრე ასეთი ამბავია ხოლმე. 

მატარებლის მგზავრები, ძირითადად, ერთი და იგივე ადამიანები არიან, შესაბამისად, დამუღამებული აქვთ კარები სად ჩერდება და მატარებლის ჩამოდგომისთანავე ერთმანეთზე გადადიან რომ შეასწრონ ვაგონში და ადგილები დაიკავონ.


მატარებელი (არამარტო ეს) ბიზნესის საწარმოო ობიექტიცაა. დადიან ძირითადად, ხელზე მოვაჭრეები და ყიდიან ათასგვარ პროდუქტს, კანფეტებიდან და ხაჭაპურებიდან დაწყებული წამლებითა და თეფშებით დამთავრებული.


მოკლედ, მატარებელი კი არა, სიბინძურის ბუდეა, ეს ცალკე მოუვლელობის ბრალია და ცალკე მგზავრების. ყიდულობენ მზესუმზირას, ბანანს თუ შოკოლადს, ყველაფერს ძირს ყრიან, პატარა ბავშვებივით არიან რა..

ერთი სიტყვით, ეს მატარებელი მიუკარებელთა კასტისთვისაა ეტყობა თუ როგორ არის ვერ გავიგე, კინაღამ გული ამერია. ასეთი მატარებელი შეიძლება ზანზიბარსა და განაში არ დადის. 
იმედია, როდესმე ამ სამუზეომო ექსპონანტსაც მოაშთობენ, თორემ ასე მაპს არ მოგვცემენ არასდროს.  :/ 

2 comments:

Dreamer Kikito said...

sheni gadagebuli suratebiaa?
is kali bulkebi tu ragac ro uchiravs rogor giyurebs :D:D:D

vasasi said...

კი, ჩემი გადაღებული ფოტოებია..
აღშფოთებულმა ესღა მოვიფიქრე...

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger