Tuesday, June 23, 2009

რომ...



რომ არასოდეს განმეორდება,

რომ არ ჩაქრება ცეცხლი ომების..

რომ არც მშვიდობა  დაგვავიწყდება,

რომ დედამიწა ჩვენი ბუდეა,

რომ ვარსკვლავები ჩვენი გზებია,

რომ სამუდამო არის შეხვედრა.

რომ საფერავი არ გახუნდება,

რომ ეს ზღაპარი არ დასრულდება

რომ არ ჩაქრება ცეცხლი ომების, 

რომ არც მშვიდობა დაგვავიწყდება,

რომ სიყვარული გულს არ ნებდება,

რომ სამუდამო არის შეხვედრა..

        

რომ..

თეაზე ვფიქრობ ხოლმე ხშირად. რა მოხდებოდა ჩვენთან ერთად რომ ყოფილიყო. 

რომ გაეკეთებინა ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ.

რომ თავისი საინტერესო აზრები გაეზიარებინა.

რომ ჩვენთან ერთად დაელია ლუდი ან ”ფანტა”.

რომ ერთად გვეფილოსოფოსა.

რომ...

გული მწყდება ძალიან.

ძალიან.

ძალიან.

კიდევ, დაწყებით კლასებში ერთი გოგო გადმივიდა ჩვენთან. ორი წელი სწავლობდა და ძალიან კარგად გავუგეთ ერთმანეთს, ძალიან დავუახლოვდი.

ერთ მშვენიერ დღეს კი გაკვეთილზე არ მოვიდა და აღარც არასოდეს მოსულა.

გადავიდა.

ერთ რამეზე მწყდება გული.

რა მოხდებოდა რომ..

რომ..

რომ არ გადასულიყო.

ან რომ არ დაკარგულიყო.

რომ დამკავშირებოდა.

რომ გაგვეგრძელებინა ურთიერთობა.

იქნებ კარგი ყოფილიყო?

რომ..

მაგრამ თეაზე უფრო მწყდება გული.

რა მოხდებოდა, რომ...

  

რომ..

სამუდამო არის შეხვედრა..


1 comments:

Dreamer Kikito said...

au ra iqneboda rom..
da ase usasrulomde shemidzlia vilaparako, imdeni rame minda ro momxdariko an sxvanairad yopiliko :user:
ehh

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger