Saturday, June 27, 2009

ისევ...


ძალიან...

ძალიან..

ძალიან მძიმე და ძლიერი ფოტოა..

ენა ჩამივარდა...

ყბა გამიშეშდა...

ისა..

აი, ეტყობა, როგორ იყო დამოკიდებული ჯონი ამ ქალზე..

აუ მაგარია..

ძალიან მაგარია..

და თან რაღაც ძალიან ადამიანური..

კი არა, ძალიან ცხოველური..

ბევრისაგან განსხვავებით სულაც არ მიმაჩნია, რომ ამ ქალმა დაღუპა ლენონი. თავის პონტში კარგად იყვნენ და ვისი რა საქმე იყო ან არის?

ან რაღა არის, მოკვდა კაცი. საცაა 29 წელი გავა. :(

ჰო, ისე მართლა ძალიან ხშირად ვფიქრობ, რომ ეცოცხლა ლენონს რა მოხდებოდა-მეთქი..

ისევე ხშირად, როგორც  ლადო ასათიანზე, მირზა გელოვანზე, მოდისა თუ რაფაელზე..

ჰოდა ერთი მეუბნება ხოლმე, იქნებ ამათ იმდენი წელი იცოცხლეს, რამდენიც საჭირო ოყოო.

მოკლედ..

მე, პოლ მაკარტნიდან გამომდინარე ძალიან კი არა, საერთოდ არ ვგიჟდები ჯონზე, მაგრამ ძალიან დიდ პატივს ვცემ როგორც "The Beatles"-ის მამას.

საერთოდაც, ბოლოში მაგარი გაჭედვები ჰქონდა..

ბოლოში, მე ბითლზის ბოლოს ვგულისხმობ..

ჰო, მართალია ისიც, რომ ჯგუფს ორი ლიდერი არ შეიძლება ჰყავდეს, მაგრამ რატომღაც ყოველთვის ასე ხდება ხოლმე..

არ უარვყოფ არაფერს.მომწონს "Imagine", მაგრამ უფრო მეტად მომწონს  "Yesterday", "Hay Jude", "and I love her" და კიდევ ბევრი..

რა ჩამოთვლის..

და არ ვეთანხმები იმას, რომ "Yesterday" ყველამ კოლექტიურად დაწერა, იმ ორი ყრუს მონაწილეობით (ჰარისონი და სტარი.).

ჰოდა, დღეს გავცოფდი, კიდევ მეორე რომ ამტკიცებდა, ლენონი გენიოსი იყოო. ნუ, არ ეკუთვნის მას თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე ამის თქმა.

რაც შეეხება გენიოსობას, გენიოსი ჩემთვის ცოტა სხვა რამეს ნიშნავს ვიდრე მაკარტნის ან ლენონის შეფასებებია.

დავუბრუნდეთ იმას რითიც დავიწყე:

ეს ფოტო კი მართლა შედევრია..

მსოფლიო ფოტოშედევრი.

და ბოლოს:

ჩემი კომპიუტერის ეკრანი..


3 comments:

თათია said...

მე imagine მომწონს, თან ძალიან, შეიძლება ბითლზების ყველა სიმღერაზე მეტადაც კი.

vasasi said...

Imagine მეც მომწონს.. :)

დამსახურებულადაა შესული ათასწლეულის საუკეთესო სიმღერებში..

მაგრამ პოლი...


:2კისს:

Sophie Golden said...

სულელები და ფსევდომორალისტები ფიქრობენ, რომ იოკომ დაღუპა, სინამდვილეში, ორივემ დიდი რამე შექმნეს ერთად - give peace a chance :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger