Tuesday, June 23, 2009

ამოკი


ბევრი მომივა დღეს წერა, მაგრამ ვითომ ხვალ არის. თან ერთ საათში ხვალაც დადგება და..

უნდა ვიწუწუნო და შეგიძლიათ, თუ ატანის თავი არ გაქვთ თავიდანვე უარი განაცხადოთ ამ პოსტის კითხვაზე.. :)

 მოკლედ, ძალიან გადავიღალე და ალბათ ამიტომ სულ გაცოფებული დავდივარ. 

დღესაც, ჩემი საწყალი ძმა დავცოფე და რაღაც სისულელეზე: ბავშვმა, CV გამიკეთე სადღაც უნდა შევიტანოო. ჯერ ხომ იმაზე ავიკელი (არადა, სულაც არ მინდოდა ჩხუბი), მერე შენი MP3 მათხოვე, მაგაზე ჩამიწერე რომ ამოვაპრინტერებინოო და ამაზე ცალკე გავცოფდი. თან ეს სულ წყნარად მელაპარაკებოდა, ხმას არ აუწევია და ვბლატაობდი. 

მოკლედ, გავატანე ფლეში და კარი რომ გაიხურა, მერე ვკითხე ჩემს გამოთაყვანებულ თავს, რა გინდოდა იმ ბავშვისგან-მეთქი. დავასკვენი, რომ არაფერი.

მთელი დღეა ბატივით ვზივარ და წიგნს ვკითხულობ. სამი კვირაა გამოთრეული მაქვს ბიბლიოთეკიდან და 100 გვერდი არ მქონდა წაკითხული, დღეს მივადექი და 500 გვერდამდე ავედი, 100 დამრჩა და ახლა მაგაზე ვიცოფები, რატომ ვერ მოვასწარი წაკითხვა-მეთქი.

თან ამ დედანატირებ ფოიხტენვანგერზე ვგიჟდები!. რა ნართაულად წერს ეე..

არ მომწონს მაგ კაცის წერის სტილი. მაგრამ ისე რას ვერჩი, ”გოია” ”ცრუ ნერონზე”გაცილებით კარგადაა ფაქტობრივი თვალსაზრისით დაწერილი.

შიგადაშიგ, სკაიპსა და ფორუმზე ვეძებდი ხალხს, შარი რომ მომედო, მაგრამ ბედი არ გინდა? მეგობრები ისე იქცეოდნენ, შარის მოდების პონტი არ იყო, ამ ფორუმზე კიდევ, გამსახურდიასა და სომხების თემა სადღაც ჯანდაბაში იყო გადაგზავნილი.

ტვინი მტკივა..

ეტყობა კი არა, ძალიან ვჭედავ ამის გამო. სადმე ჯანდაბაში თუ არ დავისვენე და თან ისე, რომ წიგნი და რამე წასაკითხი არ დავინახო, კიდევ დიდხანს გაქაჩავს ჩემი ცალჰემოსფერომომუშავე თავი, თორემ სადაც წიგნია, იქ იწყება ჩემი შფოთვა და ნერვიულობა. 

ამოჩემება ვიცი ეს ოხერი, მაგრამ ეს წიგნომანია გენეტიკურად მაქვს თანდაყოლილი თუ ნათლიაჩემმა დამანათლა ვეღარ გავიგე. მთელი ცხოვრება ნაწერებში ვარ აბურდული.

ჰო, კიდევ იმაზე ვარ გაცოფებული, იმ მოთხრობას (უკვე რომანში გადასულს) რომ ვერ ვამთავებ. წერაც კი მეზარება და ნერვები მეშლება. თან ვხვდები, რომ მგონი აშკარა უაზრობა გამომდის და ლამისაა სახურავზე ავიდე და გადმოვხტე!.

ზღვაზე მინდა.

პენსიონერული დასვენება მინდა.

აი, დილის ექვს საათზე რომ უკაცრიელ პლაჟზე გახვალ, გადაწვები გულაღმა და მოუსმენ ზღვის ხმაურს. და რომ გრილა..

არავითარი ზედმეტი ბოდიალი.

არავითარი დისკოტეკა თავისი მარაზმატიკული დეციბელებიანი ელექტრომუსიკით.

ვაიმე, რა ცუდად ვარ.

ვერ ვიტან ვერავის.

როგორ მინდა, რომ სადმე გადავცხოვრდე, აი, ნოოსფეროში ან კოსმოსში..

როგორ მინდა თავიდან დავიწყო ცხოვრება.

სადმე კარგი სანატორიუმი არ იცით?


2 comments:

Natalia said...

მე მიყვარს პენსიონერული დასვენება,დილით ადრე ზღვაზე გასვლა და იოდით გაჟღენთილი ჰაერის ჩასუნთქვა.. :)

წავიდეთ ერთად :))

vasasi said...

წავიდეთ...

თორემ მეტი აღარ შემიძლია..

ტვინი სერიოზულად მტკივა.. :(

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger