Sunday, June 14, 2009

DYKO - ყველაფერი გერმანული ახლობელია


რაცხა პატარა სურათია და მომიტევეთ თუ შეიძლება..

რა მინდოდა მეთქვა: რაღაც დებილურ ხასიათზე ვარ..

აი, ასე: ნუუუურც გაფრიიინდეეებიიი ნუუურც მოოოფრიიინდეეებიიიი... :დ

ჰოდა, მთელი საღამოა ვფიქრობ, ვინ არიან ქართველი პაპასავიკი მომღერლები, რომ მოვძებნო და მოვუსმინო-მეთქი და ჯაბა ქარსელაძის მეტი რატომღაც არავინ გამახსენდა..

ესეც რატომ გამახსენდა არ ვიცი.. :დ

ახლაც ვზივარ და ვფიქრობ, ვინ დავძებნო იუთუბზე რომ ვიხალისო და არ მომდის არავინ თავში.. :(

პაპსავიკი ქართველი მომღერლები კი არა, ფოტოს განვმარტავ თქვენი ნებართვით:

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ გოეთეს ინსტიტუტი არსებობს, რომ გერმანიის დღეები ნიაზის კლუბში გაიხსნა, რომ ეს ყველაფერი 13 ივნისს მოხდა..

მოსაწვევზე ეს ფოტო იყო გამოსახული და რაღაც ძალიან მომეწონა.. :)

ამ ტიპს, ყველაზე ადვილი დასამახსოვრებელი რომ არის, ცისფერი თვალები რომ აქვს და წითელი რაღაც რომ აცვია, ვოლფგანგი ჰქვია.. :))

ჰოდა შევინახე გაფხრეწილი მოსაწვევი.. 

ვოლფგანგის გამო კი არა, უბრალოდ, მე ყველანაირ ნაგავს ვინახავ და ეს რატომ უნდა ყოფილიყო გამონაკლისი?

DYKO დღეს ვიპოვე იუთუბზე..

და, საერთოდაც, გამიხარდა რომ აღმოვაჩინე ეს ჯგუფი..

თავის პონტში რაღაცებს უკრავენ.. 

ელექტრო პოპიაოო.. ახალი მიმდინარეობაო, გამანათლეს.. 

და ვიფიქრე, რა პოპი, რა ელექტრო, რასაა რომ მკადრებენ-მეთქი..:დ

მაგრამ მივედი დაა..

რადგან გერმანული გავიგონე, შეიძლება მაგიტომაც მომეწონა..

სულ ნახევარი საათი გავძელით მის კონცერტზე.. 

წვიმა წამოვიდა და წამოვედით, ისედაც, გვიან დაიწყო და სახლებამდე მისვლა ხომ გვინდოდა? :დ

მოკლედ, ახლა მოწონების პროცესში ვარ, მაგრამ მალე გამივლის..

ესეთი რაღაცები 15 წუთის მაგივრად, 20 წუთით მახსოვს ხოლმე..

და თუ დავუმატებთ იმას, რომ გერმანული ჯგუფიაა.. მაშინ მახსოვრობის ვადა ნახევარ საათამდე გაიზრდება.. :დ

აუ, მე კიდევ ვეძებ ქართველი პაპსავიკების სახელებს ჩემს გონებაში და არ ტივტივდებიან.. :დ


2 comments:

Dreamer said...

qartuli estradiis 80% papsavikebi ar ariaan? :D

vasasi said...

vai, me ki verafriT gavixsene da.. :D
damexmare ra..

ki ara, gadamiara ukve..
chavujeqi zeppes.. :)))

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger