Monday, June 1, 2009

მატასი, only for you


- მანიაკო!

ვატარებ..

აბა რა, დუმილი ოქროაო, უთქვამთ.. :)

რატომ ვწერ?.

არ ვიცი რატომ ვწერ, დღეს ხომ არაფრის დაწერას არ ვაპირებდი.

ალბათ, იმიტომ, რომ მისაყვედურეს, ველით ახალსო, რატომ არ დებო, რას ნიშნავს ახალგაზრდავ ამხელა დაგვიანებაო?.

(არადა, გუშინ არ დავდე?.)

ჰოდა, მატა, ეს პოსტი პერსონალურად შენ გეძღვნება. ქალს ”გველის პერანგიდან”. 

არა, სახელს გველი პერანგიდან, შენ ხომ საერთოდაც არ გავხარ იმ მატასის.. 

ჰო, ეს პირველი სამი ხაზი შენ არ გეკუთვნის..

ადრე, ერთმა ლექტორმა (მრცხვენია ის რომ ლექტორია და მე სტუდენტი, მაგრამ რას ვიზამთ) ასეთი რაღაც თქვა: ფსიქოლოგმა მირჩია, რომ როდესაც გაბრაზებული ხარ და არ ანთხევ სიბრაზეს და იბრუნებ გულში, ეს რჩება და ცუდი შედეგების მომტანია, საზიანოა ჯანმრთელობისათვისო და გვითხრა, როცა გაბრაზებულები იქნებით, ფურცელზე წერეთო. ჰოდა, მეც ასე ვიქცევი და მეშვება მალეო.

მე არ მიცდია, სიმართლე რომ გითხრა, ჩემო მატასი, მაგრამ ბლოგი ჩემი ფურცელი გახდა ამ ბოლო დროს, კი არა, დღიური.

აი, ყველაფერს ვწერ..

ნუ, დაკონკრეტების გარეშე. კონკრეტულად ჩემი დღიურის დღიურში ვაფიქსირებ ხოლმე რაღაცებს.. 

რაც შეეხება ფურცელს, მასაც საინტერესო დანიშნულებისამებრ ვიყენებ.

რამდენიმე დღის წინ ქუჩაში მივდიოდი.

თითქმის ერთი კვირის წინ, ნიკას უნდა შევხვედროდი მასალასთან დაკავშირებით (უი, ნიკასთან კიდევ დასარეკი მაქვს, ლიდერთა სკოლის ღია კარის დღე არ გახსნა არც ერთი და ხერხემალი ამიცახცახა). ჰოდა უცებ ფრაზა ამომიტივტივდა თავში:

რა დამრჩა მიუნხენიდან?.

და მთელი გზა ამ რიტორიკული კითხვის შესაძლო პასუხებს ვამუშავებდი თავში. კინაღამ იქვე, ბორდიულზე ჩამოვჯექი, ამოვიღე ჩემი უზარმაზარი რვეული და მუზაშემოტეულმა დავიწყე წერა. მაგრამ დროზე მოვტვინე, რომ საქმე უპირველეს ყოვლისა და გავცუხცუხდი მასალის მოსაპოვებლად. 

მოკლედ, იდეები მობილურში ჩავინიშნე.

სახლში დაბრუნებული კი ეგრევე ვებრდღვენი ჩემს რვეულს და დავიწყე ჩანაფიქრში პატარა, დაახლოებით, სამ-ოთხგვერდიანი მოთხრობის წერა, მაგრააამმ.

მაგრამ ის, რომ ერთი კვირაა ვწერ. რა ჯანდაბად შემოვათრიე ვიღაცები?

სამგვერდიანი კი არა, უკვე ათი ფურცელი გავავსე და ჯერ მეორეს ჩანაწერზე ვარ.

რა დამრჩა მიუნხენიდან?

და, საერთოდაც, მგონი აღარ მყოფნის ფანტაზია და ვნერვიულობ.

სასაცილო ის არის ჩემო მატასი, რომ ის აზრზეც არ არის როგორ დიდ დახმარებას მიწევს შემოქმედებით პროცესში.

აი ასე, თავისთვის ცახცახებს სადღაც, მე ამ დროს ხუთი იდეა მომდის, ვიწერ პატარა, ამჟამად მწვანე დასაკრავ ფურცლებზე და ვაწებებ ჩემი უზარმაზარი რვეულის გვერდებზე.

მერე, დროთა განმავლობაში იქნებ მუზა გამიმძაფრდეს და რამე მოვიგონო..

რამე სისხლიანი, ისეთი, როგორის წერაც მინდა.

ჰო, მართლა.

გამახსენდა, რომ ამ დღეებში უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსში ვარ ასასვლელი, სადაც სულმოუთქმელად მელიან. 

ხუმრობა ხომ არ არის, კათედრაზე თავისი ფეხით მიდის სტუდენტი, რომელსაც სურს ზედმიწევნით შეისწავლოს აცტეკთა ისტორია.

ამას კი ვიზამდი ჩემით ისევე, როგორც ეგვიპტის შემთხვევაში გავაკეთე, ერთადერთი იეროგლიფები რომ არ გამიშიფრავს, მაგრამ აცტეკებით დაინტერესება, სამწუხაროდ, ნაკლებია. შესაბამისად, ლიტერატურაც მწირია.

რაც რამე იყო ინტერნეტსა თუ საჯაროში, ამოვწურე რეზერვი, ახლა პროფესორებს მივადექი.

ნუ გეშინია მატა, მე ლექტოროფილი ვარ, პროფესოროფილი არა.. :)))

დღევანდელი გაინტერესებს?

ამასაც მოგიყვები, აგერ, გავილექსე და აწი რა გამაჩერებს. 

ლექციაზე ვსხედვართ და ერთი გადარეული ჯგუფელი მყავს. უცებ წამოხტა, მიატოვა ჭალაგანიძე და ჩვენ და გავარდა.

ცოტა ხანში მოდის და მოაქვს კასრის ”ნატახტარი” (რა თქმა უნდა, ჩემთვის არა). მე ”ფანტა” ვერ მიშოვა.

კიდევ კარგი, ის ქეთათო თუ ვიღაც დროზე მოვიდა და ნინო (ნინელი) ლექტმა გააბა მასთან ბაასი.

ჩვენ გარეთ გაგვიშვა.

ჰხოდა..

მე კი არ დამილევია, ან რა დამალევინებდა, ისედაც არეული დავდივარ. სამაგიეროდ, ძალიან კარგი დრო გავატარეთ. ფოტოები გადავიღე კიდევ (ეკას გავუგზავნე დასამუშავებლად და რომ დამიბრუნებს გაჩვენებ), კიდევ, იატაკზე ვიჯექი..

არა, არ ინერვიულო, იმიტომ, რომ ანიკო ბებო ყოველ დღე რეცხავს საპნიანი ტილოთი იატაკს..

ოცნება კი არა, მოთხოვნილება დავიკმაყოფილე.

ამ ბოლო დროს, მაგარი მოთხოვნილება მაქვს ბორდიულზე და იატაკზე ჯდომის.. 

ბორდიულზე არ ვჯდები ხოლმე.

აპურჭყებენ და ხომ იცი, ვერ ვიტან ეგეთ რაღაცებს. მერე ტელევიზიაში წავედით. 

მე ვნახე გოჩა, რომელსაც ვუთხარი ჩემი იდეა. ისე, სამართლიანად მისაყვედურა, რატომ არ გააკეთე თავის დროზეო, მაგრამ ახლა მომაფიქრდა პასუხი: სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო..

მოკლედ, ამ დღეებში სიუჟეტს გავაკეთებ ქსხ-ზე.. :)

ჰო, მერე მე, ეკა და ოპერატორი გიორგი (რომელიც ერთი შეხედვით მესიმპათიურა) წავედით მზიურში ტევადი მანქანით.. 

გადავიღეთ პონტი და დავბრუნდით.

მერე ”ფანტა” დავლიე, რა თქმა უნდა, ალუმინის ქილაში, ვიწუწუნე ეკასთან და იმანაც ჩემთან (იმან უფრო მეტი, უფრო მეტად უცახცახებდა დღეს ხერხემალი დაა..) და წამოვედი სახლში.

ახლა ვზივარ, ამ პოსტის წერას დავამთავრებ და ჩავუჯდები ჩემს მრავალსერიან მოთხრობას და ვეცდები ადეკვატური პასუხები მოვიფიქრო კითხვაზე: რა დამრჩა მიუნხენიდან?

მოკლედ, კიდევ რა მოგიყვე აღარ ვიცი.

დღევანდელი ყველაფერი მოგიყევი..

ისე, ეს ბლოგუნა ჩადგა ჩვენი რეალური ურთიერთობის შუა, მაგრამ არაფერია, მოვაგვარებთ :)

ზაფხული მოვა, გამოცდები მალე დამთავრდება და მერე რამდენჯერმე კი მოვასწრებთ ბოტანიკურში გასეირნებას.

მერე რამეს დავწერ, შენ მალულად გადამიღებ ფოტოს, მერე მე გამოგეკიდები, არ გიყვარს გადაღება, მაგრამ FREEDOME ფოტოს გამოვაცხობ და გამიკვირდება, ეს რა მაგარი გადავიღე-მეთქი.

და შენც გაგიხარდება..

მოკლედ, პოსტია, ანდერძს გავს... :))

მატა, შენ ეს პოსტი, პერსონალურად.. :)


0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger