Thursday, July 23, 2009

აზრი ნომერი მინუს 0.97


მოდი, ბოლოდან დავიწყებ:

დღეს რა ძილქუში დამეცა არ ვიცი, თერეთმეტის ათ წუთზე გამეღვიძა. თან საშინელი კოშმარი სიზმარი ვნახე ცხადად და დავიტანჯე..    იმის დასადასტურებლად, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარი იყო ჩემს ძმას გადავურეკე და მისი საღ-სალამათი ხმა რომ გავიგე, მხოლოდ მაშინ დავმშვიდდი.   

სამაგიეროდ, თვალები მტკიოდა საშინლად (ახლაც ძალიან მტკივა).

არ ვიცი რა მჭირს, კომპიუტერის ბრალი რატომ უნდა იყოს, პერიოდი მქონია, დილიდან დაღამებამდე ვმჯდარვარ, მაგრამ ასეთ დღეში არ ვყოფილვარ. ყოველ დილას საშინლად ჩასისხცლიანებული თვალებით ვიღვიძებ და მტკივა..   

დედაჩემი, რა თქმა უნდა, კომპიკოს აბრალებს ყველაფერს, მაგრამ სამი დღეა პირველად დავჯექი მგონი და დღეს რატომ მტკივა ასე არ ვიცი..   

გუშინ არტ-გენზე ვიყავი.. 

ველოდებოდი ”ლალეს” რაჭველების შესრულებით, მაგრამ მათ მაგივრად იმერელი მოხუცების ნამღერი ჩავიწერე..   გუშინ გადავამოწმე და ნორმალური ხარისხია..

თვალები რომ გამივლის გავწმენდ და გავავრცელებ მსურველებში..   

გუსინ ვლაპარაკობდით და აღმოვაჩინეთ, რომ მხოლოდ ერთი წელიღა დარჩა.

ხანდახან ვფიქრობ, რომ ზედმეტად ვპანიკიორობ, მაგრამ ეს რაღაც მაინც რეალობაა..

ერთი მხრივ მართლა კარგია ის, რომ ჩვენ უბრალო ადამიანები ვართ, ბევრ უბრალო ადამიანს ვიცნობთ და სიტუაციას შიროდან კი არ ვუყურებთ, არამედ მასთან ყოველდღიური შეხება გვაქვს და ეს დაგვეხმარება მომავალში, მაგრამ იქამდე ბევრია ძალიან..

და ეს პერიოდი შრომატევადია..

არა, არ მეზარება (თხრის პროცესი არ მღლის), მაგრამ არ მინდა ეს თხრა ფუჭი იყოს.

კარგა ხანია შეგნებული მაქვს (და ეს ძალიან კარგია), რომ რასაც ვაკეთებ მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვაკეთებ, იმისთვის, რომ გავიზარდო გონებრივად, მაგრამ ხანდახან ზედმეტი მომდის ხოლმე..

ვგრძნობ, რომ მეტი აღარ შემიძლია, წიგნის ატანა არ მაქვს, არც კომპიუტერის, სადაც, როგორც წესი, დოკუმენტურ მასალებს ვეძებ ან რაღაცის თარგმნაზე ვცოდვილობ ჩემი ათასგვერიანი ლექსიკონით   მაგრამ ვერ ვშოდები ვერც ერთს..

უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ არ მინდა იმ ადამიანების დაკარგვა, ვინც დღეს ჩემს გვერდით არიან და მათთან ერთად თავს კომფორტულად ვგრძნობ, არადა, სულ ამისი მეშინია..

სულ..

გამუდმებით.. 

ჰო, ადამიანი ყოველთვის საკუთარი თავიდან გამომდინარე მოქმედებს..

პოსტს დავწერ აუცილებლად ეგოზმზე..   


3 comments:

Roisin said...

mec magra mtkioda Tvalebi da sxvatashoris eqimma mirchia oftalgeli- wvetebi profilaktikistvis.vinc bevr dros atarebs komptaan imattvisaa (ragac xelovnuri cremlivitaa). absoluturad uvnebeli da mishvela. sistematiurad vicveteb.dgeshi 1-2jer.ikneb gecada.me bandzi monitori mkonda sams da saertod spazmi momca- ert tvalshi -1.5 meoreshi -2. kidev kargi gamiara, tore bebiachemis satvale gamiscorda:D

Tomushka said...

ratom gaqvs magis shishi rim dakargav Shens gverdit mkof adamianebs?

vasasi said...

tomushka: არ ვიცი...

წარმოდგენა არ მაქვს... :(

roisin: ვცდი აუცილებლად, თორემ აუტანელი უკვე..

ამ თვალების ტკივილის გამო მთელი დღე გათიშული დავდივარ და არაფრის თავი არ მაქვს.. :(

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger