Friday, July 17, 2009

დაღლილი პოსტი 1

დილით ექვსზე ავდექი, ტვინი ვაიძულე ემუშავა (არადა, აღარ შეუძლია, გადაიწვა    ) და ჩამოვედი თბილისში..

საქმეა სერიოზული, რომელიც ჩვენ კი არა, მთელს საზოგადოებას ეხება..   

მოვდიოდით საზოგადოებრივიდან, და ათას იდეას ვაწყობდით”გამოყრილების” სახელით..

ამ ხუმრობა-ხუმრობაში ისე საყვარლად მოგვივიდა ერთი ძალიან მაგარი იდეა!..

(ჰმ, კიდევ ერთი..   )

ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და არაფერი ადამიანური ჩვენთვიც უცხო არ არის, მაგრამ ეს ადამინური რაღაც რომ ძალიან, ძალიან გთიშავს და სკლეროზამდე მიჰყავხარ რა ეშველება?!

კი არა, დღეს ძალიან, ძალიან დავიღალე..

ისე დავიღალე, რომ ერთი პერიოდი ვიფიქრე, რა მოხდება აგერ, ჩემი მშობლიური ”ალმა მატერის” მესამე სართულზე კუთხეში მივწვები და დავიძინებ-მეთქი..

მანამდე კი იმავე აზრი ჩვენს კაფეში მიტრიალებდა, სადაც კონდიციონერის მიუხედავად საშინელი ჩახუთულობა იდგა.   

მარტო მე კი არა, ოთხივე ასე ვიყავით..

ათასჯერ შევედით ტუალეტში, ათასჯერ დავსველდით, მერე მაგიდასთან ვიწუწავეთ, მერე იდეები დავამუშავეთ, მერე დავრეკეთ, მერე მეორე დღის გეგმა დავაწყეთ, მერე თემური ვნახეთ..

მერე გამოვუტყდით ერთმანეთს, რომ ისე დავიღალეთ, ერთმანეთის ცნობის თავი არ გვქონდა..

სახლში როგორ მოვედი მართლა არ მახსოვს..

ახლაც ცოცხალ-მკვდარი ვზივარ და დედას გეფიცებით, რას ვწერ არ ვიცი..

ან რატომ ვწერ არც ეგ არ ვიცი..

რა მებლოგება, თვალები ხელით მიჭირავს..

ერთი ანეკდოტი გამახსენდა, იცით, მაგრამ მაინც დავწერ, გოგო რომ გათხოვდება და ერთი კვირის შემდეგ დედას რომ სწერს სკაიპში, ჩემი ქმარი ისეთი ტემპერამენტიანია ყველგან უნდებაო, საწოლში, აგიდაზე, აივანზე, კომპიუტერსფარარტა’სგფდტკსყჰკფგ..

ჰხოდა... 

რატომ დავწერე ეს და, მეძინება,..

მეძინება..

ისე საშინლად მეძინება, რომ არ ვიცი..

რაც მოვედი, რვა საათიდან იმას ვფიქრობ, რომ უნდა დავიძინო, მაგრამ რას ნიშნავს გენეტიკურად ქართველი რომ ვარ!..   

საწოლამდე მისვლა მეზარება, არადა მეძინერწეტდრყტდრუყტ;დასდ///...............


2 comments:

Dreamer Kikito said...

eg anekdoti viic me werils ro wers ekims qali :D::D

Natalia said...

ეხლა გაათანამედროვეს და უკვე სკაიპში წერს :D

ვასასი, ვიცი როგორც ხარ ეხლა - ისეთი დაღლილი რომ დაძინების თავიც არ გაქვს, მესმის შენი.

იმედია ეხლა უკვე გძინავს :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger