Tuesday, July 21, 2009

ART


სიყვარულის და მეგობრობის ზეიმი..

და კვირა, რომელსაც წლიდან წლამდე ველოდები..

და ვემზადები..

და ერთი სული მაქვს როდის ავალ ეთნოში, როდის დავჯდები ბალახზე ფეხმორთხმული, როდის ვნახავ ნაცნობებს, როდის ვჭამ მწვადს, როდის მოვისმენ ფოლკლორს (ჯიგარში მაქვს და რა ვქნა)..

არა, დღეს არ მივდივარ, მიუხედავად იმისა, რომ შიდა ქართლის დღეა და ბევრი ჩემი ნაცნობ-მეგობარი გადამეყრება..   

საშინლად დავიღალე და უკანასკნელი სამი საათის მანძილზე იმდენი ვჭამე, აქამდე გაოცებული ვარ სად ჩამეტია..   

მოკლედ, მოვდივარ სახლში და ვფოქრობ, დღეს არ წავალ, ბარემ ხვალ იყოს-მეთქი.  ხვალ რაჭა გამოდის და ”ლალეს” კიდევ ერთხელ მოვისმენ, ამასთან, მზაკვრული გეგმები მაქვს ჩაფიქრებული, რაც ამ შაირის ჩაწერას და საშვილიშვილოდ შემონახვას ემსახურება..   

ბოლოს რატომღაც ისე აღარ არის როგორც ადრე იყო..

სულ ნიაზის ბარის ბრალია, მაგრამ მეორემხრივ ვერ გაამტყუნებ ამ კაცს. ამდენი იწვალა სანამ რამეს გააკეთებდა და დაფასება ხომ უნდა?..

მაგრამ რაც მართალია მართალია, მე ეთნოში მირჩევნია ყველაფრის მოსმენა და, კიდევ კარგი, ფოლკლორიც ნიაზის პატარა ბარში არ გადაიტანეს..

ჰხოდა, თან ვფიქრობდი, რა კარგ ფოტოებს გადავიღებ-მეთქი, იქნებ მერე რამემ ივარგოს, მაგრამ საბურთალო-პეკინის გადაკვეთაზე რომ ვიდექი, მაშინ დამარტყა თავში, რომ ჩემი აპარატი, რომელსაც სულ თან დავათრევ, გორში დავტოვე..

და შუა გზაზე გავშეშდი (კიდევ კარგი, წითელი იყო ანთებული )..

არა, ახლა კი მეცინება, მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან ვარ ხერხემალაცახცახებული!. ისე გადამრია ამ პროექტმა, რომ გუშინ აპარატის წამოღება დამავიწყდა..

არადა, რა კარგად დავტენე და როგორ გამზადებული მედო ჩემს აწეწილ და ნაგვით სავსე მაგიდაზე..   

ჰო, წესით უნდა გავყოლოდი ახლა, მარტო რომ გავუშვი ბოვში, მაგრამ, როგორც ვთქვი, დაღლილი ვარ საშინელი და ამომსკდარი.. 

არა, მაინც მაგარი დებილი ვარ!..

როგორ დამრჩა ჰა?...   


6 comments:

mr.picasso said...

ხვალ მეც მივდივარ არტ გენზე. როგორც იქნა მოვაბი თავი:) ჩემ სახელოსნოსაც აქვს გატანილი მინანქრის ნაკეთობები და ორი თანამშრომელი ყოველ დღე იქ იყვნენ და ეხლა ერთი ორი დღე მეც მივეშველები. კარგი ფესტივალია და მიწვევა რომ მივიღეთ ძალიან გაგვიხარდა ეხლა ალბათ ყოველ წერლს გავიტანთ ნაკეთობებს:)

Natalia said...

აუ, ფოტოები :(

როგორ დაგრჩა აპარატი ა?!

vasasi said...

ოო, რა ვიცი.. დებილი რომ ვარ მაგისი ბრალია.. :ს

ჯანდაბა!.. ;(
ტირილი მინდა.. ;(

Tomushka said...

არცერთ არტ გენზე არ ვარ ნამყოფი
აბა ქართველი მქვია ახლე მე?

Sophie Golden said...

მეც მიყვარს ფოლკლორი და ბალახზე ფეხისმორთხმა... მომინდა წასვლა.

mr.picasso said...

ჩემთან სიახლეა ახალი ბლოგი გავაკეთე რომელიც ტიხრულ მინანქარზე იქნება სრულად და ვეცდები თავი მოვუყარო ყველა მეტ ნაკლებად საინტერესო ხელოვანის ნამუშევარს. და ყოველგვარ ინფორმაციას ამ ხელობაზე. მოკლედ აგიტაცია პროპაგანდას ვეწევი და კარგი იქნება თუ ამ ბლოგს გამოიწერ მომავალში სურპრიზებიც მაქვს დაგეგმილი თუ ბლოგი მეტნაკლებად პოპულარული გახდება და ბევრი მკითხველი და დამთვალიერებელი ეყოლა:)
ესეც ლინკი: http://cloisonneenamel.blogspot.com/

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger