Friday, July 3, 2009

სად ვცხოვრობ

გადავწყვიტე, რომ უკვე დიდი გოგო ვარ და ბოლო უნდა მოეღოს ამდენ ქაოსსა და უწესრიგობას იქ, სადაც ვივანებ ხოლმე, როგორც წესი..


კარგა ხანია მივიღე, მაგრამ მის ასრულებას მარტო სურვილი ხომ ვერაფერს უშველის?
ჰოდა, ადავწყვიტე ამ სიზარმაცისათვის საკუთარი თავი შევარცხვინო და სააშკარაოზე გამოვიტანო ჩემო ოთახი.
ეჭვი მეპარება, მაგრამ იქნებ ხერხემალი ამან მაინც ამიცახცახოს.
ვაიმე, ძალიან კი მრცხვენია, მაგრამ ეს არის ჩემი სამუშაო მაგიდა, რომელსაც შევწირე მთელი ჩემი გამწარებული მეთერთმეტეკლასელობა, სტუდენტობა შაბათ-კვირით და ზაფხულის არდადეგები.
მიყვარს ძალიან ეს მაგიდა, რომ ვჯდები ვისვენებ ხოლმე. მაგრამ მუდამ ასეთი ქაოსია. ყველაფერი ზედ მიყრია. სიმართლე რომ გითხრათ, მე სულაც არ მაწუხებს ეს ამბავი. ერთადერთი დისკომფორტი მაშინ მექმნება, როდესაც წერის მანია მიტევს. სადმე ხომ უნდა ვწერო, ჰოდა მაჯებით მივხვეტავ ხოლმე ამდენ რაღაცას კედლისკენ და ვწერ.
ჰოდა ისა..
რაც მაგიდაზე არ მეტევა, მაგიდის გვერდით იატაკზე მიწყვია ასე სუფთად და წესრიგიანად.. 
რას არ შეხვდებით აქ. პირველი კურსის ბლოკნოტებს და მეშვიდე კლასის რვეულებსაც კი..
ო, ფეხბურთი სიგიჟემდე მიყვარს ასე, 10 წელი იქნება.  
აგერ ჩემი ბავშვობისა თუ ტინეიჯერობის სიყვარული ”სკუადრა აძურა” და ”მილანი” და ტრფობის ერთადერთი და უცვლელი ობიექტი ალესანდრო ნესტა.. 
ეს პლაკატები რასაც აქ ხედავთ, სულ აბიტურიენტობის დროს მოვაგროვე. მაშინ თან მსოფლიო ჩემპიონატი იყო, იტალიამ რომ მოიგო.. ჰოდა ექვსი მასწავლებლის აბიტურიენტები ნესტას პოსტერებზე ჩალიჩობდნენ. თან ძნელი საშოვნელი იყო, როგორც მცველის და არაპოპულარული ფეხბურთელის, მაგრამ როგორც ხედავთ, ხუთი ცალი მოვაგროვე. იბრაჰიმოვიჩი რომ ჭარბობს სანდრიკას ეგ შანტჟის ბრალია, რომელსაც ჩემი ძმა მიწყობდა ხოლმე, ჩამოგიხევ მაგ პლაკატებს თუ იბრასაც არ გააკრავო..
ჰოდა შერჩა და შერჩა ეს იბრა ჩემს კედელს მას მერე. ისე, ნესტა ახლაც მიყვარს, მაგრამ ისე ძალიან აღარ როგორც მაშინ.
ჰხოდა, ისა... რომ ვჯდები ზემოთგამოქვეყნებულ მაგიდასთან წი ზემოთმოყვანილი გადასარევი ხედი მეშლება.. 
ისა..
კედლებზე სულ რაღაცები მიწერია რომ არ დამავიწყდეს ხოლმე...
ანუ, ისეთი საინტერესო ფაქტები, რაც ტვინში ვეღარ მეტევა დააა... 
ოოო, აი ეს კი პატრონის სიამაყე და განძი - დახარჯული კალმების კოლექციაა, რომელსაც უკვე რვა წელია ვაგროვებ. საინტერესო ის არის, რომ ამ კალმებში ყველა მხოლოდ ჩემი დახარჯულია. მათი რიცხვი კი დღევანდელი მონაცემებით 293 ცალს აღწევს..
მეუბნებიან აფრენო, მაგრამ მე არ ვუჯერებ. შურიანები ეგენი!..  
ჰო, დასკვნის სახით ის მინდოდა მეთქვა, რომ დედაჩემი ყოველთვის მეუბნება, ან დაალაგე, ან მიმიშვი რომ დავალაგოო, რაზეც მე კატეგორიულ პროტესტს გამოვთქვამ. ვერ ვიტან როდესაც კაცის სუნს რომ შევდივარ მაშინვე ვცნობ.  ჩემს სამფლობელოში ვინმე იჭრება. უცხო
ერთხელ დედამ, ჩემი პროტესტის მიუხედავად, მალულად დამილაგა და დამიწყო ყველაფერი. ჰოდა ისე ავნერვიულდი, მთელი ნახევარი საათი გავებუტე. როგორი საოცარიც არ უნდა იყოს, თავზე რომ მაყრია ვიცი სად რა დევს და დალაგებული რომ დავინახე, ვეღარაფერს მივაგენი.
მას მერე ვხვდები რომ დედა ჩუმ-ჩუმად ალაგებს, მაგრამ როგორც ვყრი, ისევ ისე აწყობს ხოლმე წიგნებს, რვეულებს, კალმებს თუ ათასგვარ უსარგებლო ხარახურას.. 
შემარცხვინეთ რაა.. 

6 comments:

Dreamer Kikito said...

simartle rom gitxra eget uwesrigobas chemtan ver vachereb, anu me ro magidaze shemtxvevit rveuli davtovo 5 wutshi 4 nawilad gadaxeuli damxvdeba da akidan gamomdinare mimachvies momenatalurad yvelafris tavis adgilze dalageba,ro shexval chem otaxshi yvelaferi dalagebulia lamazad magram shemtxveviit shkafi ro gamoago sheoidzleba imdeni tansacmeli gadmogeyaros erti ori dge ver amoxvide ikidan :D:D:D:D

nino said...

3 dgis cin uborkis eteba davicye da gadmovyare yvelaferi yvela tarodan rata mtvrebi gadmomecminda... xoda damezara gadmocmenda, da ukan shelagebac ra tqma unda... 3 dgea titis cverebze davdivar saxlshi ro shemtxvevit rames ar davabijo da ar gavafucho :( mec shemarcxvinet raaa :)

vasasi said...

ნინ, მგონი არაფერი გვეშველება..

:უსერ:

Teo said...

magidaze da otaxSi saerTod idealuri wesrigi maqvs, rame zedmeti an uadgilo rom vanxo ver visveneb. magram ai tansacmlis karadaSi magaze uaresi ambavia :d samagierod dalagebulze uket vagneb yvelafers :)

mterSASRUTI said...

nestas suartebi momewona : D me ufro ze otaxi maq..ho mec mialneli var!

Anonymous said...

grcxvenodes!!

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger