Saturday, July 4, 2009

ჩამოვიდაა!..


აარიის ააღსრულდა ოოცნეებაააა!...

კი არა და ჩამოვიდა!..

ბოლოსდაბოლოს ჩამოვიდა.

მერე რა, რომ ერთი დღით დაიგვიანა..

მერე რა, რომ ქვები დარჩა (ხათოსთვის რომ მინდოდა)..

მთავარია, რომ მისი ბრწყინვალება ჩემი მეორე არაბიოლოგიური ძმა დღეს დილის ოთხ საათზე მიუნხენიდან პირდაპირი რეისით ჩამოფრინდა, დაადგა პაპამისს თავზე, გაითხლიშა ღვინით და ტინისხიდიდან სადგურზე (ნუ, წარმოიდგინეთ, ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში) სირბილით გამოვარდა მარტო იმისთვის, რომ დილის ექვს საათზე შემოგვჭროდა სახლში ყვირილით: აე, მეზობლებო, გამოდით უნდა დაგთვალოთო კი არა, ჩამოვედი როგორც იქნაო..

ჰხოდა...

ჩამოჯდა სკამზე და დაიწყო იმის მოყოლა, თუ როგორი უზრდელები არიან ეს თვითმფრინავები ქართველების დაგვიანებულ რეისებს რომ არ ელოდებიან (აქვე დააყოლა, რომ პრაღაში ჩასულებს ერევნის თვითმფრინავი მომლოდინე დახვდათ და სომხებს დუეტში შევუკურთხეთ), რომ ერთი დღე პრაღაში მოუწიათ ყურყუტმა, მერე მიუნხენში გადააფრინეს და მერე როგორ აღმოჩნდა თბილისში, თბილისიდან კი გორში..

და ისიც დააყოლა, რომ ამ შავი მაისურის, ჯინსისა და ბოტასების მეტი არაფერი არ მაქვს, მთელი ბარგი - ექვსი ჩემოდანი დაიკარგა და რა გვეშველება არ ვიციო..

ეგ კი არა, ორი დღეა კბილები არ გამიხეხიაო და ხერხემალი უცახცახებდა..

სამაგიეროდ, მამაჩემმა დაამშვიდა, ხდება ხოლმე, მაგრამ შეიძლება სხვა რეისს გამოაყოლონ, ძალიან არ ინერვიულოო..

ჰხოდა, მე გული დამწყდა საჩუქრებზე.. ისო.. პარიზიდან (სანამ წავიდოდა შემაღონა სკაიპში, პარიზში მივდივარო.. ) ეიფელის კოშკი ჩამოგიტანე და კიდევ გულია ისარგაყრილი, ერთ მხარეს ნოტრდამია და მეორე მხარეს ეიფელიო, მაგრამ ეს შენ არაო, გოგო რომ მომეწონება ვინმე, იმას ვაჩუქებო.. (ჩეემი დებილიი )..

მოკლედ, აღმოჩნდა, რომ მისი საქართველოში ჩამოსვლის ამბავი მარტო მე, ჩემმა ძმამ და კიდევ მისმა პაპამ ვიცოდით. ჩემი მეორე არაბიოლოგიური ძმა კი ამ ამბის აზრზე არ იყო.

ჰხოდა დათო და მეორე დათო გავარდნენ აჩოსთან მოულოდნელი ელდის საცემად. მაგრამ აჩომ მათ უწყინარი სახით გაასწრო გამოცდაზე მაღლივისკენ. დედამისმა კი, ერთ-ორ-სამ-ოთხ საათში ჩამოვაო.

გამოვძუნძულდით კოლექტიურად უკან, საშინლად გულდაწყვეტილები..

ჰოდა, დათოსთან არავინ იყო სახლში, ტინისხიდში იყვნენ და შემობრძანდა ჩვენთან ისევ.. :))

მოკლედ, მართლა გაგლეჯილი მთვრალი იყო, მერე ჩემმა ძმამაც დაამატებინა ნახევარი ლიტრი და გაითიშა..

ისე გაითიშა, რომ მისთვის სამარცხვინო, ამგვარ პოზაშიც კი დავაფიქსირე..

როგორც თავად თქვა, კიოლნში ერთი ქუჩაა გერმანელების, სადაც თურქები კაიბიჭობენ და კაიბიჭობა იმას ნიშნავს მათ ენაზე, რომ ამგვარი სახეებით და ორი თითით იღებენ ფოტოებსო (მშვიდობის ნიშანი რა.. )..

ჰხო.. ეს მეორე კი არა, მარცხნიდან პირველი ჩემი ახლადგაღვიძებული ძმაა და არ შეიმჩნიოთ..

მოკლედ, დედაჩემმა იმდენჯერ უთხრა, დაწექი დაიძინეო, რომ დათო ჩემი ძმის საწოლზე წამოიტლარწა :ნადირობისსეზონიორისსმაილი: და საღამოს შვიდ საათამდე ფეხი არ გაუნძრევია.. ერთხელ წამოდგა და დედაჩემს ეკითხება გათიშული სახით, დიუსელდორფის აეროპორტიდან უკვე გამოვფრინდითო?.

ჩემი საწყალი ძმა კი იძულებული გახდა ტახტზე გაეგრძელებინა ძილი..

მე, რა თქმა უნდა, არ მოვაცდინე ეს მომენტი და პაპარაცული ფოტოებიც გადავუღე.. მერე მეუბნებოდა, ისე მძინავს, როგორც ქართველ კაცს შეეფერებაო..

მოკლედ, ახლა ტრიუმვირატი (წელიწადში ერთხელ რომ იკრიბება) ხალხის დასაწიოკებლად და ელდის საცემად დაეხეტებიან გორსა შიგან, მაინტერესებს ეს მომენტი, მაგრამ მათ მეგობრებს მე არ ვიცნობ დაა..

P.S. ისა.. დღეს ჩანჩალასგან ვიზა მივიღე ბათუმში.. ჩამო, მაგარი ამინდებია, არაფერი არ გინდა ეგრევე ჩამოდი ხვალო.. ჰოდა ვერ მივხვდი რას ნიშნავს ეს არაფერი არ გინდა.. მაგრამ აბა როგორ ჩავალ, ეს საზიზღარი ჩამობრძანდა.. :)

მოკლედ, ერთი თვე ვგულაობ..


2 comments:

Dreamer Kikito said...

uff ra kaia eerti tve gulaobaa :D
au karg megobars araferi jobia ra :love:

თაკა said...

auuuu ra bednieri xar..
ragacnairad ro vkitxulobdi movkvdi bgavilit..
me kide vzivar da ukve imaze vfiqrob rodis chamova levani arada jer frankfurtamde ar chasula ne to chto valensiamde :(

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger