Monday, July 6, 2009

ბედნიერი პოსტი


მოკლედ, დიდი ტანჯვა-წამების შემდეგ აღვადგინე დაკარგული მასალები ბლოგზე და რაც ჩასასწორებელი იყო ჩავასწორე..

ამ ამბავს დილას აქეთია ვუზივარ, მართალი გუშინ სასოწარკვეთილი ვიყავი და პანიკამ მომიცვა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ჩემი ახალი თემპლეითი ღირდა გუშინდელი ხერხემლის ცახცახად..   

ისე, დიდი ხანია მინდოდა დიზაინის შეცვლა. საშინელი ფორმატი იყო, მე თვალებს მტკენდა და სხვას რა დაემართებოდა..    მაგრამ თან ვფიქრობდი, როგორი იქნებოდა ახალი დიზაინი, ადვილად წასაკითხი და საინტერესო რომ ყოფილიყო.. :)

ჰოდა, ამ მიზნით გუშინ საღამოს ჩავუჯექი თემპლეითების გვერდს და არ დამზარებია, ყველა გადმოვწერე რაც მომეწონა..

მერე კიკიტოს მითითების თანახმად მოვიქეცი და ახალი თემპლეითი ავტვირთე..

მაგრამ რომ გადავედი ბლოგზე, კინაღამ გული გამისკდა!..

აღარაფერი ჩანდა ბლოგის არქივის გარდა და ყველაფერი თავიდან დასამატებელი გამიხდა.

ყველაზე სასაცილო ის არის, რომ რაღაცების ატვირთვა მე არ ვიცოდი და ჩემი არაბლოგერი მეგობრის კარნახით ავტვირთე, მაგრამ გუშინ ჩემით ვიხლაფორთე და რაღაცები აღვადგინე, ამ ყველაფრის პლუსი კი ის არის, რომ თავად გავერკვიე რაღაცებში..   

მგონი, ცუდი არ არის..

მე მომწონს..   

დღეს დაპირებული საჩუქარი მივიღე პარიზიდან..    ერთი საათი ვფიქრობდი სად მომეთავსებინა, რადგან გასაღებზე ბრელოკი ბრიუსელიდან ბინადრობს..

ჰოდა პარიზულ ეიფელს ადგილი ჩანთაზე მივუჩინე..

ერთი სიტყვით, თემპლეითით გამოწვეული დეპრესიაც გადავაგორე და ამის მერე სულ კარგ ხასიათზე ვიქნები..    

ვეცდები გაცილებით უკეთესი პოსტები დავდო ვიდრე აქამდე ვდებდი..     


3 comments:

Teo said...

მშვენიერი დიზაინია, ისე ძაან ბედნიერი ადამიაი ხარ მაგას რომ მოაბი თავი მე შექმნის დღიდან მინდა რამე მოვუხერხო და ჯერ კიდევ უპატრონოდ მიგდია :)

Natalia said...

პირველ რიგში,გილოცავ ახალ დიზაინს :)
წინა მართლაც თვალებს მტკენდა ხოლმე :P


მეც უამრავი თიმფლეითი მაქვს გადმოწერილი,მაგრამ არ ვიცი როგორი იქნება ჩემს ბლოგზე და მომეწონება თუ არა,ამიტომ არ ვცვლი,თან მეშინია რამე არ წამეშალოს :))

ძაან რომ მომბეზრდება მერე შევცვლი ალბათ :))

Dreamer Kikito said...

mec momwons, mwvanbe tvalebs acknarebs da shriftic bevrad uketesi gaxda :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger