Wednesday, July 15, 2009

მე


ყოველთვის მაინტერესებს როგორი ვარ სხვის თვალში..

ვაზელინები არ მჭირდება, გული მერევა...

კარგი, საყვარელი, მრგვალი და თბილი რომ ვარ, ასეთები ყველანი არიან და ყველას ეუბნებიან, მიუხედავად იმისა, რომ მათზე ხშირად ასე არც კი ფიქრობენ..

მე ეს არ მაინტერესებს..

ყოველთვის მინდოდა საკუთარი თავისთვის გარედან შემეხედა და დასკვნები გამომეტანა..

ალბათ ვიფიქრებდი, რომ ეს ვიღაც ტიპი არის ძალიან ახირებული, ჯიუტი, თავნება ადამიანი, რომელსაც როგორც ყველა ადამიანს თავისი თავიც პატარა ღმერთი ჰგონია :ფოიხტენვანგერისსმაილი:

მთელი ცხოვრება მინდა ჩემნაირ ადამიანს შევხვდე, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ვერ ავიტან ვერაფრით!.. ვინმემ რომ ჩემზე ისე იეჭვიანოს როგორც მე ვეჭვიანობ, ალბათ, განზრახ მკვლელობისთვის ჩამსვამენ ციხეში ან უფრო უარესი - სასაფლაოზე აღმოვჩნდები მიცვალებულის რანგში..           

მოკლედ, ის მინდოდა მეთქვა რომ საკუთარ თავში ვხედავ უამრავ ნაკლს და ღირსებას -  ვერანაირს, ჰოდა, მგონი, ესეც დადებითი თვისებაა..   

კი არა, რაღაცებზე ჩაციკვლა ვიცი ხოლმე..

მელომანი ვარ..

არ ვმალავ..

საშინელი პათოლოგი ვარ მუსიკის..

იმ დოზით ვუსმენ, გუშინ მივხვდი, რომ ძალიან გადავიღალე..    

დღეს ვფიქრობდი კიდევ და მივხვდი, რომ როგორც უკუღმართი, უკან-უკან მივდივარ..

ანუ, მუსიკას ვუსმენ არა ძველიდან ახლისკენ, არამედ, პირიქით. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს ოპერასაც გავაღმერთებ. ისე, საოცარია არა? იტალიელებმა თავის დროზე ოპერა ხომ მდაბიო და გაუნათლებელი ხალხისათვის შექმნეს, რადგან ისინი კამერული მუსიკის არსს ვერ სწვდებოდნენ.

მოკლედ, ახალა როკენროლის აქტიური ფაზა მიდგას...

და კიდევ "ბითლზების"..

ბითლომანია მჭირს..   

დღეს ვიხსენებდი პირველად როდის მოვისმინე და ზუსტი თარიღი ვერ გავიხსენე. არ ვიცი რამდენის ვიყავი, როცა ტელევიზორში პირველად ვნახე ბითლზების კონცერტის ჩანაწერი (გადაცემა იყო მათზე) და ვნახე უამრავი სახეშეშლილი ფანი, გულის წასვლები, სიგიჟეები..

და გვერდით მჯდომ მამას ვკითხე, მამა რა ხდება-მეთქი..

და შვილო, ესენი ბითლზები იყვნენ, უნდა გენახა მათ კონცერტზე რა ამბები ხდებოდაო, და მერე თავისთვის თქვა, ეპოქა შექმნესო.

და გამიკვირდა, რატომ ხდებოდა ასეთი ამბები და ეპოქა რაღაა-მეთქი მაგრამ მამას არ ვკითხე..

იმიტომ, რომ მომეწონა..

და მაკარტნი დამამახსოვრდა რაღაც საოცარი და სასაცილო მოძრაობით სცენაზე..   

მერე დამავიწყდა ბითლზები, სხვა ეპოქა მედგა..

უცებ აღმოვაჩინე ოთხი თუ ხუთი წლის წინ ვიღაცის კომპიუტერში. ფოლდერი ეგდო დესკტოპზე და "The Beatles" ეწერა..

ვიფიქრე, მოდი ერთი, მოვუსმენ-მეთქი..

და მოვუსმინე.

საოცარი ის იყო, რომ ყველა სიმღერა ვიცოდი და ძალიან მომწონდა, უბრალოდ, არ ვიცოდი თუ "The Beatles" მღეროდა..   

სახლში არაფერი მითქვამს ჩემი ხელახალი აღმოჩენის შესახებ..

დღემდე!.

ერთი ნაკლი კიდევ მაქვს: როცა რაღაც ან ვიღაც ძალიან მომწონს, საგულდაგულოდ ვმალავ. მეშინია ვიღაცამ არ გაიგოს მისი არსებობის შესახებ და არ მოეწონოს.. ამას ვერ ავიტან ვერასდიდებით..   

  

მაგრამ დღეს იმდენჯერ ვიკითხე ერევნამდე თვითმფრინავის ბილეთი რა ეღირება-მეთქი, მერე ისე განვიცადე თერიანი-ერევნის რეისის კატასტროფის ამბავი და პარალელურად ვიკითხე, თბილისიდან ერევნამდე სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა რა დაჯდება-მეთქი, რომ ოჯახში სერიოზული ეჭვი გავაჩინე..   

(თან ყველამ იცის ჩემი სომხებთან დამოკიდებულების ამბავი   )..

მოკლედ..

მე კი არა, ვობოდე უნდა ერქვას ამ პოსტს..   

კიდევ ერთი ნაკლი: წერის ან ფიქრის დროს მხოლოდ ერთი საკითხით არ შემოვფარგლები, რაღაცაზე რომ დავიწყებ, აუცილებლად სხვა თემით უნდა დავამთავრო ხოლმე..   

და კიდევ მეორე ნაკლიც: ჩაციკლული ნამდვილად ვარ რაღაცებზე :ბითლზისსმაილი:

მაგრამ ერთი რამ ნამდვილად ვიცი: მუსიკა არასოდეს გამივლის და, მგონი, არც როკენეროლი..   


5 comments:

Natalia said...

მმ.. ძალიან ახლობელი პოსტი იყო ჩემთვის, ბევრი მსგავსი თვისება დავიჭირე. მაგალითად, გატაცებების საგულდაგულოდ დამალვა [მე ბლოგზე უფრო ვწერ ჩემი გატაცებების შესახებ, ადამიანებთან ნაკლებად ვალაპრაკობ], და კიდევ ის რომ ჩემნაირ ადამიანს ვერ ავიტან ვერაფრით! :D

Dreamer Kikito said...

kargia ro naklebs xedav sehn tavshi, es yvelaze dadebiti tvisebaa magram am tvisebi mtavari funkciaa tito nakli gamoscoreba da mushaoba sakutar tavze, mec ro vgrznob rom ragac nakli maqvs vcdilob yvelaferi gavaketo ogond shevcvalo uketesobisken da bevrjer gamomdis kidec, magram mteli cxoveba gicevs adamians mase mushaoba tavis tavze radgan erti nakli qreba meore ki ibadebaa :d
ise ar gicnob magram chemi gadmosaxedidan kai gogo xar da kai shtabechdilebebi mrcheba sheni suratebis da postebis mere, amas imitom vwer rom bevri magizianebs arafris gulistvis xandaxan magram shens mimart uaryopiti araferi migvrdzvnia, tumca ertxel ar momewona sheni pisti rusebze :D:D:D:D nu mag temas sheveshavaat :2kiss:

vasasi said...

მადლობა, კიკიტო.. :))))

:2კისს:

embrioni said...

musikam ar unda gagiaros,cxovrebis cesia :))))))

faukclub said...

"ახლინდა" "ძველისაკენ" წასვლა უფრო ხშირია ვიდრე პირიქით მუსიკაში. ჯაზითა და კლასიკით უფრო მეტი "ასრულებს" თავის ცხოვრებას ვიდრე დენს-პანკითა და ალტერნატივით :D

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger