Monday, July 27, 2009

ჰხოოო...


ხომ კარგია?

არ მითხრათ ახლა კარგი არ არისო..   

კატასტროფულად მინდა აქ..

სანაპიროზე..

დილის ექვს საათზე, საღამოს ცხრაზე და სულ..

სულ..

სულ..

გარუჯვის მოყვარული და რამე დიდად არ ვარ, ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ვჩერდები..   

არც ცურვა არ ვიცი (ყვინთვის მხრივ მრავალმხრივი განვითარება აქვს ჩემს ნიჭს...   )..

მოკლედ, რა მინდა აქ მეც არ ვიცი, მაგრამ ზღვის ხმაური მინდა და პენსიონერული დასვენება სანაპიროზე.

ალბათ, 15 აგვისტოს მერე მოვხიკავ ჩემს ნივთებს, ჩავყრი რუკზაკში და წავალ ბათუმში ჩემს ჩანჩალასთან, მაგრამ არ ვიცი რამდენად მეღირსება მის ხელში პენსიონერული დასვენება..   

ბოოოორჯომშიც წავიდოდი...

ნაძვები მიყვარს. ჩემს სოფელშიც არის, მაგრამ დიდი ვერაფერი. 

ისე, რამდენჯერაც ბორჯომში ვყოფილვარ, ყოველთვის წვიმა და ცუდი ამინდი მხვდება ხოლმე და ამიტომ ჩემს მოგონებებსა და წარმოსახვაში ბორჯომი არის მწვანე, ბნელი და წვიმიანი ქალაქი..

ანუ, ზუსტად ისეთი, როგორიც მიყვარს..

თუმცა, დასვენებამდე მთელი ორი კვირაა დარჩენილი.

გადასატანია 08.08.09, რომელსაც ველოდებით და არ ვიცი რა გამოვა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვინდა რამე გამოვიდეს..

წასაკითხი მაქვს რამდენიმე წიგნი, დასარეკი მაქვს რამდენიმე რესპოდენტთან, ასატანი მაქვს იეკას წასვლა ერთკვირიან თუშურ მოგზაურობაში (ორმაგი ტკივილია: თუშეთი და იეკა ერთი კვირით მიდის)..

ჰხო..

ამ შაბათ-კვირას გორში ვიყავი. არტ-გენზე მინდოდა წასვლა. დღეს მითხრეს, უმაგრესი იყო დახურვაო და მჯერა. თან გული დამწყდა რომ არ ვიყავი, მაგრამ რატომღაც ისე აეწყო, რომ არავინ მიბამდა მხარს წასვლაზე (ხათოს არ ვგულისხმობ   )..

ჰოდა, გორში რომ ჩავედი, რაღაც ხიდს აკეთებენ, შარშან ზაფხულს ღრუსების ტანკებმა რომ იარეს, მთლიანად დაზიანდა და ერთი წელია აკეთებენ, ჰოდა მაგის გამო ტელეფონის ხაზები დაზიანდა. სამი დღე უტელეფონოდ და უინტერნეტოდო გამოგვიცხადეს..

როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს, არ გამიპროტესტებია. კომპიუტერის გარეშეც ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს. ჯერ ერთი, როგორც იქნა დავასრულე ის დაუმთავრებელი მოთხრობა და აკრეფაც დავიწყე (მართალია, უზარმაზარი გამოდის, სადღაც 40 გვერდამდე, მაგრამ არ ვიმჩნევ), მერე ღამე ნორმალურად მეძინა და დილით წამოსვლა სულაც არ მინდოდა, მაგრამ ისევ 08.08.09..

იმედია, რამე გამოგვივა..

და კიდევ: ხვალ ყველაფერი კარგად იქნება..   

ვიღაცას შეიძლება ეს ტუFტად მოეჩვენოს, მაგრამ მე საოცრად მამშვიდებს ეს სიტყვები. სხვათაშორის, ამის შესახებ მანამ არ ვიცოდი, სანამ ერთ მშვენიერ დღეს ჩემი კლასელის - ჩიორას სტატუსზე არ აღმოვაჩინე ოდნოზე..

ჰო მართლა, ომის წლისთავთან დაკავშირებით მაგ საიტს მოვშლი!.. 

არ მინდა რამე მაკავშირებდეს ჩვენ რომ ვიცით იმასთან...       


3 comments:

mr.picasso said...

08.08.09 kide rame xdeba??????? imedia ara is rasac me vfqrob:(

Natalia said...

მეც ეს უნდა მეკითხა, ომი ხომ არ იწყება კიდევ? :სპყ:

vasasi said...

ააარა ბავშვებო, ომი არ იწყება.. :))

ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი იმედი მაქვს...

რაღაც აქციას ვაპირებთ და ვნახოთ..
ენაგადმოგდებულები დავრბივართ ვინმემ რომ მოგვხედოს.. :დ

თუ გამოვა გაიგებთ..

კი არა, გაგაგებინებთ აქციამდეც.. :))

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger