Thursday, July 30, 2009

..........!!!!........


მახსოვს..

რაც უფრო ახლოვდება 7 აგვისტო, მით უფრო მიმძაფრდება რუსოფობია..

მით უფრო ცივი გონებით აღვიქვამ ყველაფერს და ვაანალიზებ.

ვერ ვაპატიებ ვერასდროს რუსეთს..

მარტო იმას, რაც ჩემი თვალით ვნახე..

არ შეიძლება არ გახსოვდეს ერთი წლის წინანდელი მოვლენები..

მით უმეტეს, თუ ქართველობაზე პრეტენზიები გაქვს!.

რუსეთუმეებზე არ მაქვს ლაპრაკი!..   

სხვათაშორის, მომწონს ის, რასაც ქართული ტელევიზია აკეთებს..

არ ვიცი რისი ბრალია, კი არა, როგორ დავიბრალოთ მე და ჩემმა მეგობრებმა, მაგრამ ეს იდეაში გვქონდა და კომპეტენტურ პირებსაც გავუზიარეთ, მათ ვისაც ტელევიზიასთან უშუალო შეხება აქვს და ორი კვირის წინ ამგვარი სიუჟეტები იდეაში არ ჰქონდათ..

მიხარია რომ გამოჩნდა ყოველდღიური სიუჟეტები და ომის დაწვრილებითი აღწერა..

ეს აუცილებელია მოკლე ისტორიული მეხსიერების მქონე ხალხისთვის, რომ გაახსენდეთ რა ხდებოდა ერთი წლის წინ..

თუმცა ძალიან ბევრი დღემდე მზად არის საკუთარი ტყავის გადასარჩენად რუსეთს ჩაუვარდეს ფეხებში!..

ჰო რა, იქ ხომ არაფერი აკლდათ!..

37 მანეთად გადაფრიდნებოდნენ მოსკოვში რუსის ქალებთან და გადმოფრინდებოდნენ!.. 

ჰმ..

ძალიან ბევრს ხომ დღემდე ჰგონია, რომ ომი საქართველოს დაწყებულია..

არადა, რამდენი ხნის წინ დაიწყო, როგორ და ვის მიერ...

ამ შემთხვევაში პირველ ტყვიას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს..   

დღეს მარიტა ვნახე.

ყოველდღე ვნახულობ, მაგრამ მაინც..   

გაოგნებული და გაცოფებული იყო. 

კომაროვში ვიყავი, 30 წლის ტიპი შემხვდა და მიმტკიცებდა, რომ შარშანდელი ამბავი ჯერ ამერიკის, მერე საქართველოს და ბოლოს რუსეთის ბრალიაო..

რუსეთს ამართლებდაო..

ისეთი აღშფოთებული იყო, თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა!.

მერე ეჭვი შეეპარა, იქნებ მოსახლეობის უმეტესობა ასე ფიქრობსო..

და მე დამცეცხლა..

თუ ასეა, მართლა ყველაფრის ღირსები ვართ..

არ მესმის როგორ შეიძლება დაივიწყო ის, რაც შენს თვალწინ მოხდა..

ბატონობა და გავლენის სფეროები რომ არსებობს, ამას ყველა გრძნობს, ვისაც თავში არსებული მარგარინი ოდნავ მაინც აქვს შემთბარი..

აქ საუბარი ბატონობის ფორმებზეა..

საშინელი შეგრძნებაა ის, რომ საკუთარ ქვეყანაში ვიღაც შემოგეჭრება და გაძევებს და შენ არაფერი არ შეგიძლია..

მერე ეს ვიღაც შენს ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აცხადებს..

ცოტა ხანში კი ამბობს, ჩვენ ქართველების ძმები ვართ და რა გვაქვს გასაყოფიო..

და ამ დროს ქართველები კოლექტიურად მზად არიან წითელქუდასავით (ანეკდოტის წითელქუდას ვგულისხმობ)...

და კიდევ ის: ჩვენი ბიჭები ჩახოცეს!..

ჯერ ერთი, რა ბიჭები? 

ისინი პროფესიონალი ჯარისკაცები იყვნენ, პროფესიონალი მკვლელები, რომლებსაც მთელი წვრთნის პერიოდში იმას უნერგავენ, რომ სამშობლოს მცველები არიან და სიცოცხლის ფასად უნდა დაიცვან საკუთარი მიწა-წყალი!..

და მეორე, არავის არავინ ჩაუხოცია!.

ჩვენმა ჯარისკაცებმა გააკეთეს ის, რაც უნდა გაეკეთებინათ!..

ბევრმა მათგანმა მართლა საოცარი გმირობა ჩაიდინა და არამგონია, ვინმე ტლიკინა, ვინც სადღაც კახეთის სარდაფებში ემალებოდა ”საყვარელი” რუსების საჩუქრებს, მათზე დიდი გმირი იყოს!.

და ამათ რომ ჰკითხავ, წახვიდოდი ომში? 

პასუხი აქვთ: რა თქმა უნდა, არა!.

ნუ, რაღაზეა ლაპარაკი?! 

ძალიან კარგად მესმის ყველა დევნილის. რომ ვფიქრობდი, შეიძლება ვერასოდეს დავბრუნებულიყავი ჩემს სახლში, ვგიჟდებოდი!..

ეს მერე, თანდათან გავცნობიერე, მეორე, მესამე დღეს..

რომ მოვდიოდი ერთადერთი ის მახსოვს, აალებულ ქალაქს რომ ვტოვებდი, ბოღმა მახრჩობდა ვიღაც ნაბიჭვრების გამო რომ მივდიოდი და ისინი თავის ნებაზე რომ ითარეშებდნენ ჩემს სამფლობელოში..

ამას ვერ გაიგებს ის, ვისაც ეს განცდა არ ჰქონია.. 

მოკლედ, შარშან ლტოლვილობაში რომ ვიყავი, მოკლე ჩანაწერებს ვაკეთებდი, მერე ერთად შევკარი და პატარა მოგონება გამომივიდა..

ჰოდა, გადავწყვიტე დავდო ბლოგზე..


2 comments:

mr.picasso said...

გაიხარე აფსოლიტურად გეთანხმები. ბევრის მიხრჩობა მეც მინდება მსგავს რამეს რომ წამოროშავს ხოლმე. ნუ რას იზავ რა დალევს ეგეთებს უბრალოდ ბევრი ბლატაობის საშუალება არ უნდა მივცეთ და პირდაპირ ვუთხრათ რომ ლაჩრები მოღალატეები და ნუ პრინციპში მეძავის მენტალიტეტის მამაკაცები არიან. ნუ ზოგი დედაკაციც.

ბევრი რომ ისევ სსრკ–ში ცხოვრობს ეგეც ფაქტია.

მეც მეზიზღება ყოველგვარი რუსული მათ შორის არც პროდუქტებს ვყიდულობ რუსული წარმოების არც ბილაინის აბონენტი ვარ და ყოფით დონეზე მგონი ყველაზე სწორი პროტესტი ესაა ბევრი ისევ შუფუტინსკიზე ზრდის შვილებს წუხს რომ ამ ზაფხულს იურმალას ვერ უყურეს და სულაც არ ახსოვთ რა ხდებოდა გასულ ზაფხულს, მეც ვნახე რამდენიმე სიუჟეტი და ნამდვილად მომეწონა კარგი იდეააა.

Teo said...

დამბურძგლა...

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger