Tuesday, July 14, 2009

Dream

ჩვენ ყველას გვაქვს პატარა ოცნებები..

ზოგჯერ დიდებიც..

ეს ოცნებები ხშირად ცვალებადია, ხშირად მუდმივი..

და ოცნება მაშინვე კარგავს თავის არსს, როდესაც რეალობად იქცევა..

და მერე ამ რეალობის გახსენებით კი აღარ ცხოვრობ, არამედ, ახალ ოცნებას იგონებ (ანუ, ადამიანი ოცნებით ცხოვრობს?   )...

ეს ალბათ ჩაციკვლაზე უკეთესია..

რატომ მომინდა ამაზე დამეწერა..

ფორუმზე "The Beatles"-ის თემაში შევძვერი..

შევძვერი და ვიღაცას გახსენებია, პოლ მაკარტნი რომ შეიძლება ერევანს ეწვიოს..

ჰოდა, ვიკითხე, ერევანთან სავიზო რეჟიმი თუ გვაქვს-მეთქი და არაო..

ჰოდა..

იმედი გამიჩნდა..

რატომ, მეც არ ვიცი..

თუ ერთ წელიწადში ჩავა, სამსახური რომ დავიწყო ბილეთის ფულს ვერ მოვაგროვებ?

მთავარია მონდომებაო, თუ როგორ არის..

მაგრამ მთელი დღეა რატომღაც ატუტუცებული დავდივარ..

ვიცი რომ ეს შეიძლება არ გამოვიდეს, მაგრამ ძალიან, ძალიან მინდა ცხოვრებაში ერთხელ მაინც დავესწრო პოლის კონცერტს და ცოცხლად ვნახო..   

ყველაფერს მივცემდი ამისათვის...

ნახევარ, ორ მესამედ სიცოცხლეს..

რა ვიცი..   

იქნებ ვინმე მეცენატი გამოჩნდეს, წაიკითხოს ეს პოსტი, გული აუჩუყდეს და ჩემი დახმარების სურვილი გამოთქვას..   


9 comments:

Sophie Golden said...

მეც ხშირად "მეტუტუცება" ეგრე =)) გისურვებ მოხვდე მაკარტნის კონცერტზე very very very soon!!!

vasasi said...

დიდი მადლობა..

მეც ძალიან მინდა...

იმედი ბოლოს კვდებაო თუ როგორც არის.. :უსერ:

Natalia said...

რა ნაცნობი გრძნობაა ჩემთვისაც :))


მუშაობის გარეშეც რომ დაიწყო ფულის შეგროვება 1 წელში ვერ შეაგროვებ ვითომ?

ველოდები კონცერტის შემდგომ პოსტს 1 წლის შემდეგ : )

vasasi said...

ეჰ, არამგონია მუშაობის გარეშე მოვახერხო მაგდენი ფულის შეგროვება.. :(

ვნახოთ როგორ იქნება.. :)

ღმერთმა გისმინოს და ერთი წლის შემდეგ აუცილებლად შემოგთავაზებთ რეპორტაჟს მაკარტნის კონცერტიდან.. :))

თორნე said...

გისურვებ ოცნების ახდენას!

Dreamer Kikito said...

amdagvari ocneba arasodes mqonia, momgeralis tu msaxiobis naxvis survili ar gamchenia, da cota shorsaa chemgan es grdznoba magram rogorc ocneba mase mesmis sheni, da gisurveb asrulebas :)

embrioni said...

me viqnebi sheni mecenati da imeds mogcem ro rac ginda,aucileblad agisruldeba,mtavaria,zalian,zalian gindodes :)))))))))

faukclub said...

თავს ნაღდად ვერ დავდებ, მაგრამ "წონიანი" ხალხისგან გავიგე, რომ ოქტომბერში პოლი თბილისში აპირებს ჩამოსვლას, რომ არა შარშანდელი ომი 2008-ის სექტემბერში აპირებდა საქართველოში ჩამოფრენას და აქ ოფიციალური დვდ-ისთვის მასალების გადაღებას. იმედია ეს ტყუილი არ არის.

vasasi said...

მართლა?..
ვაიმე.. ;(

დამაფინანსეთ...

ან მასესხეთ ბილეთის ფული,... ;(

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger