Monday, August 31, 2009

ბოდვაი საკვირველი 2


არა, რამე კონკრეტულის დაწერას არ ვაპირებ..
უბრალოდ, მეწერინება და ვაგრძელებ პოსტების წერას ციკლიდან "ბოდვაი საკვირველი"..

ხანდახან ვფიქრობ, რომ მდიდარი ფანტაზია მაქვს. ვაკვირდები ყველას და ყველაფერს და მერე სიტუავციებს ვქმნი.

მახსოვს, ერთხელ მე და ხათომ რამდენი ვიბოდეთ ერთ კაცზე, რომელიც ერთ საღამოს, ჩვენ, ბოდიალს აყოლილებს სტატისტიკის დეპარტამენტთან შეგვხვდა, ხელში თეთრი ტიტები ეჭირა (მარტი ან აპრილი იყო) და კოსტუმი ეცვა.

ვიფიქრეთ, ვიმსჯელეთ თუ სად მიდიოდა და უამრავი შესაძლო ვარიანტიდან მხოლოდ ის დავასკვენით, რომ სჯობდა უკან გავყოლოდით და გავიგებდით სად მიდიოდა..

ყველაფერი გაინტერესებსო, მეუბნებიან ხოლმე ხშირად..
რა დასამალია და, ეს მართლაც ასეა, მაგრამ არც მთლად..
ასეთი იმიჯი შემიქმნეს და დროთა განმავლობაში ისე შევიჭერი ამ როლში, რომ უკან გამოსვლა მიჭირს..

მაგრამ გულს იმით ვიმშვიდებ, რომ ლეონარდო და ვინჩის ექვსი წესიდან, თუ როგორ უნდა გავხდეთ გადასარევები ერთს მაინც ვასრულებ, აი, ყველაფერი უნდა გაინტერესებდესო, იმას..

პ.ს. მოგვიანებით დავდებ ლეონარდოს ამ გამონათქვამს, ერთობ საინტერესოა..


ეს ფოტო, რომელიც აქ დავდე, ნეორეალიზმის ფილმებს მაგონებს..
უფრო სწორად, II მსოფლიო ომის შემდგომ იტალიას..
როდესაც იტალია მთლიანად განადგურებული იყო..
როდესაც არაფერი მოიპოვებოდა..
როდესაც იტალიელი კაცები გადაგვარდნენ..
და როდესაც იტალიელი ქალები საშოვარზე გამოვიდნენ..

მძიმე პერიოდი განვლო იტალიამ, ძალიან მძიმე, მაგრამ მოიშორა მუსოლინის კომპლექსი და ძალიან მალე კიდეც გახდა მაგარი ქვეყანა..
შეძლეს რა!..
რა მნიშვნელობა აქვს, ქალების თუ კაცების ხარჯზე..

და ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარნიკები არიან თავიდან ბოლომდე..

ისე, ამ პერიოდის იტალიური ფილმები ძალიან ძლიერია, ისევე, როგორც ომის შემდგომი გერმანული ლიტერატურა..

"ველოსიპედის გამტაცებელი" მიყვარს სიგიჟემდე, რამდენჯერმე მაქვს ნანახი ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში..

ჰოდა ეს ფოტო, რატომღაც ველოსიპედის გამტაცებლის სახლის ეზოს მაგონებს..
მამა და შვილი რომ მივლენ ველოსიპედის დასაბრუნებლად და ის ბიჭი რომ ავად დახვდებათ..
მერე ამგვარ ეზოში შეემთხვევათ ინციდენტი..

ახლა ისეთ ხასიათზე დავდექი, გადმოვიწერ ამ ფილმს და კიდევ ერთხელ დავტკბები!..

ეს იყო ვითომ რაც უნდა მებოდა?..

მთლად ასეც არაა..

ბევრი რამ მაწვება ხოლმე სათქმელად, ერთდროულად ბევრ რამეზე ვფიქრობ და, სამწუხაროა, ყველა ჩემს აზრსაც ერთდროულად რომ ვერ გადმოვცემ..

ეს არის რა...

მეტი რომ დავწერო, ნამეტანი მომივა..

პ.პ.ს ისა...

ინკებზე პოსტს ვამზადებ და სანამ ზღვაზე წავალ, მანამდე შემოგთავაზებთ ალბათ, თავი უნდა ვაიძულო რომ დავჯდე საწერად...

ისე, გადავწყვიტე, სხვა ამგვარ თემებზეც შემოგთავაზოთ ხოლმე პოსტები..
ბერძნული ანტიკის გარდა, ალბათ, ყველაფერს შევეხები.
არ მიყვარს ბერძნული ცივილიზაცია..
ალბათ, იმიტომ, რომ ათასჯერ არის გადაღეჭილი და მის შესახებ ისედაც ყველამ ყველაფერი იცის..

მოკლედ, დაელოდეთ ინკებს და მერე კიდევ უფრო მაგარ რაღაცებს..

ჰხო..
საოცარია და, მიყვარხართ ყველანი...

რაღაცნაირად, მაგრამ მაინც..

1 comments:

Natalia said...

შენი სიყვარული ვიგრძენი იტალიის მიმართ :)

და პოსტიც მომეწონა კიდევ ;)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger