Sunday, August 2, 2009

უპს!..

მთაში მინდა ძალიან..

ხევსურეთში..   


მთა ჩემი სტიქიაა...  

ჰხოდა...

როდესმე წავალ ალბათ..

მთელი დღე ვიბოდიალებ..

მთებით დავტკბები..

სუნთქვა შემეკვრება მათ შემხედვარეს..

მუხლებს გადავიტყავებ კლდეებზე ძრომიალით..

ვიცხოვრებ გომურში..

ვმწყემსავ ძროხებს..

ვჭამ ყველს..

რძესაც დავლევ, მიუხედავად იმისა, რომ ატანა არ მაქვს..

შარშანდელ ჭუჭყიან თოვლში ვირბენ, ხეობას შორის რომ იქნება ჩაწოლილი..

მწვანე ბალახზე წამოვწვები და ამინდის უეცარ ცვალებადობას დავაკვირდები ცაზე...

წვიმაში ვირბენ..

გავცივდები...

მიწას დავკოცნი...

მოვუსმენ გელა დაიაურის სიმღერებს..


და სამუდამოდ იქ გადავცხოვრდები..

მთაში..

ოღონდ თიანეთში..

სისხლი მარტო იქ მიყივის..

ანანურიდან მლეთამდე!...

მთა მინდა...

მთა...  


როდესმე მოგაკითხავ..   

4 comments:

Teo said...

ამ პოსტით ჩემს სუსტ წერტილს შეეხე, ვგიჟდები მთაზე(ზღვაზეც, მაგრამ მთაზე სხვანაირად)რაც თავი მახსოვს ცემი ოცნება იყო ყაზბეგის, ხევსურეთის, სხვანეთის და რაწის ნახვა. ყაზბეგტან დაკავშირებული ოცნება ავისრულე ერთი თვის წინ, უბრალოდ საფუძვლიანად ვერ დავათვალიერეთ, ძალიან მოუმზადებლები წავედით და ვერც მოვასწარით, მაგრამ შთაბეჭდილებები იმდენად მძაფრი და საოცარი იყო, რომ მტელი ცხოვრება გამყვება. დანარჩენი სამი კუთხე რომ ვერ ვნახე ძალიან მწყდება გული, მაგრამ იმედი მაქვს ოდესმე მოვახერხებ.
პ.ს.ძალიან გულ მისავალი პოსტები გაქვს, უფრო სწრედ თემებს არჩევ ძაან კარგად

vasasi said...

გმადლობ, თეო.. :)))

nino said...

გესმის?! არ მოვკვდები, არა,
არც შენ განაცვალებ თავს,
გადავალ ქსანსა და არაგვს,
სანთლით ამოვირჩევ ქმარს...
მთელ ფშავ-ხევსურეთში ცნობილს
სხვისგან წყენა რომ არ ახსოვს,
დავტოვებ ქალაქელ დობილთ
და დავესახლები არხოტს...
ისე გავაკვირვებ სოფელს,
საჩვენო ქალ არსო, – თქვას,
გავიჩენ ცხვრებსა და ძროხებს,
ვისწავლი ქსოვას და რთვას...
დილაბნელს არაგვზე ჩავალ,
მოვიტან წყვილ კოკა წყალს,
ქმარს გზას დავულოცავ სავალს,
საძოვრად გავრეკავ ცხვარს...
ძროხებს გავაყოლებ ნახირს,
გავიგებ უმი რძის სუნს,
ჭრელ წინდებს დავუქსოვ ბალღებს,
არცერთსაც არ დავწყვეტ გულს...
საღამოს სახინკლეს მოვზელ,
მოვწველი ძროხას და ცხვარს;
მერე სათიბიდან მოსულს
სასთუმალს დავუგებ ქმარს...
ბუხარში მოვხარშავ ხინკალს,
ის მომთხოვს შინაურ ლუდს,
მივშლი იქვე ცეცხლის პირას,
ბავშვების სასთუმალს ხუთს...
ჩვენ დავლევთ ნახევარ ლიტრას
და არ დავნებდებით ძილს,
ის მეტყვის ორიოდ სიტყვას
ძალიან ნაზსა და თბილს...
მე ის მეყვარება, ვიცი,
არ დავემდურები ბედს,
ჩემი შეშურდება ყველას,
ყველას-შენი ცოლის მეტს...


აჰა შენ მომავლის გეგმა :) :* :*

Dreamer Kikito said...

au gushin giwerdi komenataars da uceb interneeti gaitishaa da exla gamaxsendaa ro ar damiweriaa :D:D
dzaan miyvaars mtaa, vgijdeebi, zgvaas bevraad mirchevniaa, tan ra ulamazesi adgilebi gvaqcs saqartveloshi, xalxi natrobs amis naxvaas da chven kide aqve vart, dzalian minda viaro da vatvaliero da bevri suratebi vigoo eget adgvilebshii :bis:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger