Monday, August 3, 2009

აღიარება


ლაპარაკს რომ ვიწყებ ხოლმე, მარიტა სულ მეუბნება, სხვა პროფესია უნდა აგერჩია, შეცდიო, მე კიდევ არ ვაღიარებ..

დღესაც იგივე გამეორდა, ლობიანები რომ ვჭამეთ და სკეიტერებს რომ ვუყურეთ ყბაჩამოვარდნილებმა..

მე ვუმტკიცებდი, გამსახურდიაზე რომ ვმუშაობდი და ”ეროვნულ მოძრაობაზე” როგორ მაინტერესებდა არ გახსოვს_მეთქი?  

და კიდევ, არ მეზარება სირბილი-მეთქი და...

მერე ვერ ხვდები ეგ ყველაფერი რომ გამომძიებლის საქმეაო?.

ჰხოდა, ჩამოვყარე ყურები..

ისა..

განა ვერ ვხვდებოდი აქამდეც..

პირველ კურსზევე მივხვდი, მაგრამ დღემდე არ ვუტყდები საკუთარ თავს რომ საკუთარი სიჯიუტის გამო შეიძლება მოწოდებაზე უარი განვაცხადე და წუთიერ ახირებას ავყევი...  

დღეს დავფიქრდი და, თავიდან ხომ არ ჩამებარებინა_მეთქი.. მარადმწვანე სტუდენტობის პერსპექტივა მხიბლავს..  

მაგრამ გამახსენდა, როგორ მეჩიჩინებოდა მამაჩემი და მიმტკიცებდა, რომ იურიდიულზე ჩამებარებინა..

ბოლო წუთამდე როგორ ეგონა ბიძაჩემსაც რომ იურიდიულზე მოვეწყე და უხაროდა და რომ გაიგო ჩემი მომავალი პროფესიის ამბავი, როგორ ეწყინა..

და ახლა როგორ გინდა გამოვტყდე, რომ იურიდიულზე ვაპირებ ჩაბარებას?..

კი არა,  რომ გამახსენდა აბიტურიენტობის ”ბედნიერი ერთი წელი” მგონია, გადავიფიქრებ..   

სწორედ იმ წლის შემდეგ დამეწყო სერიოზული გარღვევები მეხსიერებაში..

ყველაფერი მავიწყდება..

არადა, რა საოცარი მეხსიერება მქონდა..   

ჰოდა, არ ვიცი რას ვიზამ..

თან მეზარება.. 

თან მინდა..

თან არ ვიცი საერთოდ რა მინდა ცხოვრებაში..

ან მინდა კი რამე?.

ჰოდა, ვინმემ მიჯიკეთ რაა..   

P.S. უი, ახლა გამახსენდა: ხომ არსებობს ასეთი ჟანრი: ჟურნალისტური გამოძიება!..

ევრიკაააააა!!!!!           


6 comments:

Natalia said...

მე იმდენად დაღლილი ვარ სწავლით [ხანგრძლივობით], რომ არც კი ვიცი რა გირჩიო.

თუ დარწმუნებული ხარ რომ იურიდიული უფრო გინდა, ვიდრე ჟურნალისტიკა, მაშინ ჩააბარე :))

Dreamer Kikito said...

modi gijikeeb :D:D:D
daamtavre erti , chabare meoreze, xo ici swavla savla da kidev ertxel swavlao gvitxra chvenma bidzia leninmaa da ar iyo uchkou kaci eg :D

თორნე said...

რთულია ასეთ ''გაურკვეველობაში''ყოფნა.
მე ერონული გამოცდების შედეგად ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე მოვხვდი,მაგრამ მე სოციალურ-პოლიტიკურზე მინდოდა...ეხლა ჩატარდა მობილური გამოცდა,რომელიც საკმაოდ წარმატებით ჩავაბარე და იმ სამ ''ბედნიერ''ადამიანში მოვხვდი(სამი ადგილი იყო ჟურნალისტიკურზე),ვინც ჟურნალისტიკურზე ჩაირიცხა...ბავშვობიდან ჟურნალისტობა მინდოდა...მიყვარს საგამოძიებო ჟურნალისტიკა...

Sophie Golden said...

კი, ჟურნალისტიკაზე ასწავლიან, ჟურნალისტურ გამოძიებას, რომელმაც მე დიდად არ მიმიზიდა, არ ვიცი. ალბათ ჩემი საქმე არაა. მარადმწვანე სტუდენტობა კარგია რაღაც მომენტში ;) სიბერემდე სწავლისააო, უთქვამთ =)) რასაც გულით მოინდომებ, გამოგივა, მჯერა!

nino said...

mec mteli cxovreba mindoda chabareba iuridiulze, mara saxlshi isao, jer csb chacere bezdelniki xar da mainc ver moxvdebio, xoda chavcere meore iuridiuli da mivxvdi csb-shi, xoda exla vfiqrob idev axlidan chabarebas mara abiturientoba ro maxsendeba meketeba mere... xoda gvijiket modit :D

vasasi said...

nino: wamo mere, momaval wels ertad chavabarot.. :boli:

sami sagani bardeba, meti ara...

:))

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger