Tuesday, August 4, 2009

ცოტა რამ თანამედროვე ზღაპარზე


რა დასამალია, რომ ბავშვობაში სულ მაინტერესებდა ჯადოქართა სამყარო. ჰოდა, წარმოიდგინეთ ჩემი ბედნიერება, როდესაც გავიგე, რომ ვიღაც კეთილმა ინგლისელმა დეიდამ ”ჰარი პოტერი” დაწერა..

ზუსტად არ მახსოვს, ალბათ თორმეტი წლის ვიქნებოდი პირველი ნაწილი რომ წავიკითხე (მეტი არ იყო ნათარგმნი) და გავრეკე.. 

მერე ფილმი ვნახე და მოკლედ, ერთ ამბებში ვიყავი.

მეორე ნაწილი ორი წლის შემდეგ აღმოვაჩინე ძმაკაცის მწირ ბიბლიოთეკაში და წავიკითხე. ისე ძალიან აღარ მომეწონა. მერე მესამეც წავიკითხე იმ პერიოდში..

მაგრამ აშკარად გავლილი მქონდა პოტერომანია.

ერთი კვირის წინ კი, მიუხედავად ჩემი სოლიდური ასაკისა, გადავწყვიტე, ყველა ტომის წაკითხვა. რა თქმა უნდა, თავიდან არ დამიწყია.. სადღაც, ათ დღეში ოთხივე ტომი ჩავამთავრე..

რაც შეეხება შინაარსს..

არ ვიცი საიდან დავიწყო კი არა, შუა კითხვის დროს დავასკვენი, რომ ”ჰარი პოტერი” ბოროტი ზღაპარია.. იაპონურ მულტფილმთან გამიჩნდა ასოციაცია.  ზღაპრიდან ბევრი სიცივე და უარყოფითი მუხტი მოდის. 10_12 წლამდე ბავშვს ეს წიგნი არ უნდა წააკითხო, იმდენად მძიმე ენერგეტიკა აქვს..

თან საქმე იმაშია, რომ რაც უფრო იზრდება პოტერი, მით უფრო ბოროტი და მძიმე ხდება სიუჟეტი.. კითხვის პარალელურად ვფიქრობდი და აზრი მომივიდა: ”ჰარი პოტერის” კითხვა ბავშვმა ჰარის ასაკის მიხედვით უნდა დაიწყოს და განაგრძოს..

ანუ,  პირველი ნაწილი 11 წლის ასაკში,  ”სიკვდილის საჩუქრების” წაკითხვა კი 17 წლისას მოუწევს..   

იმის თქმა მინდოდა, რომ აღნიშნულმა წიგნმა, მიუხედავად თავისი შინაარსისა, სულაც არ დამიტოვა საბავშვოს შთაბეჭდილება. თუმცა, შეიძლება თაობა იცვლება და ახლა სხვა მოთხოვნილებებია, მაგრამ ამ მოთხოვნილებებსაც ხომ უფროსები უჩენენ მათ?

ერთი შეხედვით აშკარად ”ჩიპოლინოსა” და ”კარლსონის” გადმოსახედიდან ვმსჯელობ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ზღაპრები გაცილებით ჰუმანურია.

მეორემხრივ, სიმართლე რომ ვთქვა, აღფრთოვანებული ვარ როულინგის - როგორც მწერლის ფანტაზიითა და წერის სტილით. თავის დროზე ზუსტად გაარტყა  და გაუმართლა კიდეც.. გარდა ამისა, სწორად მოიქცა რომ დაამთავრა და არ გააგრძელა უსაშველოდ, თუმცა აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ”ფილოსოფიური ქვა” ყველა დანარჩენზე საინტერესოა..

კიდევ: ”ჰაარი პოტერი” ძალიან ჰგავს თანამედროვე მწერლობის სტილს: წერო რაც შეიძლება დაუჯერებელი და აბსტრაქციული, მაგრამ ისე, რომ მკითხველი მოგყვეს. მაგრამ ეს ხომ არ არის ბავშვებისთვის გათვლილი!.. 

მოკლედ, არეული პოსტი გამომივიდა.. დასკვნის სახით დავწერდი, რომ ”ჰარი პოტერი” - ეს არის ზღაპარი ტინეიჯერებისათვის..   

P.S. ფოტოებს რომ ვეძებდი, ასეთ ფოტოს წავაწყდი: 

სამივენი არიან გამოსახული, ჰარი, რონი და ჰერმიონი..

რონის როლის შემსრულებელი რა მაგარი ტიპია!..

არ მეგონა აშკარად.. 

სამწუხაროდ, არც სახელი ვიცი მისი და არც გვარი..  


4 comments:

faukclub said...

პოტერი კი არა მთელი სამყარო "ბოროტი" გახდა ნელ-ნელა. მულტფილმები აიღე. სადღაა "ბემბის", "კონკიასა" ან "არიელის" მსგავსი კეთილი ზღაპრები? (პიქსარის მულტფილმებს არ ვთვლი)"კუნგ ფუ პანდამ", "ზვიგენების ისტორიამ" და "ტყის საძმომ" შეცვალეს ისინი.
პოტერი 11 წლისამ წავიკიტხე პირველად და ისე მომიწია, რომ მასთან ერთად გავიზარდე თითქმის(წიგნებში ასაკვს ვგულისხმობ). გეთანხმები, რომ ნელ-ნელა ბნელი და პირქუში ხდება სამყარო როულინგის წიგნებში, ცუდი და ბოროტი გაცილებით მეტი ხდება წიგნში ვიდრე კარგი და ყველაფერი ის რაც ფასეული უნდა იყოს ბავშვისთვის დაკარგულია ამ ნაწარმოებში. შურისძიებისა და "მე ვოლდემორს მოვკლავის" მეტი არაფერია ბოლო ნაწილებში.

Sweet Baby Girl said...

Rupert Grint


:)

თორნე said...

ერთხელ მაქვს ნანახი ფილმი,მაგრამ დიდი სურვილი არ მაქვს მისი კიდევ ნახვის და წიგნის წაკითხვის მითუმეტეს!ჩემი აზრით ეს წიგნი თითქოს ''ბოროტსა და კეთილს''შორის ბრძოლას ასახავს,მაგრამ რეალურად ბოროტებას ბოროტებით ვერ დაამარცხებ!ზღაპარი კი არა როულინგის ''ბოროტი წარმოსახვის''ნაყოფია,რომელიც ცდილობს ბავშვებს გონება დაუმახინჯოს.არცერთ ასაკში არ ვურჩევ არავის ეს წიგნი წაიკითხოს!

Natalia said...

ეჰ, ამას ვჩივი მეც რაც faukclub-მა თქვა. ეხლანდელ მულტფილმებს ვერ ვუყურებ, რადიკალურად განსხვავდება ძველებისგან.

ჰარი პოტერს რაც შეეხება, მხოლოდ პირველი ნაწილი მინახავს/წამიკითავს და მერე რა ხდება უკვე არ ვიცი.. :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger