Saturday, August 15, 2009

:უსერ:


არ მიყვარს დედა რომ სახლში არ არის... 

არ მიყვარს..

ასე მგონია, სიცარიელეა სახლში..

მიტოვებულად და დაუცველად ვგრძნობ თავს..

საჭმელსაც კი არ ვჭამ ერთგული ძაღლივით..

არა, კი შემიძლია რამე შევწვა, მაგრამ დედაჩემის გაკეთებული რომ არ არის, უგემურია და არ ჩამდის ამ  ოხერ ყელში..   

ვერ ვიტან მორიგე როცაა...

აი, გუშინაც მთელი დღე და ღამე ველოდე სანამ მოვიდოდა.. 

მოვიდა და შვებით ამოვისუნთქე, მაგრამ რად გინდა?

მოვიდა და წავიდა..

წავიდა მთელი ორი დღით...

რომ გავიგე მიდიოდა, ცხვირი ჩამოვუშვი..

მკითხა რა მოგივიდაო, მაგრამ ვერ ვუთხარი რატომაც ვიყავი ცხვირჩამოშვებული..

მეშინია თან..

ამდენი ავარია და უბედურება ხდება..   

დედამაც თქვა, გამოძახებაზე ვიყავი, საშინელი ავარია იყო, სამი ბიჭი იყო მკვდარიო..

და 12 წლის ბავშვიო..

და დავიგრუზე..

დედა მინდა..

ოო..

ვერ ვიტან დედა რომ არ არის სახლში..

ვერ ვიტან!..           


5 comments:

Tomushka said...

რამდენი წლის ხარ? :D :D

vasasi said...

20..

:user:

Tomushka said...

mere, ar jobia ramis momzadeba iscavlo da deda samsaxuridan darlili rom mova daaaxvedro xolme :)
warmogidgenia rogor gaexardeba :)

vasasi said...

ara, arc egrea saqme..

vici gaketeba rogor ara..

ubralod, is ar miyvars saxlSi rom ar aris..

egoisti var sashineli.. :user:

utvino said...

სულ დედასთან ხომ ვერ იცხოვრებ ...

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger