Thursday, August 20, 2009

ბავშვობაში მეგონა, რომ...

სანამ პოსტის წერას დავიწყებდე მანამდე პატარა მე..

რა დასამალია და, ამ პოსტის დაწერას არ ვაპირებდი, სევდას და გიოს ბლოგს რომ არ დავეტაგე..
ჰხოდა, რადგან დამტაგეს, უნდა დავწერო..
ესეც ჩემი ბავშვობის მოგონებანი:

1) ბავშვობაში მეგონა, რომ ჩამოსასხმელი ნაყინის ვაფლი ქაღალდი იყო და ყოველთვის ვაგდებდი;

2) ბავშვობაში მეგონა, რომ მაღაზიის გამყიდველებს შეეძლოთ შეეჭამათ მთელი ტკბილეული, რასაც ყიდიდნენ და საშინლად მშურდა მათი;

3) რომ ვაცემინებდი და მეუბნებოდნენ, ჭერში აუხედე, ნათლიაშენიაო, სულ მეგონა, რომ ნათლიაჩემი მართლა ჭერში იჯდა და ვეხვეწებოდი, ჩამოდი-მეთქი, ის კი ჩემს ხვეწნაზე ენას მიყოფდა და მემალებოდა..

4) მეგონა, რომ წამყვანები, რომლებიც ტელევიზორში ჩანდნენ, ყუთში ისხდნენ, სულ მიკვირდა, ამხელები აქ როგორ ეტევიან_მეთქი და ნერვები მეშლებოდა, როცა ტელევიზორში ვიხედებოდი უკნიდან და მარტო მავთულებს ვხედავდი..

5) ბავშვობაში მეგონა, რომ ბასტი და ბუბუ ცოცხლები იყვნენ და სულ ვნატრობდი, ერთად გვეცხოვრა.. საშინლად მშურდა იმ გოგოების, მათთან ერთად რომ მიჰყავდათ საბავშვო გადაცემა;

6) ბავშვობაში მეგონა, რომ ჯიხურში მიყიდეს, სადაც ნაირ_ნაირი, ცელოფნებში ჩადებული ბავშვები იყვნენ გამოკიდებულები, მშობლები მიდიოდნენ და არჩევდნენ;

7) მეგონა, რომ ძალიან ლამაზი ვიყავი და უფრო გავლამაზდებოდი თუ დედაჩემის პარფიუმერიაში ამოვიგანგლებოდი და დედას ნერვებს ვუშლიდი..

8) ოთხ-ხუთ წლამდე, სანამ კითხვას ვისწავლიდი, მეგონა რომ ყველა ლამაზყდიან წიგნში საინტერესო და ძალიან მაგარი ზღაპრები ეწერა.. კითხვა რომ ვისწავლე და ლამაზყდიან წიგნებს ჩავხედე, ზოგი ბიოლოგია აღმოჩნდა, ზოგი ქიმია და ზოგი ფიზიკა.. ჰოდა, საშინლად დამწყდა გული..

9) ბავშვობაში მეგონა, რომ ცხოველები ლაპარაკობდნენ, მელია კი ისეთი ლამაზი, ფუმფულა და საყვარელი იყო, როგორც ზღაპრების წიგნში ეხატა.. მახსოვს, ნამდვილი მელა მოგვიანებით ვნახე და გული დამწყდა ისეთი ლამაზი რომ არ აღმოჩნდა, როგორიც მეგონა;

10) მეგონა, რომ დედოფალები გონებაჩლუნგი ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი და ნერვები მეშლებოდა მე რომ მქონდა.. თან ვბრაზდებოდი, ამხელები არიან და თავისით რომ გაინძრნენ და იარონ, ეგეც ეზარებათ-მეთქი.. არასოდეს ვთამაშობდი დედოფალებით, თუ გართობა მომინდებოდა, ხელ_ფეხს ვაცლიდი და სასაფლაოზე "შავლეგოს" სიმღერით მივასვენებდი..  

11) საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მეგონა, რომ ნათარგმნი წიგნები ქართველების მიერ იყო დაწერილი და მიკვირდა, რატომ არ ერქვათ ქართველებს ემილი, მაიკლი, ჯეინი, ბოსე, ლასე..

12) მეგონა, რომ კარლსონი მართლა ცხოვრობდა სახურავზე, თან ჩემს ქალაქში და ქუჩაში სიარულის დროს სულ მაღლა ვიყურებოდი და ვეძებდი..


P.S. ჰო, აი სულ ეს იყო რაც უცებ გამახსენდა.. ამას წინათ მამამ სხვენიდან რაღაცები ჩამოიტანა და რომ გავქექე, ჩემი ბავშვობის სათამაშოები აღმოვაჩინე..

ისეთ სენტიმენტალურ ხასიათზე დავდექი, კინაღამ შემომატირდა..

მართლა მაგარია ბავშვობა..


ასთრე...
თამაში გრძელდება და ვტაგავ SYNNY სოფის, გოჩას და ბაზილიოს..

9 comments:

mr.picasso said...

გოჩას ანუ მე????? მადლობა მინდოდა რომ დამეწერა :)

vasasi said...

ჰო, შენ, შენ.. :)))


აბა მიდი, გელოდებით.. :))

mr.picasso said...

გაიხარე ეხლა ფოტოს ვარჩევ და გამოვაცხობ რამდენიმე საათში ამ პოსტს

Tomushka said...

მიყვარს ეს მეგონა პოსტები. რა ფანტაზია გვქონიააა :)

Dreamer Kikito said...

ise mec dagtagee :user:

vasasi said...

Dreamer Kikito said... არადა, არ მინახავს, თამო რომ ეწერა, მეგონა სხვა იყო.. :დ

თორემ ასევე პატიოსნად დავწერდი, როგორც ახლა.. :*

Kate said...

ჰაჰააააა, მეც დღეს დავდე.

მაგარია.
ბასტი ბუბუ მეც ნამდვილი მეგონა.

piglii said...

ჰა ჰა ჰა )) ბავშვობაში მეგონა, ტელევიზორში ღამ ღამობით ძვრებოდნენ მსახიობები და დღისთ გადაცემებს გვახვედრებდნენ :დდ

geoaria said...

:)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger