Friday, August 21, 2009

ნერვჩაქცევა................................

ძნელია, როდესაც ადამიანები აგრესიით გპასუხობენ მაშინ, როდესაც შენგან მხოლოდ კეთილგანწყობა მოდის და აგრესიაზე საერთოდ არ ფიქრობ...
ძნელია, როდესაც ყველა შენს წინადადებას დამცინავ კომენტარებს უკეთებენ და შენ ვალდებული ხარ ხმა არ ამოიღო, თორემ აგრესიაში დაგადანაშაულებენ...
ძნელია, როდესაც სთავაზობ ორმხრივ მდუმარებას, ერთმანეთის არშემჩნევის პრინციპით და მეორე მხარე არ იღებს ამ შემოთავაზებას..
ასეთი რაღაცები განსაკუთრებით ძნელია მაშინ, როდესაც ამგვარად შენთვის ძალიან ახლობელი ადამიანი იქცევა....
სულიერად ახლობელი არა..
სისხლიერად ახლობელი...
თან ძალიან...

კიდევ ის არის ძნელი, რომ ცხოვრება მართლა სავსეა ვალდებულებებით და არა სურვილებით...
და ამ ვალდებულებების ფარგლებში ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა გიწევს, რომელთანაც საერთოდ ურთიერთობას არ გააბამდი..
სულიერი დისკომფორტის გამო...

ადრე ხანდახან, ახლა კი სულ უფრო მეტად ვფიქრობ ხოლმე, რა მოხდებოდა, რომ მის გარდა კიდევ ერთი და ან ძმა მყოლოდა?!


1 comments:

Dreamer Kikito said...

ROGOR MINDODA YOVELTVIS DA AN DZMA MYOLODA VER WARMOIDGEN, EXLAC KI DZALIAN MINDA :(
SHEIDZLEBA RAGAC GAUGEBROBEBI IKOS MAGRAM DEDMAMISHVILS ARAFERI JOBIA :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger