Wednesday, August 26, 2009

ჰუმანური პოსტი


არ ვიცი რა დავწერო, შემოქმედებით კრიზისი მაქვს..

ამ ბოლო პერიოდში, ძალიან ცოტა დროს ვატარებ კომპიუტერთან, ვერც წიგნს ვუდებ გულს, მოკლედ, ერთობ ქართველურ-მცონარულ სიტუაციაში ვარ..

ამ სიკეთესთან ერთად, თერთმეტ საათზე უკვე მეცხრამეტე სიზმარს ვხედავ, რომლებიც, ძირითადად, კოშმარულია და, რა თქმა უნდა, შავ-თეთრი. ფერადის სიზმარი (პირველად და უკანასკნელად) სკოლამდელ ასაკში ვნახე და, მიუხედავად იმისა, რომ კოშმარული იყო, დღემდე მახსოვს, ალბათ, ფერადოვნების გამო..

მოკლედ, დასვენება მინდა.
გუშინ, თორმეტის ნახევარი იყო, ეკამ რომ მომწერა და დამიფრთხო მერაღაცემდენე კოშმარი, სასწრაფოდ სკაიპში შემოდი, საქმე მაქვსო..

მეთქი, რა სკაიპი, მესიჯს რომ ვკითხულობ, ეგეც დიდი საგმირო საქმეა ჩემგან..

ჰოდა, მესიჯებით მოვაგვარეთ საკითხი.
ათი სექტემბრისთვის ჩვენ სამნი მივცახცახებთ ბათუმში ნინუჩასთან..


დავისვენებ და გავერთობი ცოტას..

მართვის მოწმობის ამბავი გაურკვეველი ვადით გადაიდო, ასე შემრჩა ათასრამდენიღაცა ბილეთი და ერთი კვირა მაგათ სწავლაზე დათხეული ტვინი, მაგრამ ეს არაფერი, გადავიტან როგორმე..

წავალ ახლა მე, მოხარშული მაისით (ასე ეძახდნენ აცტეკები და მაიას ტომი სიმინდს) ამოვსკდები და რა ვიცი, მერე რამეს გავაფუჭებ..

6 comments:

Natalia said...

მეც მინდა ბათუმი და მოხარშული სიმინდი..


პ.ს გორში ვიყავი ის 5 დღე რომ ვისვენებდი, სხვათაშორის ;)

vasasi said...

:D :D :D

გორში იყავი თუ გორის რაიონში?.

გორში დასვენებისა რა მოგახსენო, ვერაფერი ადგილია დასასვენებლად.. ;)

Dreamer Kikito said...

batumiii ra magariaaa, menatrebaa zgvaa saswaulaad :))
kai dro gaatare da exla tavsac nu mogavanatreeb :*

mr.picasso said...

wow ბათუმი ძალიან მაგარია აბა კარგად დაისვენე და მერე აუცილებლად ნახავ ფერად სიზმრებს. ისე მე შავ თეთრი სიზმარი ვერ წარმომიდგენია არასდროს მინახავს:)

faukclub said...

შავ-თეთრი სიზმრები?! მე ყოველთვის ფერადს ვხედავ მემგონი, არასოდეს დავკვირვებივარ, მაგრამ ეხლა რომ ვიხსენებ აშკარად მახსენდება მწვანე, წითელი და ლურჯი.

Natalia said...

გორის რაიონში ვიყავი და გორშიც გამოვიარე :)) ციხეზე ვიყავი ასული :D

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger