Wednesday, August 12, 2009

Live


მოკლედ, გუშინ ვბოდიალობდი youtube-ზე და ეს სიმღერა შემომეფეთა..
რა დასამალია, რომ ძალიან, ძალიან მომეწონა..  
მერე ამ ბიჭს დავაკვირდი, რაღაც ნაცნობი სახე აქვს_მეთქი და გვერდით რომ შევხედე მსგავს ვიდეოებს, აღმოვაჩინე რომ ეს ბიჭი "ჰარი პოტერის" დრაკო მალფოი ყოფილა და უფრო გავოცდი..
კარგად მღერის..
არ ვიცი ეს სიმღერა მისია თუ არა და თუ ეს სიმღერა მისია, საღოლ..
როგორც მომღერალს, ჩემი სახით ერთი ფანი შეემატება..
ამომაჩემდა და მთელი ორი დღეა ამას ვუსმენ და ვმღერი..  
სხვა რაღაცებიც არის ამ ბიჭის შესრულებით და არც ისინია ცუდები...
ისე, არც ეს ბიჭი არ არის ცუდი ტიპი..
მის სამსახიობო კარიერას რაც შეეხება, ჯერ კიდევ  ადრე მქონდა ნანახი  "ჰარი პოტერის" პირველი ფილმი და ცუდად არ თამაშობდა. თან, როგორც წესი,   უარყოფითი გმირის როლის შესრულება ზრდასრული მსახიობისთვისაც გაცილებით რთულია, ვიდრე დადებითის, არათუ ბავშვისთვის..
გუშინ კი, წიგნიდან გამომდინარე (ერთი კვირის წინ დავიწყე და დავამთავრე როულინგის წიგნების კითხვა) დანარჩენი ფილმები ვნახე პოტერზე და ძლიერი მსახიობია..
ამ ბიჭზე კიდევ ის ვიცი, რომ სამომავლოდ ჯეიმს ბონდის როლს უწინასწარმეტყველებენ..
ამაზე რამდენიმე 5-6 წლის წინ წავიკითხე რომელიღაც გაზეთში და გამიკვირდა რატომ-მეთქი..
პოტერის მრავალსერიანი ფილმის ნახვის შემდეგ კი აღარ გამკვირვებია..  
მოკლედ, კარგი ტიპია..
სიმღერები მომეწონა მაგრად..
მერე რა რომ ქერაა, ახლა,  თითო ნაკლი ყველას გვაქვს..  

6 comments:

Dreamer Kikito said...

kai tipia :P
kargad mgeris :P
magram kinoshi ise uaryopit emociebs iwvevda :D:D:D
gamikvirda ar megona tu simgera exerxeboda :D

vasasi said...

გეთანხმები..

მეც ყბა ჩამომვარდა მსგავს ვიდეოებში რომ აღმოვაჩინე ვინც იყო..


:დ

თათია said...

mikvars Tom Feltoni.
am simgeraze piri davage. kochag.
exla ufro metad mikvars :DD

Roisin said...

უი არ ვიცოდი თუ მღეროდა)) ისე კაი ტიპია))

Sophie Golden said...

მერე რა, რომ ქერაა? მე ქერა ბიჭების ფანი ვარ, შემიხვიეთ ერთი-ორი ქერა, ფლიზ!

Sunny said...

ძალიან საყვარელია.. ადრე პატივს არ ვცემდი და არც ვაღიარებდი ამ მსახიობს , მიუხედავად იმისა რომ ჰარი პოტერში ნანახი მყავს.. იმდენად უარყოფით ემოციებს იწვევდა (რაც უდაოდ საამაყოა მისთვის, რადგან ძალიან რეალურად ასრულებს როლს) მისი ნიჭი აინუნშიც არ ჩამიგდია... :) დღეიდან გაფასებ დრაკო :P

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger