Thursday, August 27, 2009

R.I.P




ძალიან მაგრად დამწყდა გული..
ყოველთვის პატივს ვცემდი...
მისი ისტორია ვიცოდი..
სოფლიდან ფეხით და ქალამნებით რომ ჩამოვიდა გორში..
ისე უჭირდათ, რომ ფეხსაცმლის ფულიც არ ჰქონდა..

რასაც მიაღწია, მხოლოდ საკუთარი შრომით..
არავინ არ ჰყავდა ამ ქვეყანაზე საკუთარი თავის გარდა..

ორი ათასმა იაპონელმა დაარქვა მისი სახელი შვილს..
ძიუდოში საკუთარი ილეთი შეიმუშავა, რომლის სასწავლად და ასათვისებლადაც სპეციალურად მიიწვიეს ძიუდოს სამშობლოში...
დღემდე უდიდეს პატივს სცემდნენ იაპონელები...

ბოლოს ძალიან მძიმედ იყო..
რამდენჯერაც საავადმყოფოში გადაყვანაზე დადგებოდა საქმე, საკაცეს რომ მოიტანდნენ სასწრაფოს ექიმები, ზედ არ წვებოდა..
ყოველთვის თავისი ფეხით ჯდებოდა მანქანაში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უჭირდა...
სრცხვენოდა, მეგობრებმა რომ დამინახონ საკაცეზე ვწევარ, რას იფიქრებენო..

ძალიან დამწყდა გული....

ღმერთო, ნათელში ამყოფე.....................................

0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger