Monday, September 7, 2009

40 წლის შემდეგ...


ორი დღის წინ ცხავერში ვიყავით.
თან ცხვარუკა გვყავდა წაყვანილი.
ეს არის კასპის რაიონის სოფელი სადღაც მიყრუებულში..
წასვლისას ბევრჯერ აგვებნა გზა და ბოლობოლო მივაგენით..

ახლა, რა მინდოდა ცხავერში.
მოკლედ, ბებიაჩემი წარმოშობით ცხავერიდან იყო. მე ეს ბებია არ მინახავს, იმიტომ, რომ მამაჩემი 8 წლის იყო როცა ის გარდაიცვალა. ჰოდა, 5 სექტემბერს, 40 წლის შემდეგ, პირველად ჩავიდა ცხავერში.
ძალიან ბევრი ემოცია იყო. თან რამდენიმე მოხუცს ახსოვდა ბებიაჩემი. ჩვენი ნათესავები ახლა იქ აღარ იყვნენ. ახალგაზრდები ქალაქში ჩავიდნენ, მოხუცები კი გარდაიცვალნენო.

აი ასე გამოიყურება დღეს ბებიაჩემის სახლი..

ადგილობრივი ხალხი ძალიან თბილად შეგვხვდა. ეს სოფელი 1200 მეტრზე მდებარეობს ზღვის დონიდან, გზა არ არსებობს, "ვილისით" ძლივს ავედით. ზამთარში ალბათ სულაც იკეტება მისასვლელი.
სოფელში დენი არ არის 90 -იანი წლებიდან მოყოლებული. ერთ დროს 97 კომლიან სოფელში კი მხოლოდ 9 კომლიღაა დარჩენილი.
სახლები სულ ჩამონგრეულია და ხალხს ძალიან უჭირს.
არ ვიცი კომპეტენტური პირები რამდენად წაიკითხავენ ამ პოსტს, მაგრამ თუ გაეცნობიან, იმედია იქაურობას მიხედავენ, იმიტომ, რომ ძალიან მაგარი ბუნებაა..
ეს არის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. ზუსტად არ ვიცი რომელი საუკუნისა, მაგრამ ქვაზე ამოკვეთილია, რომ 1897 წელს აღუდგენიათ.

წყალი იყო ძალიან მაგარი. ბუნებრივად გადმოდიოდა კლდიდან..
(ბოდიშს ვიხდი, ცოტა ცუდი ფოტოა, მაგრამ მარტო ეს ერთი გადავიღე მე დებილმა და მხოლოდ კომპში ვნახე რომ დაბურული იყო, აპარატში არ ჩანდა )

წყაროზე ჩასასვლელად კი ისეთი მაგარი მინდორი უნდა გაგევლო, რომ მხოლოდ ოცნებაში თუ წარმოვიდგენდი ეგეთი მინდვრის არსებობას.
თან მამაჩემი გზადაგზა რაღაცებს მიყვებოდა, იმას, რაც თვითონაც ბუნდოვნად ახსოვდა.

ბევრი ცხენი და კვიცი ვნახეთ, ერთი კვიცი ისეთი საყვარელი იყო, აწყვეტილი დარბოდა სულ და თან წვრილ ხმაზე ჭიხვინებდა..
მასზე ვერ მოვასწარი ფოტოს გადაღება, სამაგიეროდ, დედამისსა და გიას გადავუღე..
მოკლედ, დავკალით ცხვარუკა (ჩვენ რა, გიამ) და ამ ორმა თავგასიებულმა
რომელთაგან მააღალი და გამხდარი და ძალიან მაიმუნი და ძალიან საყვარელი ჩემი ბიძაშვილია და მეორე ასეთივე ოღონდ ცოტა დაბალი და ისე რა მსუქანი ჩემი ძმა , დაანთო ცეცხლი, შეიბოლნენ და ცხვარუკა მოხარშეს..

ესეც მე და მამა.. როგორც წესი, როდესაც ფოტოს ვიღებ ასეთ და უფრო უარეს მაიმუნირ სიფათს ვიღებ. ეს ჩემი გადაღებული ფოტოა, მარცხენა ხელი მაქვს სასტიკად გაწელილი..

მოკლედ, ასე იყო ეს ამბავი..

მინდოდა გუშინ დამეწერა ამაზე პოსტი, მაგრამ კალაძის ბრალია სულ...

9 comments:

მე-ხათო said...

ამოცანა გვეკითხება ვინ ვარ
მე
თუ ის
მაღალი თავგასიებული
ჩემი ძმაა

:ბოლი

vasasi said...

შენ იმ მაღალი თავგასიებულის და ხარ და, შესაბამისად, ჩემი ბიძაშვილი გამოდიხარ შენც... :P

რამე ხომ არ მეშლება? :?

:D :D :D

კოსმოსურ სივრცეებში.. said...

ra magariaa ..:)

Sophie Golden said...

რა საინტერესო ადგილია.
კარგი პოსტი იყო, ძალიან თბილი და ოჯახური. საყვარელი მამიკო გყავს.

Tomushka said...

მიუხედავად იმისა რომ დანგრეულია მანდაურობა, მაინც ძალიან ლამაზი და ხიბლიანი ადგილია :)

Keti said...

სახლზე მეც კი მომეწკურა გული, წარმომიდგენია თქვენი ემოციები!

ეგ მინდორი, მართლაც საოცნებო.

და როგორ ჰგავხარ მამას....

Dreamer Kikito said...

au magrad miyvars aseti adgilebi, da sul guli mwydeba aravin ro ar aqcevs yuradgebas :user: lamazi adgili chaans :)

Natalia said...

რა ლამაზი მინდორია, მართლა ზღაპრული!

დანგრეული და მიტოვებული სახლი ცუდ ემოციებს იწვევს ყოველთვის.

შენი და მამიკოს ფოტო მომეწონა ძალიან, სითბო ვიგრძენი :)

mr.picasso said...

აუ სოფელში მომინდა წასვლა. სულ შენი ბრალია. შეიძლება დავკრა ფეხი და ბებია ბაბუა ვინახულო. იქაც ასეთი ბუნებაა. და მომენატრა.

ხო, ცხვარუკა ცხვარუკა :( მარა ასეთი ადგილის სანახავად კი ღირდა მისი მსხვერპლშიწირვა:)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger