Sunday, September 6, 2009

კალЯძე "The Best!!"


რამდენჯერმე დავიწყე და მერე შევეშვი, მაგრამ აუცილებლად უნდა დავწერო ეს პოსტი.

ხომ ყოველთვის წინასწარ ვიცით შედეგი, რითიც დამთავრდება ჩვენი ეროვნული ნაკრების თამაში, მაგრამ ყოველი მატჩის წინ გული მაინც მიფრთხიალებს და რაღაცის მოლოდინში ვარ..

გუშინაც ასე იყო, რაღაც განსხვავებულს ველოდი ქართველი ფეხბურთელებისაგან.

ამიხდა, კი..

ორი ისეთი ავტოგოლი სდრუზა კაპიტანმა, ყბა ჩამომვარდა..

კალЯძის გოლები რომ არა, საქმე ისე მიდიოდა, ფრეს მაინც დავამთავრებდით, მაგრამ რად გინდა?!

ისე, ადამიანური თვალსაზრისით მაგრად შემეცოდა, მაგრამ ისეთი დონის (როგორც ამბობენ, თორემ მე მის მიერ მოედანზე მოხდენილი საოცრებები, ჩემი ცხრა წლიანი გულშემატკივრის სტაჟის მიუხედავად, არ მინახავს) ფეხბურთელს კალЯძეა, ორი ავტოგოლი არ ეკადრებოდა?!

რაც მართალია, მართალია.

გუშინდელ მატჩში კუპერსაც არანაკლები მიქარვები აქვს. კალЯძეს ერთი წელია ბურთი არ უნახავს და ძირითადში როგორ აყენებ???

ან შენ, კახა კალაძე, ამგვარ სიტუაციაში რატომ აცხადებ თანხმობას კუპერის შემოთავაზებაზე??


რაც მართალია, მართალია. ადამიანური თვალსაზრისით ძალიან შემეცოდა, შევედი მის მდგომარეობაში, მაგრამ ეს არაფერს ცვლის!..

სწორედ კალЯძის ორი ავტოგოლით წავაგეთ მატჩი, რომელიც, დიდი შანსი იყო, ფრედ დასრულებულიყო.

ის ბოდიში კი, რომელიც მან მოიხადა მატჩის შემდგომ კომენტარში, წამალი არ არის, არც ავტოგოლებს აუქმებს...

მოკლედ, მე მის ადგილზე რომ ვიყო, სინდისი არ გამიშვებდა ნაკრებში სათამაშოდ, საჯარო ბოდიშს მოვიხდიდი და წავიდოდი ნაკრებიდან..

პ.ს. ახლა ვკითხულობდი ფორუმზე, მატჩის შემდგომ ცალკე მანქანაში ჩაჯდა და ისე წავიდა, თან დაცვა მიჰყვებოდაო..

ადამიანური თვალსაზრისით მესმის მისი, არავის ნახვა არ უნდოდა, მაგრამ წესი წესია, რატომ არ წავიდა ავტობუსით?. მით უმეტეს, არამგონია მის თანაგუნდელებს რამე ეთქვათ მისი გმირობის შესახებ.

კიდევ, სულ მაინტერესებს, რაში სჭირდება დაცვა, რისგან იცავენ, გულშემატკივრებისაგან რომლებიც შეიძლება ავტოგრაფისთვის იყვნენ მასთან მისულები თუ ეს ტიპური პროვინციალიზმია?..

კალЯძე, ან ბურთს მიხედე, ან ბიზნესებს, თორემ აღარც ერთში არ ივარგებ!..

ეს ჩემი კეთილი რჩევაა..

მოკლედ, კალЯძე, ჩვენი სიამაყე ხარ!!..

და არამარტო შენ, გუფუფუს პრეზიდენტი და ხელისუფალნი და კუპერი თავისთავად!..

5 comments:

Dreamer Kikito said...

ara yvelaze sasacilo ici ra aris, visac ar unda kitxo yvela fexburtelia, yoveli meore dges saqartveloshi fexburts tamashobs, da gundi gvyaavs nu ityvi :boli:
ver shekribes wesiaeri gundi, kaladze ara xaxvi :| ertmanetzze uaresebi ariaan :|

bigcrow said...

თუკი სინდისზე და წასვლაზე წავა საუბარი, მაშინ კალაძე არაფერ შუაშია, იმიტომ გაიტანა 2 ავტოგოლი, რომ ყველაზე მეტს დარბოდა, ყველაზე უკეთ თამაშობდა და ბურთთანაც ყველაზე ხშირად იყო, დანარჩენი უბრალოდ უიღბლობის ბრალია. ხოლო სინდისი რომ ჰქონდეს, ჩვენი ნაკრების ყველა ფეხბურთელი, უკლებლივ, უნდა ადგეს და წავიდეს, რაც მათ ამ შესარჩევზე ქნეს, იმის მერე.

კოსმოსურ სივრცეებში.. said...

http://www.worldsport.ge/more.aspx?id=26158

:D

maduka said...

ეგ როგორ მოუვიდა კალაძეეეს?? შოოოოკ!!! :( :( :(

Natalia said...

კატეგორიული ხარ :) უბრალოდ კალაძე ძალიან უიღბლო აღმოჩნდა გუშინდელ თამაშში :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger