Wednesday, September 9, 2009

დასამშვიდობებელი პოსტი

ესეც ასეე..

ბარგი ჩავალაგე..

ტელეფონი და ფოტოაპარატი თავის დამტენიანად ჩავდე..

საცურაო კოსტუმიც არ მავიწყდება..

მაისს ხვალ მოვხარშავ..

მოკლედ, მივდივარ ბათუმში..

მივცახცახებ...

არა, ახლა არა...

ხვალ, ათის ნახევარზე..

დილის მატარებლით მივდივართ. თბილისიდან წამოვა ეკა ცხრის ნახევარზე, ათის ნახევარზე მე შევუერთდები, როგორც წარმომადგენელი გორიდან და ხაშურში ავკრეფთ მარიიიტაააასს..

მერე, სადღაც ოთხს რომ ოცი დააკლდება მახინჯაურში ჩავალთ...

იქიდან ტროლეიბუსით(?!) ბათუმში...

და მერე ნინო დაგვხვდება სადმე...

და მერე..

მერე ხუთი დღე ზღუაააა!!..

შევჭამ აჭარულს. აუცილებლად..

რამდენჯერმე...

ვეცდები ვისწავლო ცურვა...

და ყველაზე მთავარი: ვეცდები, დავისვენო..

მოკლედ, მე მივდივარ და გტიებთ სადღაც 5-7 დღე..

აბა, ჭკვიანად მოიქეცით ჩემს დაბრუნებამდე...

6 comments:

Natalia said...

ეე, სად მიდიხააარ! წამიყვანე მეც ბათუმში :)

მე კიდევ ინკებზე პოსტები ჯერ არ წამიკითხავს, განწყობას ველოდები..

Keti said...

კარგად დაისვენე :)

Sadie said...

მეც მინდა :უსერ:

ნან said...

ვაი ვაი

შტორმს ელიან დღეს ბათუმში :(

Tomushka said...

კარგად დაისვენეე!

iasamani said...

მაგარია ))) მე ისევ მენატრება ზღვა :უსერ:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger