Friday, September 18, 2009

შესრულებულ-შეუსრულებელი მისიები

ერთი ცუდი ჩვევა მაქვს: ყოველთვის, ნებისმიერი საქმის კეთების ან უსაქმურობის დროს, ვისახავ რამდენიმე გეგმას, რომლებიც აუცილებლად უნდა შევასრულო. ბათუმშიც, მიუხედავად იმისა, რომ დასასვენებლად წავედი თან გეგმათა გარკვეული ერთობლიობა წავიღე და, რა დასამალია, რომ ჩემდა გასაკვირად ძირითადი ამოცანები კიდეც შევასრულე.

1. ვისწავლე ცურვა.. შორს მაინც ვერ გავდიოდი, ნაპირზე ვფართხალებდი, მაგრამ ვცურავდი. ხოშიანად კი ვიღლებოდი, დასამალი აბა რა არის?!

2. ვჭამე აჭარული ხაჭაპური
უფრო სწორად, ვეცადე რომ შემეჭამა, მაგრამ ნახევარზე მეტის ჭამა ვერ შევძელი..

3. ვეცადე გავრუჯულიყავი (არამარტო მე) და ამ მიზნით ორი დღე პლაჟზე გაუნძრევლად ვეყარეთ, რის გამოც მესამე დღე კი არა, ღამე "ვაების ღამის" სახელწოდებით შევიდა ისტორიაში, ვინაიდან სამ ხმაში ვღრიალებდით დამწვარ-დადაგულები..




აქ ჩემი ფოტო არ არის იმ უბრალო მიზეზი გამო, რომ აპარატით ხელში დავრბოდი, მიუხედავად იმისა რომ არანაკლებ ვიყავი დამწვარი, მაგრამ მე ხომ მაზოხისტი ვარ?!

მოკლედ, მიუხედავად წვიმებისა და საშინელი ამინდებისა, ძალიან ბევრი ვიბორდღიალეთ. გადავიღეთ უამრავი ფოტო, მათ შორის ტანსაცმლის მაღაზიების გასახდელებში..


ერთ_ერთი ასეთი ბორდღიალის დროს, ზოოპარკის მსგავს ადგილას (თუ თვით ზოოპარკში) აღმოვჩნდით, სადაც თუთიყუშების გალიაზე სამახსოვრო წარწერას მოვკარი თვალი:

ბოლო დღეს კინაღამ ეკა და მარიტა დაიხრჩვნენ ზღვაში
მარიტას შლოპაცები აუწყდა და ფეხშიშველმა გამოიარა გზა სახლამდე..

მოკლედ, ბულვარში ყორნობის პერიოდი გავიხსენეთ, ეკამ და მარიტამ დაჭერობანა ითამაშეს და გადავრიეთ ხალხი..



რაც არ მომეწონა ეს იყო საშინლად ჭუჭყიანი და გაუბედურებული ზღვა..
ეს ხალხიც ყველაფერს შიგ ყრის, მართლა არ აქვთ შეგნება!..

კიდევ, ძალიან გამიკვირდა, რომ ფასები არ იყო გაბერილი, გაოცებული ვიხდიდი ხოლმე ფულს, მაგრამ როგორც მერე ნინომ გვითხრა, სეზონი რომ დამთავრდა ცხოვრებაც ჩვეულ კალაპოტში ჩადგა და მაგის ბრალიაო..

რაც შეეხება შეუსრულებელ მისიას, ბათუმი ღამით ვერ ვნახე, ეგ კი არა, წამოსვლის წინა დღეს ძლივს გავაღწიეთ ბულვარში, ეგეც შემთხვევით მოვხვდით იქ..

ერთი სიტყვით, პენსიონერულად დავისვენეთ, არანაირი გადაღლა..

ისე, რა დასამალია და, რთული წელი მოგველის სამივეს..

5 comments:

ნასტასია said...

darchenil acharuls ro uyureb is saxe momewona...:))))))

bevri damcavebi unda caisva da gadarchei dafufqvas...

გურამი said...

უფ, ეს დამწვრობა რა ყოფილა კაცო. აგერ მე შევიბრაწე რომ ვიყავი ზღვაზე სულ 2 საათი იყო მზე. :) ხოდა ტანა რ ვიმჩნევ რომ მეწვის, არადა მეწვის.. :) :) და ცურვაც ეგეთ პონტში ვისწავლე რა, თუ ფეხებს მიწაზე ვაწვდენდი, ვცურავდი. :) კაია.. აჭარული ხაჭაპური კი არ მიჭამია ისა.. მერმის შევჭამ.

Natalia said...

აჭარული ხაჭაპურის ორივე ფოტო რა მაგარიაა!! :D :D

ხავერდოვან სეზონზე პენსიონერულად დაისვენებდი, აბა რა :))

mr.picasso said...

მე კიდე ღამის ბათუმის სანახავად ჩავედი მხოლოდ.
ოოოოო დამწრობას ნუ გამახსენებ საშინელება იყო.
რაც მთავარია კარგი დრო გაატარეთ და იმხიარულეთ.
ყოჩაღ მეც მინდოდა ცურვის სწავლა მაგრამ ვერ მოვახერხე მე უნიჭომ ისევ გაზაფხულიდან აუზზე ვივლი და ინსტრუქტორს ავიყვან იქნებ იმან მაინც შემაგნებინოს რამე:)

psiqea said...

ოი, რა მშვენიერია ზღვა... ძლაიან მომენატრა... და აი, მაწვროაბზე, თავი მოიკალით ხალხო? ასე არაფრით არ შეიძლება. იმედი მაქვს მეტს აღარ იზავთ მაგას... ჯერ მტკივნეულია, მერე არასასურველიც კანისათვის... მაგრამ კარგია, ყველაფერი რომ კარგად დამთავრდა და სერიოზული მზის დარტყმაც არ მიიღეთ დამწვრობასთან ერთად ;)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger