Wednesday, September 23, 2009

წიკები



წყალს ვსვამდი, დაკვირვება მოვახდინე საკუთარ თავზე და უცებ ამ პოსტის დაწერის იდეა გამიჩნდა.
ყველა ჩვენგანს გვაქვს წიკები, რომლებიც გვაწუხებენ ან არ გვაწუხებენ და რომლებიც ზოგჯერ ჩვევაში გადაგვდის, ზოგჯერ კი ისე გვტოვებენ, ვერც ვამჩნევთ.
გადავწყვიტე დავწერო ჩემი ყოფილი და ახლანდელი წიკების შესახებ, რა თქმა უნდა, იმათზე, რომლებიც გამახსენდება.
მაშ ასე:
1) პირველი და განუმეორებელი წიკი, რომელმაც ამ პოსტის დაწერის იდეა გამიჩინა გახლავთ ის, რომ წყლის, წვენის და მსგავსი რაღაცების დალევისას ყოველთვის ვითვლი რამდენ ყლუპს გადავუშვებ კუჭში. სასურველი იყოს სამი ან შვიდი..  
2) ვითვლი აბსოლუტურად ყველა სახლის ყველა კიბეს, რომელზეც ამივლია და ვამრავლებ სართულებზე. შესაბამისად ჩემთვის ცნობილი ხდება, თუ რამდენი კიბეა ამა თუ იმ სახლში;
3) ვითვლი სახლებზე ფანჯრებს, მათ მინებს, ვუმატებ და ვაკლებ ერთმანეთს, თუმცა რატომ, არ ვიცი..  
4) ვაკვირდები ყველა მანქანის სერიას და ნომერს და ვიმახსოვრებ;
5) ერთი შეხედვით ვიმახსოვრებ ტელეფონის ნომრებს და რომ გადის რამდენიმე ხანი ჩაუჭყეტავად ვიხსენებ. ამ დროს ბედნიერებისაგან მეცხრე ცაზე ვარ ხოლმე.  
6) ავიღებ რაღაც რიცხვებს (ძირითადად, მთელებს) და ზეპირად ვამრავლებ ერთმანეთზე, თუმცა რატომ მეც არ ვიცი;
7) ვატარებ ექსპერიმენტებს საკუთარ თავზე. კერძოდ: არაფრისგან ვქმნი არანორმალურ სიტუაციას და ვცდილობ მანევრირებას მათში, თუმცა წინასწარვე ვიცი ჩემი წამოწყების შედეგები;
8) სულ მგონია, რომ დროს ვკარგავ. ამიტომ მძინავს ძალიან ცოტა და როცა მღვიძავს, ვცდილობ, არ დავკარგო დრო: ტვინში გიჟივით ვიყრი საინტერესო და საჭირო ინფორმაციებს;
9) ყოველ წამს გიჟივით ვიმეორებ გონებაში ნეტარი ავგუსტინეს სიტყვებს: ”ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და არაფერი ადამიანური უცხო არ არის ჩვენთვის”. დავიტანჯე, აღარ შემიძლია..  
10) აკვიატებული მაქვს, რომ ეს სამყარო თავისი ცოცხალი ორგანიზმებითურთ ილუზიაა, რომ ჩვენც არ ვარსებობთ და ამით მაგრად ვკაიფობ ადამიანებზე და, განსაკუთრებით, საკუთარ თავზე..  
11) ადრე გამუდმებით ვიწერდი ხოლმე პირჯვარს. აი, პათოლოგიური მოთხოვნილება მქონდა და მაგრად ვიტანჯებოდი ამის გამო. მერე გადამიარა თავისით. კიდევ კარგი..  
12) ყოველთვის ვფიქრობ, რომ მეგობრები, რომლებთან ერთადაც თავს კარგად ვგრძნობ, დამეკარგებიან და ამის გამო გამუდმებით მიცახცახებს ხერხემალი..  
13) ვითვლი კაფელების რაოდენობას აბაზანებსა და სამზარეულოებში,  პარკეტებისას კი - ოთახებში. ვამრავლებ და ვკრებ ერთმანეთთან და ვიღებ სად რა რამდენია დაგებული.


მეშველება ახლა მე რამე?!  

8 comments:

პერწკლი said...

ისა, ზოგ სახლებში რატომღაც პირველ კიბეზე ერთით მეტი საფეხურია ხოლმე :D

გურამი said...

არაჩვეულებრივი მეხსიერება გქონია. ყოვლეთვის ვნატრობდი მასეთ მეხსიერებას. ალბათ მათემატიკური ნიჭის ბრალია, არა? მაგარი ვიღაც ხარ, არაა აუცილებელი რომ გადაგიაროს. აი პუშკინი მაგალითად თურმე გაზეთს ვერ კითხულობდა. დახედავდა თუ არა, იმახსოვრებდა მთელ გვერდს. :) შერლოკ ჰოლმსში არის ასეთი მომენტი, ჰოლმსი ეკითხება ვოტსონს, იცი რამდენი კიბეა ჩვენს სახლშიო. არაო - ვოტსონი ეუბნება. არადა რამდენჯერ გაქვს ამოვლილიო - ჰოლმსმა. :) მეც არ ვიიც რამდენი კიბეა ჩემს სახლში, აზრზე ხართ? :)

vasasi said...

გურამ, მოვალ შენს სახლში და დავითვლი კიბეებს.. :დ

რა ვიცი, მათემატიკა კი ვიცი კარგად, ეს პათოლოგია კი ღრმა ბავშვობიდან მაქვს და არ გამიარა..

სულ ვამრავლებ რაღაც კატასტროფებს ერთმანეთზე და გიჟივით ვიმახსოვრებ ყველა ციფრს.. :((

mr.picasso said...

13) ვითვლი კაფელების რაოდენობას აბაზანებსა და სამზარეულოებში, პარკეტებისას კი - ოთახებში. ვამრავლებ და ვკრებ ერთმანეთთან და ვიღებ სად რა რამდენია დაგებული.


ესაა ჩემი ფავორიტი შენს წიკებს შორის:) ამას ელიავას მუშები არ აკეთებენ შენ რა დაგემართა????

მე ესეთი არფერი მაწუხებს

ხო და მშურს შენი რიცხვების მახსოვრობის უნარის მე გამრავლების ტაბულა ძლივს დავიზეპირე და ჩემი მობილურის ნომერი რომელიც არც ისე რთული რიცხვებისგან შედგება ხშირად მავიწყდება ხოპლმე:)

Dreamer Kikito said...

amdagvari posti maqvs ukve ramdeni xania draftebshi tan zusstad ase iwyeba

ყველა ჩვენგანს გვაქვს წიკები, რომლებიც გვაწუხებენ ან არ გვაწუხებენ და რომლებიც ზოგჯერ ჩვევაში გადაგვდი


:user:

Tomushka said...

nda, cudadaa Sheni saqme, is droa tvinis gadatvirtva daiwyo :D :P :P :P

ise tu gacuxebs eg wikebi unda mimarto imas visac sachiroa. tu ar gacuxebs arc shen da arc sxvas ras erchi ikvnen tavistvis :)

ნასტასია said...

samyaro ro ilusiaa da chven ar varsbobt,eg kaia,ufro corad chemtvis cnobili ,,cikia'',ogond me cikad ar agviqvam,gartobis saxeoba ufroa..:D


xoooda,cifrebs rac sheexeba,gamovshterdi,me sakutari ojaxis cevrebis nomrebi zlivs davimaxsovre :(

nick_el_son said...

მეშველება ახლა მე რამე?!

არა :D

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger