Saturday, September 26, 2009

ლეონარდო


ამ ადამიანის მიმართ ალბათ ყველას გაქვთ გარკვეული სიმპათია, მე კი განსაკუთრებულ პატივს ვცემ.
ის ხომ ცაცია იყო!..
მის შესახებ, სხვათაშორის, ბევრი არაფერი ვიცი. მარტო მე კი არა, ძალიან ბევრმა არაფერი იცის და უამრავი ტყუილ-მართალი ბრუნავს მის გარშემო.
ამბობენ, რომ იყო მასონი, თავის ნახატებში ტოვებდა საიდუმლო ნიშნებს და ა.შ.
მარტო ჯოკონდა რად ღირს, მის ღიმილს ხუთი საუკუნეა იკვლევენ და ვერ გამოუკვლევიათ.
ჩემი აზრით, ლეონარდო სიცილით გაიხეოდა, რომ დაენახა თუ რა დღეში არიან დღევანდელი მეცნიერები..

მე, მისი ნახატებიდან ყველაზე მისტიურად, "საიდუმლო სერობა" მეჩვენება,
რომელიც ჩემს საყვარელ ქალაქ მილანში, სანტა მარია დელა გრაციას მონასტრის კედელზეა გამოსახული. სხვათაშორის, ამ ნახატზეც ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, რაღაც ზედმეტ ხელებსა და მასონურ ნიშნებზე.
მე, პირადად, საკმაოდ ბევრი ვეძებე დამატებითი ხელი და ვერ მივაგენი. ვერც სხვა საეჭვო ნიშნებს მივაკვლიე.
ისე, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვნახო ეს ნახატი. როგორც მე ვიცი, ლეონარდო ხომ სულ ძიებაში იყო, და "საიდუმლო სერობა" განსაკუთრებული საღებავით შეასრულა, რომელიც დიდხანს ვერ ძლებდა, ამიტომ, ის გამუდმებით რესტავრირების რეჟიმშია და როცა არ უნდა მიხვიდე მონასტერში, მუდამ ხარაჩოებში ზისო.

ერთხელ, ძიებისას, ინტერნეტში აღმოვაჩინე ფაქტი, თუ როგორ დახატა ლეონარდომ "საიდუმლო სერობა". ძალიან მომეწონა, ამოვიწერე და ვიკიპედიაშიც დავდე:

"საიდუმლო სერობის" შექმნის დროს, ლეონარდო და ვინჩი უდიდესი პრობლემის წინაშე დადგა: მას უნდა განესახიერებინა სიკეთე იესო ქრისტეს სახით და ბოროტება იუდას სახით.
ლეონარდომ ხატვა შეწყვიტა და მხოლოდ მას შემდეგ განაგრძო, როცა იდეალურ მოდელს მიაგნო.
ერთხელ მხატვარი მომღერლების გუნდის გამოსვლას ესწრებოდა და ერთ-ერთ მომღერალში ქრისტეს ნათელი, სრულყოფილი სახე შეიცნო. ახალგაზრდა სახელოსნოში მოიწვია და რამდენიმე ჩანახატიც გააკეთა.
სამ წელიწადში მხატვარმა ტილო თითქმის დაასრულა. მაგრამ ვერაფრით მიაგნო ტიპაჟს. რომელიც იუდას დასახატად გამოადგებოდა. ფრესკის დამკვეთი კარდინალი კი აჩქარებდა.
კარგა ხნის შემდეგ ლეონარდომ მთვრალი, ბინძური, ნაადრევად დაბერებული კაცი აღმოაჩინა, ტილოს შესაქმნელად დრო აღარ რჩებოდა და მხატვარმა თანაშემწეებს უბრძანა, ტაძარში წაეყვანათ იგი. გაჭირვებით მიათრიეს ტაძარში და და ვინჩიმ დახატა იუდა- მის სახეზე იყო ცოდვა, ეგოიზმი, ბედუკუღმართობა.
როდესაც მხატვარმა სამუშაო დაასრულა, გამოფხიზლებულმა მათხოვარმა თვალი გაახილა, გაოცებულმა მიმოიხედა და როგორც კი ნახატი დაინახა, შეშინებულმა წამოიყვირა:
- ეს ნახატი მე ნანახი მაქვს.
- კი მაგრამ, როდის? - გაუკვირდა ლეონარდოს.
- სამი წლის წინ, სანამ ყველაფერს დავკარგავდი, მაშინ გუნდში ვმღეროდი. მომავლის იმედი მქონდა. ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატად გამოიყენა.

ჰხო, აი, ამგვარი ისტორია აქვს ამ ფრესკას. კიდევ ერთი ძალიან მაგარი რამ ვიცი და მინდა გაგიზიაროთ. პირველად რომ წავიკითხე, რამდენიმე მართლა დაემთხვა და ძალიან, ძალიან ბედნიერი ვიყავი. ახლა კი ვცდილობ, დანარჩენი მიმართულებითაც ავამუშავო ჩემი ტვინუკა და ვნახოთ, რა შედეგებს მივიღებთ.
სანამ დავწერდე იმას, რისი გაზიარებაც თქვენთვისაც მსურს, მანამდე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ადამიანს თავისი ტვინის მხოლოდ 14%-ს იყენებს, დანარჩენის გამოყენება მის შესაძლებლობებს აღემატება. ამბობენ, რომ ტვინის, დაახლოებით, 25%-მდე იხსნენბა კაიფის დროს. სწორედ დროის ამ მონაკვეთშია დაწერილი ძალიან ბევრი მაგარი წიგნი, სიმღერა და ა.შ.
ყველა ადამიანს თავის ტვინის რომელიმე ჰემოსფერო აქვს უფრო მეტად განვითარებული. ორივეს ერთ დონეზე მუშაობა თითქმის შეუძლებელია და ვისაც ტვინი ამგვარად აქვს მოწყობილი, თამამად შეგვიძლია ისინი გენიოსებად მივიჩნიოთ.
აი, ლეონარდო და ვინჩის კი, თავის ტვინის ორივე ჰემოსფეროს განსავითარებლად, თავისი მეთოდები ჰქონდა, რომელთა თქვენთვის გაცნობასაც ვაპირებ. მაშ ასე:

1) იყავი ცნობისმოყვარე ყველაფრის მიმართ;
2) ეცადე შენიშნო და გამოარჩიო გარღვევები შენივე გამოცდილებიდან და შეცდომებიდან;
3) მუდამ განაახლე, გამოთალე შენი ემოციების მარაგი;
4) მიიღე და გაიაზრე პარადოკსები;
5) გამოიმუშავე გლობალური აზროვნება ტვინის ორივე ჰემოსფეროს გამოყენებით;
6) შეინარჩუნე ცივსისხლიანობა, მენტალური მოქნილობა და გონების სისხარტე;
7) დაიმახსოვრე, რომ ხსენებული ექვსი პრინციპი ერთმანეთისაგან განუყოფელია და მუდამ იფიქრე მათზე.

ისა...
რაღაცის დამატება მინდა:
ტვინი ერთადერთი ორგანოა, რომელიც არასოდეს იღლება..

3 comments:

Tomushka said...

კარგი პოსტია! მეც მოხიბლული ვარ ამ ადმაიანით და ბევრი დოკუმენტური ფილმიც მაქვს ნანახი. როგორც ამბობდნენ იუმორის ძალიან კარგი გრძნობა ქონდაო. უცნაური ცხოველების მოყვარული ყოფილა ხოდა ერთი სტუმრობისას პაპისთვის შეთავაზებია პატარა სკივრის გახსნა, საიდანაც ფერადად შეღებილი ხვლიკი ამომხტარა:D :D პაპს რა მოუვიდოდა ხო ხვდები :D

გურამი said...

ჰო, ლეონარდო მართლაც შესანიშნავი ადამიანი იყო.. ბერვი ჭორია მასზე. ეგრეა, რაც უფრო დიდი ადამინაია, მით მეტი ჭორია. მაგალიტად რომ ის უცხოპლანეტელი იყო (აქ ჩანს ამ ჭორის ავტორების არასრულფასოვნების კომპლექსი) ასევე არის აზრი, რომ კაცობრიობის ისტორიაში ორი მეცნიერ-რევოლუციონერი იყო: ლეონარდო და ტესლა. ლეონარდო გამოყენებულია თამაშში "კუ ნინძები", მისი სახელი და შემოქმედება ჩანს თამაშში Assassin's Creed 2, ასევე სკანდალურ ფილმში "და ვინჩის კოდი". გამიგია, რომ ერთხელ ლეონარდომ თქვა: მე ვხედავ მომავალს-ო.

არ ვიცი ზუსტად რა იყო, მაჰრამ მადლობა ვასასის შესანიშნავი პოსტისათვის.

Anonymous said...

kuriershi movismine qristesa da iudaze eg istoria :d

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger