Tuesday, September 29, 2009

ჩვეულებრივი პოსტი


ისეთი პოსტის დაწერა მინდა.
აი, ჩვეულებრივის. არაფრით გამორჩეულის.
ეს ლექციები მაღონებს. აშკარად გადავეჩვიე ამდენ დავალებას.
პარასკევისთვის უნდა დავწერო ინტერვიუ სარეცხ მანქანასთან..
არაფრის წინასწარ თქმა არ მინდა, იმიტომ, რომ მერე ამ თემის ყველაზე ცუდ ვარიანტს დავწერ..

მოკლედ, რა ხდება: სახლში ინტერნეტიუსი არ არის, შესაბამისად, დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რატომ იყო ინტერნეტამდელი ბავშვი ისეთი, როგორიც იყო და მივედი საკუთარ ბავშვობამდე..

P.S. უკვე დიდი ვარ...

პრინციპში, დასკვნა ვერაფერი განსაკუთრებული იყო, რადგან რასაც დავაკვირდი, ბავშვობის მერე შეხედულებები და სამყაროსა და ადამიანების აღქმა არ შემცვლია.

რა ბედოვლათიც მაშინ ვიყავი, ის ბედოვლათიც ახლა ვარ..
კიდევ რას დავაკვირდი: როგორი საყვარელი, არაჩვეულებრივი და გადასარევიც( ) ვიყავი ბავშვობაში, დიდობის ფოტოებშიც ისეთივე ვარ, ოღონდ ცოოოტა გაზრდილი.

და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თმები ახლაც ზუსტად ისე მაქვს, როგორც ბავშვობაში..

რა იცის უინტერნეტობამ და მოწყენა და საქმის კეთება ერთად.

როგორც იქნა გადავედი "ამაოების ბაზრის" მეორე წიგნზე და თვით გუშინ წავიკითხე 100 გვერდი (არადა, ამ წიგნს აგვისტოს ბოლოდან ვკითხულობ და ახლა მოვწვი რა მაგარი რაღაცაა);

და ამ 100 გვერდს მე არ წავიკითხავდი რომ არა უინტერნეტობა.

გუშინ ვამბობდი, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი საიდუმლო სამსახურებსა და დაზვერვაში-მეთქი. კი შემომხედა ნინომ გა კვირვებით და საფეთქელთან საჩვენებელი (!!!) თითი დაიტრიალა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის.

მართლა დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი საიდუმლო სამსახურებში. მაგარია ძალიან როცა ისეთი ინფორმაცია იცი, რის აზრზეც სხვები არ არიან.

ისა..
ბატონო ვანო, ენაზე კბილის დაჭერა კარგად შემიძლია და...

მოკლედ, ახლა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ვზივარ და ბლოგს ვწერ მარტო იმიტომ, რომ გუშინ მთელი ღამე არ მეძინა იმაზე ნერვიულობაში, ბლოგუნა განუახლებელი მაქვს და მკითხველთა რაოდენობა მომაკლდება-მეთქი.

რა დასამალია, მართალი აღმოვჩნდი..

მოვხედავ ხოლმე აქაურობას უნივერსიტეტიდან, მანამ სანამ შაბათი ან კვირა მოვა და გორში წავალ, ან მანამ, სანამ ინტერნეტი არ ჩაირთვება აქ..

კარგ ხასიათზე ვარ, დასამალი აბა რა არის?..

4 comments:

Tomushka said...

:D :D ratom iyo internetamde bavshvi gonebachlugi?imitom rom ar qonda interneti :D

vasasi said...

აღარ დავწერე მაგდენი მაგრაამმ.. :მო:

:დ :დ :დ

თორნე said...

მე არ ვფიქრობ,რომ ადრე თუ ინტერნეტი არ იყო ბავშვები გონებაჩლუნგები იყვნენ...პირიქით უფრო განათლებული და წიგნიერი თაობები იზრდებოდა...შენი პოსტიდანაც ჩანს...ინტერნეტი,რომ არ იყოო მხოლოდ ამის გამო წავიკითხეო თითქმის 100 გვერდი...წიგნს ამქვეყნად არაფერი ჯობია,მაგრამ ჩვენ ინტერნეტით ,,მონუსხული,, და ''მოჯადოვებულები''ვართ...

Dreamer Kikito said...

როგორი საყვარელი, არაჩვეულებრივი და გადასარევიც( ) ვიყავი ბავშვობაში, დიდობის ფოტოებშიც ისეთივე ვარ, ოღონდ ცოოოტა გაზრდილი.

:D:D sayvarelo shen :*

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger