
აცტეკომანია 1-ს, აცტეკომანია 2-ს და იუკატანური ფიქრების ორივე ნაწილისაგან განსხვავებით, პოსტს ინკებზე თავიდან და არა ბოლოდან შემოგთავაზებთ.
ვინ იყვნენ ინკები?.

ინკების იმპერია მოიცავდა თანამედროვე პერუს, ეკვადორის, ბოლივიის, ნაწილობრივ კოლუმბიის, არგენტინისა და ჩილეს ტერიტორიებს. ის, დაახლოებით, 1 მლნ, კვ.კმ-ზე იყო გადაფენილი და ტაუანტინსუიუს უწოდებდნენ, რაც კეჩუას ენაზე "სამყაროს ოთხ გაერთიანებულ მხარეს ნიშნავს".
ინკები, თანამედროვე პერუს ტერიტორიაზე დაახლოებით, ჩვენი წელთაღრიცხვით 1200 წელს გამოჩნდნენ. ამას მათი მმართველობების სიიდან ვკითხულობთ. ისინი თავის თავს უწოდებდნენ "ინკებს", მმართველის სახელის მიხედვით, რომელიც "საპა ინკას" ტიტულს ატარებდა.
ზოგადად, ამერიკული ცივილიზაციისათვის დამახასიათებელი იყო მზის გაღმერთება, მაგრამ ინკებს ამ მხრივ ზედმეტიც მოუვიდათ. ისინი თავის თავს მზის შვილებს ეძახდნენ.
კუსკოს ველზე დასახლების დამფუძნებელი იყო მანკო კაპაკი, ინკების სახელმწიფოს პირველი მმართველი.

მმართველობა და იერარქია
ინკების სახელმწიფოს სათავეში იდგა დიდი ინკა, რომელიც მზის ცოცხალ განსახიერებას წარმოადგენდა. ამგვარი წარმოდგენა მას შემდეგ გაჩნდა, რაც, გადმოცემის მიხედვით დაასკვნეს, რომ მანკო კაპაკი მზის შვილი იყო და, შესაბამისად, მის შთამომავალ მმართველებს მემკვიდრეობით გადაეცემოდათ ეს ტიტული.
ოფიციალურ კულტად მიიჩნევდნენ ოქროს დისკოზე მზის გამოსახულებას ადამიანის სახით;

პირამიდის თავში ხელისუფლება მემკვიდრეობითი, არისტოკრატული იყო. არისტოკრატი მამაკაცები ატარებდნენ ტუნიკს მუხლებამდე, ხოლო ქალები კოჭებამდე. წელზე შემოჭერილი ჰქონდათ ქამრები ჰერალდიკური ნიშნებით, ან ატარებდნენ ოქროს სარჭებით დამაგრებულ მანტიებს, რომლებსაც "ტუპუ" ეწოდებოდათ.

საპა ინკა ასე გამოიყურებოდა:


მისი ჰარამხანა შედგებოდა რამდენიმე ასეული მხევლისაგან, მაგრამ მისი მეუღლე, დედოფალი ანუ კოია, ირჩეოდა მისი ღვიძლი დებისაგან (ისევე, როგორც ეგვიპტეში) და კოიასაგან შეძენილი შვილებიდან ირჩევდა საპა ინკა მემკვიდრეს.
სიძნელეები, რომლებიც ტახტის მემკვიდრეობის გამო ჩნდებოდა, სრულად დავინახეთ მაშინ, როდესაც პაჩაკუტის კანონიერი მემკვიდრე - ნინან კუიუჩი და შვილიშვილი უაინა კაპაკი ყვავილით გარდაიცვალნენ. ცოცხლად დარჩა მხოლოდ ორი პრინცი: ატაულპა და უასკარი, რომლებმაც ტახტისათვის ბრძოლა სამოქალაქო ომად აქციეს.

კეჩუას ენა დღემდე შემორჩა და მასზე დაახლოებით, 10 მლნ კაცი ლაპარაკობს.
P.S. გაგრძელება იქნება...
1 comments:
ძალიან კარგი იყო! ძალიან საინტერესო ხალხია ინკები...
და გამიხარდა, რჩევა თუ მოგეწონა :)
ინკებზე ადრე მეც ვეძებდი რაღაცებს, კუსკოსა და მაჩუ პიკჩუს მონახულებაზე მეოცნებე :) პრინციპში ახლაც ისევე ვოცნებობ.
ამ პოსტის გაგრძელებაც საინტერესო უნდა გამოვიდეს :)
Post a Comment
სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.