Friday, September 4, 2009

მზის შვილები - ნაწილი III

ხელოვნება და არქიტექტურა

ინკების ცივლიზაციის არც ერთი საოცრება არ ყოფილა მათი დამსახურება. როგორც ვთქვით, ისინი ამ ტერიტორიაზე გამოჩნდენენ დაახლოებით, 1200 წელს. შესაბამისად, მათ მიისაკუთრეს ის არქიტექტურული ნაგებობანი, რომლებსაც დღემდე გაოცებაში მოჰყავს მნახველი. თუმცა აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ როდესაც ინკებმა ხელთ იგდეს ეს რეგიონი, ყველაფერი თითქმის განადგურებული იყო.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ცივილიზაცია ანდებში, დაახლოებით, 3 000 წლის წინ ჩაისახა. არქეოლოგებმა ანდებში, წყალს მოკლებულ ადგილებში შეძლეს დიდებული ტაძრებისა და ქალაქების აღმოჩენა
რომელიც თავის დროზე რამდენიმე ათასი წლით უსწრებდა ინკების ცივილიზაციას. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, გერმანელმა არქეოლოგმა მაქს ულემ ტიტიკაკას ტბაზე არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა და აღმოაჩინა სამი ტაძრისა და ოთხი ადმინისტრაციული ნაგებობის ნაშთი. შენობები ქვის მონოლითური წყობით არის აგებული, რომელთაგან თითოეული ქვის ბლოკის წონა 100 ტონაა.

საინტერესო ის არის, რომ ინკებმა ააღორძინეს ოდესღაც დაღუპული ცივილიზაცია და თავის მხრივაც ბევრი შემატეს მას.

ტიტიკაკას სანაპიროზე აღმოჩენილ ქალაქს ტიაუანაკო ეწოდებოდა.
არსებობობდა ლეგენდა, რომ ტიაუანაკო აგებულ იქნა უძველეს დროს, იმ პერიოდში, როცა აქ ღმერთები და გოლიათები ცხოვრობდნენ. სპეციალური გამოკვლევის შედეგად, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ეს ქალაქი ჩვ. წ.აღ-ის I საუკუნეში იქნა აგებული.

ამ ჩვენთვის უცნობ კულტურის ქმნილებათა შორის უნდა გამოიყოს მასიური კარიბჭე - მზის კარი, რომელიც ერთიანი ქვის ბლოკისგანაა გამოთლილი.

ტიაუანაკოს ჩრდილოეთით მდებარეობდა ჩიმოუარის იმპერია, რომელიც ინკებმა დაიპყრეს. ამ ქალაქისათვის დამახასიათებელი იყო კარგად დაგეგმილი ქალაქები, საირიგაციო სისტემა და გზები. ჩიმუს ხელოსნები ერთ-ერთ საუკეთესოებად მიიჩნეოდნენ სამხრეთ ამერიკაში. ინკების ოქროს ნაკეთობათა დიდი ნაწილი სწორედ მათ მიერ იყო ნაკეთები.

ინკებმა ჩაყლაპეს ეს კულტურა და აიძულეს ისინი, მათ სასარგებლოდ ემუშავათ. რითაც, გარკვეული თვალსაზრისით, თავისი ვასალების მოსწავლეები გახდნენ.

პაჩაკუტიმ გაითვალისწინა მათი გამოცდილება ქალაქთმშენებლობაში და იგი გამოიყენა კუსკოს გასაშენებლად. მან ბრძანა ძველი ქოხების აღება და ააგო სასახლეები და ტაძრები, მათ შორის ტაძარი საკსაუმანი.ინკების სამშენებლო ქვების წყობა ძალიან მყარი იყო. ისინი ამზადებდნენ ერთი ზომის ქვებს, აწყობდნენ ერთ რიგად, მაგრამ წყობის სიზუსტისა და სიმტკიცისათვის რომ მიეღწიათ, ზედა ქვის ქვემო ზედაპირს გამოფუღრავდნენ, რომელშიც ზუსტად თავსდებოდა ქვედა ქვის გამობერილი ნაწილი. ამგვარად აგებული კედლები ყველანაირ მიწისძვრას უძლებდა და ჩვენს დრომდეც მოაღწია. ამ ყველაფერს აგებდნენ ბრინჯაოს ბერკეტებითა და სიპი ქვით, - სხვა იარაღი ინკების ქვისმთლელებს არ ჰქონდათ.


ეს გახლავთ კუსკოში აგებული ხიდი..


გაგრძელება იქნება..

ორი ნაწილიღა დარჩა, ამხანაგებო!..

0 comments:

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger