Sunday, September 20, 2009

ON AIR

სიგჟემდე მიყვარს რადიო..
არც კი ვიცი, როდიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, ღრმა ბავშვობიდან ალბათ. მამაჩემიც რადიომანია და ვისხედით და ვუსმენდით ხოლმე..
მაშინ "ფორტუნას" ბუმი იყო, მახსოვს როგორ მიყვარდა ეს რადიო (აქამდე შემომრჩა მისი ერთგულება ), მთელი დღე და ღამე ვუსმენდი. თან მაშინ "ფორტუნა" ნამდვილად ახალი სიტყვა იყო FM სივრცეში, ბევრი საინტერესო გადაცემა ჰქონდათ, ჰყავდათ საინტერესო წამყვანები..

გასული ერთი კვირის განმავლობაში "ფორტუნა+"-ის სმენამ მომიწია და ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი ეტაპი გამახსენდა.
ცოტა არ იყოს, ნოსტალგიით აღვივსე.
ამ რადიოს, დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში ვუსმენდი. ასე, 5-7 წლის წინ.
მუსიკის გამო იმდენად არა, წამყვანების გამო ვუსმენდი. მახსოვს, რუსული ეთერი ჰქონდათ და იქ იყო ერთი ბიჭი, ფრეში ჰქონდა ნიკად და ძალიან მომწონდა მისი ხმა. მერე რუსული ეთერი გააუქმეს და ფრეშიც გაჰყვა იმ ეთერს..

კიდევ ერთი წამყვანი ჰყავდათ, დათო ერქვა, რომლის ხმაც სიგიჟემდე მომწონდა..  ძალიან მაგარი ხმა ჰქონდა..    ახლაც კი მახსოვს, რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ.
სულ ზეპირად ვიცოდი ხოლმე, როდის ჰქონდა ეთერი, მივუჯდებოდი რადიოს და ექვსი საათი, სანამ DJ დათო ეთერს არ დაამთავრებდა, ვეღარ მადღლეზავდნენ..  
სხვათაშორის, მაგ ტიპს საავტორო გადაცემები ჰქონდა, ახლა რომ ვაკვირდები, დიდი ვერაფერი, მაგრამ ხომ ჰქონდა?.. "სამამულო ათეული" და "მე და ჩემი ოცეული"..

ხანდახან მაგრად თავხედობდა ეთერში, მსმენელებს ეღადავებოდა და ამ დროს მე რა მიხაროდა აზრზე არა ვარ.. 

ხმის მიხედვით დავასკვენი, რომ ჩემი საყვარელი DJ დათო უნდა ყოფილიყო ძალიან მაღალი და ზორბა.. მაშინ, თუ არ ვცდები, "არტ იმედის" პერიოდი იყო და "ყაზბეგი" კონცერტებს აფინანსებდა. ერთ მშვენიერ დღეს კონცერტი გორის თეატრის წინაც გაიმართა და მისი წამყვანი DJ დათო აღმოჩნდა, რომელიც იყო მაღალი (ან არც ისე, მაშინ პატარა ვიყავი) და სასტიკად გამხდარი..

და კონცერტიდან მეტად იმედგაცრუებული წამოვედი, წარმოსახვა რეალობას რომ არ დაემთხვა.  

თუმცა, ამ ყველაფერს არ შეუშლია ხელი იმაში, რომ ისევ დათოს ერთგული მსმენელი ვყოფილიყავი. ისევ ზეპირად ვიცოდი მისი საეთერო დრო და ექვსი საათი ისევ ვერ მადღლიზავდნენ რადიოს.

ეს ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ ერთ მშვენიერ დღესაც, ეთერის დასაწყისში, DJ დათომ განაცხადა, ეს ჩემი ბოლო ეთერიაო. იმ დღეს გერმანული მქონდა ცაროსთან, სამ საათზე. რიქვესტ შოუ უნდა ყოფილიყო სამიდან ოთხამდე და მაგრად მაინტერესებდა ბოლო ეთერში რას მიწერდნენ მსმენელები, ან თვითონ რას იტყოდა, მაგრამ ცაროსთან ვიყავი წასასვლელი და სულ ცრემლების ღვრით წავედი. მახსოვს, ასე ვფიქრობდი, ნუთუ ცაროს არ ესმის, რომ DJ დათო მიდის და იქნებ ვეღარასოდეს მოვუსმინო, რა დროს გერმანულია-მეთქი..  

ჰხოდა, მოკლედ, ასე..
რას მოვაყოლე ეს პოსტი და ერთი კვირის წინ რომ ვუსმენდი "ფორტუნა პლუსს" და ნოსტალგიებმა დამჯიჯგნეს..
დღეს ვიხსენებდი, რომელ დღეს წავიდა ეგ ტიპი რადიოდან და დღე ზუსტად ვერ გავიხსენე, 2004 წლის 4 ან 8 ნოემბერი უნდა ყოფილიყო...  
იმ დღის შემდეგ, "ფორტუნა +"-სათვის აღარ მომისმენია. იმ ბიჭის ხმა კი დღემდე მახსოვს და სულ ვეძებ FM დიაპაზონზე, მაგრამ ვერსად ვერ წავაწყდი.
მაგრამ იქნებ ასე ჯობს, დოდკას ეს პოსტი წავიკითხე გუშინ და რასაც წერს, ისე რომ დამემართოს ძალიან დამწყდება გული.  

პ.ს. ისა..

იქნებ იცოდეთ მაინც რადიოში თუ მუშაობს ისევ, რომელ სიხშირეზეა?!

14 comments:

tatusi said...

აი სწორედ წეღან ვამბობდი რომ რაადიო ძალიან ძალიან მიყვარს. ჩემი უდიდესი ოცნებაა საკუთარი რადიო მქონდეს, მე და მარი ახსიაშვილი გავერთიანდით :)) თ გინდა შენც შემოგვიერთდი :D

Da-v-iD said...

:) ხშირად ოცნება უფრო სასურველია ვიდრე რეალობა :)

tatusi said...

eg ocneba realur saxes darwmunebuli var male migiebs

Keti said...

ერთადერთი რადიო, რომლის ერთგულიც ვიყავი, "პირველი რადიო" იყო. მგონია, ახლაც კარგი რადიოა, მხოლოდ მე გადავეჩვიე მის სმენას :)

mr.picasso said...

მეც მახსოვს ეგ გადაცემები. მაგ დროს ქართული ესტრადის თავგამოდებული გულშემატკივარი ვიყავი და მაგ გადაცემაში კიდე ახალი სიმღერების პრემიერები იყო ხოლმე და ისე როგორ რომ ჟურნალ ოსკარში ან ვარსკვლავებში (რომლის უზარმაზარი კოლექცია დღემდე მაქვს შემონახული) დაანონსებული სიმღერა პირველად არ მომესმინა.
ეეეე არ ყოფილხარ აბა დჯ. დათოს ფანი ბოლო ეთერს თუ არ მოუსმინე:)

გურამი said...

ჰეჰე. :) მეც მახსოვს ეგ პერიოდი. ველქამ თუ ჯამაიკააა. :) ის მუსიკა თუ გახსოვს, 2001 წლის 1 იანვარს გავიდა, დიჯეები ლაპარაკობდნენ რაღაცეებს და პახოდუ ფონად საკაიფო საქსაფონები მიდიოდა.. პერვი ძენ ნიძელი, პერვი ძენ მესეცა, პერვი ძენ გოდა.. :) დჯ.დათო იმ კლიპშია, სეიშენი რომ მღერის მემგონი "არც თუ იმდენი მსურს.." :) ეე, ამეშალა ახლა მოგონებები..
:)
დჯ.ფრეში საკაიფო მუსიკას კი უშვებდა, მარა შუა სიმღერაში ჩააკვეხებდა ხოლმე რაღაცას და მე კასეტაზე ვერ ვიწერდი ამის გამო. :( კიდე დჯ.ფრეში და ქრაიმის მიქსი "ჩვენ არ გვინდა პოლიტიკა.." კაი იყო. შუქი ქრებოდა ხოლმე ხშირად და რადიო რჩებოდა ინფორმაციის წყაროდ. ბატარიები 2 დღე თუ გვიძლებდა.

ნასტასია said...

radios da chemi siyvaruli sul dedachemis da radios siyvaruls damsaxurebaa,memkvidreobitia...:D :D :D

ogond me fortuna pliusi ara,mcvane talga da aw ukve kai xnis gardacvlili ,,evrika'' miyvarda...tan rogor ...:D

Uni said...

უი მაგ დათოს გვარი ვიცი მე:)
თუ გინდა გეტყვი:)
და კიდე რომელიღაც ქართულ სამ წევრ-ბიჭიან ჯგუფთან ქონდა ჩაწერილი რაღაც საშინელი სიმღერა, კლიპიც იყო მგონი :)

vasasi said...

uni: მითხარი აბა.. :))

მაგრამ ეგ რაში დამეხმარება თუ რადიოში არ მუშაობს.. :((

მაგრამ მაინც მითხარი, დამატებითი ინფორმაცია მეცოდინება.. :))

mariakhsiashvili said...

ვგიჟდები რადიოზეეეეეეეეეეეეეე...

knuti said...

მე 105-ის ფანი ვიყავი... ღამე ჩახუტებული ქონდა და ისე ვისმენდი ხოლმე...
როგორ მიყვარდა არტები. უჰ ^^

ოცნებად აქვს დჯ-ობა, მაგრამ 105-ის ტიპის რადიოში, როფტუნა+ ობას ვერ ავიტან :დ

kikito said...

gvari gaige da fb-ze iqneba :))))

vasasi said...

ინგა, მართალი ხარ, მაგრამ საიდან გავიგო? :(

სოფი SUNNY გოლდენი said...

ვაიმე, ეს რა გამახსენე. როგორ მიყვარდა რუსული ეთერი, იცი? გავაფრინე, როცა გააუქმეს. მაგრამ მე ფორტუნას დიჯეები უფრო მიყვარდა. აჩი ფურცელაძეს, ლევან ჯავახიშვილს და მიშა მდინარაძეს მიჰყავდათ რაღაც გადაცემა, ვბღაოდი, ისე მიყვარდა :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger