Tuesday, September 22, 2009

Studieren alle!..


რა სათაურის პასუხია და, გუშინ სწავლა-განათლება დამეწყო.

ეს ჩემთვის ბოლო სასწავლო წლის დასაწყისია და, ცოტა არ იყოს, პანიკა მაქვს.

რა სისულელეა, უნივერსიტეტი მომენატრება არა კვახი!..

უბრალოდ, რომ ვამთავრებ მერეს პანიკა მაქვს..

გვყავს ახალი ლექტორები (ერთის გამოკლებით) და უსაზიზღრესი ცხრილი. ოთხშაბათს არ ვსწავლობ, სამაგიეროდ, შაბათს ვსწავლობ და ისეთი პირი უჩანს, გადმოტანის პონტი არ არის.

გუშინ, უნივერსიტეტში მისვლისთანავე ეს პლაკატი შემომეჩხირა თვალებში.

ახლა მე თქვენთან მაქვს ერთი კითხვა: როგორი ადამიანის მიერ არის ეს პლაკატი დამზადებული, ”ალმა მატერის” კეთილმოსურნის თუ არაკეთილმოსურნის მიერ?.

მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ პლაკატი ახალგაზრდა დედის გაკეთებულია, რომელმაც ან ერთი თვის წინ იმშობიარა, ან ორსულად არის და დღე-დღეზე ელოდება.

ტექსტი ნორმალურია ასე თუ ისე, მაგრამ ეს ბავშვები კატასტროფაა, რა უნდა უნივერსიტეტის სარეკლამო ბილბორდზე თოთო ბავშვებს, ვის გაუგია?..

მოკლედ, მე არ ვიცი რამდენად გაეცნობიან რობაქიძის მესვეურები ჩემს ამ პოსტს, მაგრამ თუ წაიკითხავენ, მინდა მადლობა გადავუხადო იმ გუშინდელი 5 წუთისათვის, რომელმაც ძირს გორაობამდე ხარხარი მაჩუქა.

ლექტორებს რაც შეეხებათ...

გუშინაც გვქონდა, მაგრამ დიდი ვერაფერი, სამნი ვისხედით და ვითომ ლექცია იყო. სამაგიეროდ, დღეს გვქონდა ლექცია.

მე მგონი, ეს ერთ-ერთი ლექტორია, რომელზეც ცუდი შთაბეჭდილება არ დამრჩენია .

მოკლედ, მაკა ამბობდა, ჩემი უფროსია და ძალიან მაგარი კაციაო.

ამგვარად, ჩემი ახალი ლექტორი გახლავთ სულხან მელაძე, ვიფიქრე, ვინ არის-მეთქი და ”ცაიტნოტი” ამომიტივტივდა თავში. შინაარსი დიდად არ მახსოვს, მაგრამ ეფექტური სტუდია ჰქონდათ, წითელი. ახლა ვაპირებ დავსერჩო იუთუბზე, იქნებ გადაცემების ჩანაწერები აღმოვაჩინო, ნდობისათვის არის საჭირო.

მოკლედ, ამ კაცმა ნორმალურად ილაპარაკა, ცოტა ამპარტავნული კი გაჰკრავდა, რასაც ორგანულად ვერ ვიტან, მაგრამ ზოგთან შედარებაც არ არის...

ყველაზე მეტად რაც გულს მომეფინა, დღეს ვაზელინობის სამიოდე შემთხვევა აღკვეთა, თან პირდაპირი და ზუსტად მიანიშნა ჩემს კოლეგებს....

საერთოდაც, მგონი, რაც სასწავლო წელი დაიწყო, ეს პრობლემა ისევ აქტუალური გახდა.

გამეორება ცოდნის დედააო და, სულ უფრო მეტად მიჭერს ყელში ამგვარი რაღაცები!..

აი, ჰაერში ტრიალებს და გინდა თუ არა გაცხია..

ერთხელ ერთმა თქვა, ვაზელინს ერთი მაგარი თვისება აქვს: არ გემჩნევა, მაგრამ გისვიაო..

რატომ ჭირდებათ ადამიანებს ამისი გაკეთება, ჩემამდე არ დადის.

საქმე იმაშია, რომ ამგვარი ადამიანები ხშირად აღწევენ დასახულ მიზნებს. აბსოლუტურად ყველანაირს.

გუშინ ვნახე ბატონი თემური.

არ მინდოდა მისი ნახვა, მაგრამ დერეფანში შემხვდა და ვნახე.

როგორ ხარო, მკითხა, გაშავებულხარ, სად იყავიო.

მეთქი, კარგად, თქვენ როგორ ხართ-მეთქი..

სულ ეგ იყო..

და რომ გამოვტრიალდი, საშინლად დამწყდა გული..

ისე საშინლად, რომ გული ამომიჯდა და კინაღამ ვიტირე.

რის გამო..

და რატომ?..

უმიზეზოდ!

იმიტომ, რომ ჩვენ რეალობა დავაფიქსირეთ!..

და ხომ დავაფიქსირეთ?!

მთავარიც ეს არის ალბათ.

ვისაც ეხებოდა, მთელი ცხოვრება ემახსოვრება ფარისევლობის წინააღმდეგ გამართული ის პატარა აქცია..

მოკლედ, სახლში რომ გულდამძიმებულ-ნერვებჩაწყვეტილი (მეც არ ვიცი რატომ) მოვდიოდი, გზაზე ბილბორდი დავინახე, რაღაც ახალი რადიოსი იყო და ზედ ჯეკსონებთან, თერნერებთან და კიდევ ვიღაცებთან ერთად, ამ ფოტოთი ჩემი თავგასიებულებიც იყვნენ გამოსახულები.

და გამეღიმა...


3 comments:

Natalia said...

პირფერობა მეც ძალიან მაღიზიანებს, კი არადა მეზიზღება!

მაგრამ ყველა ასე გაიძახის, და საბოლოოდ ვინ არის აფერისტი და ვინ - არა ვეღარ გავიგე :D

ნასტასია said...

vazeliniani xalxi cudi xalxia,xoooda,cud xalxs cudad unda moeqce,yvelase cudad moqceva kide ignoria...

shenc netari gaxdebi da agar shecuxdebi...

xoooda,yvelanairi dasacyisi xo kaia,amito gaigime axal cels :)

mr.picasso said...

აუ რა კარგია რომ ჩემს უნივერსიტეტში მსგავსად ფონს გასვლა არ ხდება იცი კარგი ბავშვი ხარ არ იცი როცა გეცოდინება მერე მოდი და კაი ბავშვი იქნები:) მე იქით კვირას მეწყება სწავლა და მანამდე მინნდა რომ კარვებით ქალაქგარეთ გავიდე ვილოთაო ვიბომჟაო და მერე სწავლას შევუდგე

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger