Wednesday, September 9, 2009

მზის შვილები - ნაწილი V


ინკების უზარმაზარი იმპერია ესპანელთა სულ რაღაც 200 კაციანმა რაზმმა დაიპყრო. თანაც მინიმალური დანაკარგით.

კლაუდიო პისარო ერთი წერა-კითხვის უცოდინარი კაცი გახლდათ, ახალგაზრდობაში ღორებს მწყემსავდა და, როგორც ბევრი, ისიც მოხიბლა ხმებმა ოქროს მიწების შესახებ.

პისარომ მიზნად დაისახა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, აუცილებლად მიეგნო ოქროს მიწებისათვის. 1527 წელს მან დიდი გაჭირვებით მიაღწია ქალაქ ტულებესას და ადგილობრივი ინდიელისაგან შეიტყო, რომ არსებობდა ქვეყანა, სადაც სასახლეები ოქროსა და სხვა ძვირფასი ლითონებითაა მოჭედილი. პისარომ კარლოს მეხუთეს დამატებითი ძალები სთხოვა და მეფისგანვე მიიღო იმ მიწების გუბერნატორობა, რომლებსაც დაიპყრობდა.

1532 წელს პისარომ პირველად დადგა ფეხი ინკების მიწაზე. მან ისარგებლა სამოქალაქო ომით, რომელიც ატაულაპასა და უასკარს შორის მიმდინარეობდა საპა ინკას ტიტულის მოსაპოვებლად და გაანადგურეს ისინი.

ესპანელებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქალაქების დაგეგმარებამ. განსაკუთრებით კი ქვით მოპირკეთებულმა არხებმა, რომლებშიც სასმელი წყალი მიედინებოდა.
პისაროსა და მისი ბანდის მოხვედრა კუსკოში, რამდენადმე ჰგავს კორტესის მოხვედრას ტენოჩტიტლანში. ინკებს ჰყავდათ მიწისა და დროის შემოქმედი ღმერთი ვარაკოჩა, რომელიც ოკეანის გავლით წავიდა და ინკები მის დაბრუნებას ელოდნენ. სწორედ ვარაკოჩად მიიჩნია პისარო ატაულაპამ და კუსკოს კარიბჭე გაუღო.

გაიარეს რა ძნელად სავალი ბილიკები, ესაპანელებმა 6000 უიარღო ინკა მეომარი ისე გაწყვიტეს, თავად ერთი კაციც არ დაუკარგავთ.

ატაულაპამ შეინარჩუნა სიცოცხლე და ყველა პრივილეგია. მან 20 დღეში ისწავლა ესპანურად საუბარი და წერა-კითხვა, რაც წარმოუდგენლად მიუღწეველი აღმოჩნდა წერა-კითხვის უცოდინარი პისაროსათვის.

შენიშნა რა ატაუალპამ ოქროს დანახვაზე ესპანელთა თვალებში სიხარბის ნაპერწკალი, საკუთარი თავის გათავისუფლებაში ფანტასტიკური გამოსასყიდი შესთავაზა: 6,7 X 5,2 ფართობის ოთახის ოქროთი გავსება საკუთარი თავის სიმაღლეზე, და ინდიელთა ორი ქოხის ვერცხლით გავსება, რითაც, ფაქტობრივად, საკუთარ თავს გამოუტანა განაჩენი.

ინკებისათვის ოქრო არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენდა. მას მზის ოფლს უწოდებდნენ, ვერცხლს კი მთვარის ცრემლებს. ინკები მათგან შესანიშნავ ნაკეთობებს ამზადებდნენ. ვალუტად ვალუტად კი ქსოვლის მიიჩნევდნენ.

ესპანელებმა ატაულპას მიერ გადახდილი ოქრო გადაადნეს, (სულ გამოვიდა 6 078 კგ), თავად ატაულპას კი, ჯერ ქრისტიანობა მიაღებინეს, შემდეგ კი ჩამოახრჩვეს.

ოქრო მთლიანად გადაგზავნილ იქნა კარლოს მეხუთესთან.
მათ შორის იყო ოქროსა და ვერცხლის საუკეთესო ნაკეთობანი, რომლებიც ჯერ მეფის სასახლეში გამოფინეს, შემდეგ კი ჩაიდინეს მართლა საშინელი ვანდალიზმი და ხელოვნების ეს შესანიშნავი ნიმუშები გადაადნეს.

ცოცხლად გადარჩენილი ინკების ერთი ნაწილი, მეფე მანოკოს კვლავ აგრძელებდა ბრძოლას დამპყრობლების წინააღმდეგ. მათ ჯუნგლებში ააგეს შესანიშნავი ქალაქივილიკაბამბ. 1572 წელს ესპანელებმა კუსკოს მოედანზე თავი ინკების უკანასკნელ ბელადს - ტუპაკ ამარუს მოჰკვეთეს, რითაც დასრულდა ინკების დინასტია.

აცტეკებისა და მაიასაგან განსხვავებით, ინკებიმა მოახერხეს თავისი ინდივიდუალიზმის მეტად შენარჩუნება. ინკების შთამომავლები დღემდე ცხოვრობენ სამხრეთ ამერიკის ქვეყნერბის - პერუს, ბოლივიისა და ეკვადორის ტერიტორიებზე. მათი რაოდენობა 18 მილიონია, რომელთა 5/6 დღემდე იმპერიის ოფიციალურ, კეჩუას ენაზე საუბრობენ, რომელსაც ძველად "რუნა სიმი" (ადამიანური ენა) ეწოდებოდა. მათ დღემდე სჯერათ, რომ ტაუანტინსუიუს იმპერია აღდგება და ძველ დიდებას დაიბრუნებს.

და ბოლოს, მინდა წარმოგიდგინოთ ინკების მიერ შექმნილი ოქროს ნაკეთობანი. ისინი, რომლებიც გადარჩნენ.

2 comments:

Keti said...

საოცრად მომწონს მზე (ბოლოდან მეორე ფოტო), თუმცა ყველა...
კარგი წასაკითხი იყო.

spacecrusader said...

ეს ესპანელები რა!
არ უნდა გაუშვა წერა-კითხვის უცოდინარი კაცი ასეთ ადგილას! :|

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger