Thursday, October 1, 2009

მოქოთქოთე პოსტი


ჰხო..
ვინაიდან ამ დღეებში უინტერნეტობას განვიცდი, თავი სადღაც კუნძულზე მგონია..
შესაბამისად, ბლოგერებს ერთი პაატარა და მოკრძალებული ბოდიში მინდა მოგიხადოთ იმისათვის, რომ ვერ ვკითხულობ თქვენს ბლოგუნებს ამ მიზეზის გამო, მაგრამ პირობას ვიძლევი, რომ ამ შაბათ-კვირას აუცილებლად გადავიკითხავ..

მოკლედ, ამ დღეებში დავაკვირდი და, ძაღლუკების მიმართ ნოსტალგია-დეპრესია თუ სიყვარული გამიმძაფრდა.
თან ძალიან..
აგერ, პოსტის ფოტოც ამას მოწმობს. რა საყვარელი და მოსაბურჯღნია ეს ძაღლუკააა..

რამდენჯერმე ძაღლუკა შემხვდა ქუჩაში..
აი, მე რომ ვოცნებობ, ისეთი..
კოკერ-სპანიელის ჩალისფერი, თბილი და ადვილად მოსაბურჯღნი ძაღლუკა და ხერხემალი ამიცახცახა..
ვერ მოვეფერე, იმიტომ, რომ მეჩქარებოდა..

და კიდევ: მანქანების მიმართაც ასე დამეწყო. მგონი, სერიოზული გარღვევა მაქვს თავში მოთავსებულ ნაცრისფერ ნივთიერებაში.
ნუ, ყველა მანაქანისადმი მაქვს ეს ინტერესი, მაგრამ განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ჩეემი Toyota Corolla-სადმი, რომელიც ყველა ფეხის ნაბიჯზე მხვდება და მართლა მეძახის, მე კი ამ დროს ხერხემალი უფრო მეტად მიცახცახებს და გულის პერანგი მეწურება, იმიტომ, რომ ვერ ვუსრულებ თხოვნას..

მოკლედ, ავადმყოფურად ამოვიჩემე ეს კოროლა, თუმცა, ყველა, ვინც ჩემზე მეტად არის ჩახედული მანქანების შინაგან ორგანოებში, მეუბნება, რომ მანქანა, რომელიც სპეციალურად ჩემთვის შექმნეს იაპონელებმა, არაფრის მაქნისი და უვარგისია, მაგაზე ფიქრიც კი არ ღირსო, მე კიდევ ამოჩემებული მაქვს.

ჰხოდა..

ცოტა არ იყოს, ექსტრემალურ პირობებში ვარ და უთემო პოსტებს ვაფრქვევ, მაგრამ რამდენიმე აზრიანი და საინტერესო პოსტი კი მაქვს ჩემთვის შემონახული..
ცოტა დასალაგებელი მაქვს და მერე აუცილებლად შემოგთავაზებთ რაც შეიძლება სრულყოფილი სახით..

ახლა ენა მექავება ისე მინდა გითხრათ რაზე ვაპირებ დაწერას, მაგრამ თავს შევიკავებ, იმიტომ, რომ თუ დავიწყებ, უნდა გავაგრძელო და თუ გავაგრძელე კიდეც უნდა დავამთავრო..

(OMG, რას ვბოდიალობ.. )

ჰხო..
განათლებას რაც შეეხება..
სულ უფრო და უფრო ხშირად ვფიქრობ იმაზე, თუ რა დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი საიდუმლო სამსახურებში..

ბატონო ვანო, ჩემი წინა პოსტი არ წაგიკითხავთ არა?..

კი არა, ახლა ეჭვებში ვარ, წელს ვამთავრებ და ვფიქრობ რა ვქნა, ჩავაბარო იურიდიულზე სისხლის განხრით თუ არა?.
აი, ყოველ ლექციაზე მწყდება გული იმაზე, რომ მივქარე ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ რაღაც, დაახლოებით, ამდაგვარი ვქენი..
არადა, მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა იურისტობისათვის ვემზადებოდი..

ჰხოდა, რა ვქნა ვერ ვხვდები..

თან, რომ ჩავაბარო, 24 წლისა დავამთავრებ და ეგ საკმაოდ გვიანია ჩემი აზრით. მერეც, რომ არ ჩავაბარო, ვიცი, მთელი ცხოვრება შეიძლება სინდისი მქენჯნიდეს საკუთარი თავის წინაშე და არ ვიცი რა ვქნა..

არადა, ეს უსაქმურობაც მომბეზრდა, მინდა სამსახური დავიწყო დროზე, სახლიდან დილის ცხრაზე გავიდე და შვიდზე შემოვიდე დაღლილი..

და თან ვიწუწუნო..

აუ, ხვალ კატასტროფა დღე მელის..

დილიდან დაღამებამდე უნივერსიტეტი..
ისე, საინტერესო ლექცია მელოდება ბოლოში.
და აქვე მინდა მადლობა გადავუხადო სულხან მელაძეს არაჩვეულებრივი იდეისათვის. იგავები ძალიან მაგარია, თან ბევრის საშუალებას გაძლევს..

ნუ, პრინციპში, ისიც მაგრად გამიხარდა პარასკევს რომ გვაქვს კონფერენცია და არა შაბათს, შაბათს დილიდანვე მოვხევ გორში..
რაღაც, ბოლო დროს ძალიან შემიყვარდა იქაურობა..
უფრო სწორად, ომის შემდეგ.
ერთი სული მაქვს, როდის გავიქცევი ხოლმე..


P.S. რაშია იცით საქმე, ვითომ ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა, მაგრამ გუმანით ვგრძნობ, რომ რაღაც ყარს, თან ძალიან და ვერ მივმხვდარვარ რა არის...

აი, უკვე რამდენი ხანია ამაზე ვფიქრობ, გამუდმებით ვტანჯავ ტვინს, მაგრამ ვერ ვხვდები, თუმცა, იმასაც ვგრძნობ, რომ აუცილებლად მივაგნებ იმ რაღაცას, რაც ასე ძალიან ყარს...

3 comments:

mr.picasso said...

მეც რამდენი დღეა აღარ წამიკითხავს სხვისი პოსტყები:( ძაღლუკა ძაან საყვარელია მეც მინდა ასეთი მაგრამ სახლში რომ მივიყვანო ბებიაჩემი მაგ ძაღლთან ერთად გამაგდებს გარეთ მე მაგის მოვლის დრო არ მაქვს იმას სურვილი ასე რომ შორიდან დორბლი მდის როცა ასეთ საყვარელ არსებებს ვხედავ.
მანქანები მეც ვიზუალურად მომწონს ყველა დადის და რა განსხვავებაა ვერ ვხვდები.
სად სწავლობ შენ?

Kate said...

"რადა, ეს უსაქმურობაც მომბეზრდა, მინდა სამსახური დავიწყო დროზე, სახლიდან დილის ცხრაზე გავიდე და შვიდზე შემოვიდე დაღლილი..

და თან ვიწუწუნო..
"
დილის 8–ის ნახევარზე ვდგები ყოველდღე.
9–ზე გავდივარ და 7–ზე შემოვდივარ.
ვწუწუნებ.


სმაილებს ჩარჩოები რომ მოაშორო, არ გინდა???

vasasi said...

გოჩა, "ალმა მატერში" ვსწავლობ, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.. :))

ქეთი, არ ვიცი როგორ მოვაშორო.. :(

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger