Saturday, October 3, 2009

კულინარიული ფანტაზიები


მოკლედ, დღეს ისეთი დღეა, მე რომ საშინლად არ მიყვარს.
ანუ დედაჩემი მორიგეა.
დილით ჩამოვბოდიალდი გორში. გუშინ სასტიკი დღე მქონდა. რვა საათამდე უნივერსიტეტში ვისხედით პრესკონფერენციაზე, მერე სახლში მარტო ვიყავი და ვიჯექი მოწყენილი. ერთადერთი, ჩემი წიგნუკა მივუახლოვე დასასრულს..
მოკლედ, ჩამოვედი და მშია.
დედაჩემი კი სამსახურში დამხვდა.
მე კიდევ, ერთი სული მქონდა როდის ვნახავდი. არ მიყვარს დედაჩემი სახლში რომ არ არის, ამაზე პოსტიც მაქვს დაწერილი.
მოკლედ, ამ რამდენიმე დღის წინ იდეა მომივიდა თავში, რომ გუფთა მინდოდა. და ახლაც, რომ ჩამოვედი, ჩემთვის ჩავიბურტყუნე, ხვალ გუფთას შევჭამ-მეთქი.
ჰხოდა, არ ვიცი ჩემმა ძმამ საიდან გააძრო, გატარებული ხორცი მოიტანა და მეუბნება, აგერ და გააკეთეო..
ჯერ თვალები გამიფართოვდა, მერე გადმომცვივდა და ბოლოს, ისევ თავის ადგილას ჩაჯდა. ვიფიქრე, ხომ არ მეკაიფება ეს ბავშვი, რაც მართალია, მართალია. სერიოზული საჭმელების გაკეთება არ ვიცი..
ჰოდა, საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, ერთობლივად შეგვეთითხნა რაღაც საჭმლისმაგვარი.
ჩემს ძმას სამჯერ ჰქონია ნანახი, როგორ აკეთებდა დედაჩემი გუფთას, მე არცერთხელ. ამგვარად, გამოცდილების გადანაწილების ხარჯზე, უშუალო შემსრულებელი ჩემი ძმა აღმოჩნდა, მე კი დავფრცქვენი ხახვი, კიდევ მწვანილი (სახელები არ ვიცი ოღონდ, ერთი ფერადი მწვანილი რომ არის ის ვიცი, რეჰანი თუ ნიახური ჰქვია)..
კვერცხი ვუყავით და რაღაცა გამოვიდა.
თან ამ პროცესში მაგრად ვხალისობდით. რას ვიზამთ, ხანდახან კი ვჩხუბობთ და არცთუ იშვიათად, მაგრამ მაინც როგორი მზრუნველი ძმა მყავს, ხერხემალი ამიცახცახდა.
დავდგით ქვაბი და ვეცადეთ მოგვეხარშასავით.
ახლა დგას და იხარშება, ჩემი ძმა დატყდა თავის ძმაკაცთან და ეს ამხელა საჭმელი მე გადმომაბარა მისახედად.
ჰოდა, წესით უკვე მოიხარშებოდა, გავალ ერთი და ვეცდები ვჭამო..
იმედია, ხვალ ან ზეგ არ დამიჭერენ საკუთარი ოჯახის განზრახ მკვლელობის გამო..
ისე, თუ ივარგა, ალბათ ჩემ გარდა არავინ შეჭამს, იმიტომ, რომ უამრავი წიწაკა ვუყავი...

2 comments:

Tomushka said...

miyvars gufTa.
suratze ra kerdzi devs? Zalian gemrielad gamiyureb gansakuTrebiT sousi.
mandac xorcis burtulebia da brinji magram sousi raa?

vasasi said...

რა ვიცი აბა, გუფთა რომ ჩავწერე, ეს ამომიგდო და ეს ეტყობა არის გუფთა ბაჟეში.. :))

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger