Sunday, October 4, 2009

არსობისა


შემოდგომა მოვიდა...
კი კარგა ხნის წინ მოვიდა, მაგრამ რატომღაც ახლა ვიგრძენი..
ყურძნის სუნი ტრიალებს ჰაერში და ყველაფერს მოტკბო სუნი ასდის.
არ მიყვარს შემოდგომა..
დასამალი აბა რა არის?
სექტემბერს აიტანს კაცი, მაგრამ არა ისეთს, როგორიც წელს იყო..
ოქტომბერში მცხეთობა მიყვარს..
ნოემბერი კი მძულს...
საზიზღარი პერიოდია..
აი, საზიზღარი..
რაღაცნაირი...
ბოროტი..
მარტისადმიც ეს დამოკიდებულება მაქვს.
და საერთოდაც, არ მიყვარს გარდამავალი პერიოდები.

მე მჯერა იმის, რაც თქვეს.
მაგრამ ფაქტი სხვაა...
რამე რომ ყოფილიყო, აქამდე გამოჩნდებოდა, მაგრამ ეს რომ ისევ არის?.
სულ რაღაც სისულელეები მომდის თავში.
არადა, შინაგანად მშვიდად ვარ.
არაფრის მეშინია, მიუხედავად იმისა, რომ ომამდე არც ტანკისტი ვყოფილვარ და კუდამოძუებულიც გავრბოდი..
დასამალი არც ეს არის..
და საერთოდ, დასამალი არაფერი არ არის..
მანამ, სანამ ადამიანები რაღაცებს დამალავენ, სადღაც შეჩურთავენ, მანამდე იქნება უნდობლობის გრძნობა ერთმანეთში..
ეს არ არის სასარგებლო..
ბავშვობაში მეგონა, რომ მხოლოდ პატარები იტყუებოდნენ.
დიდები იმდენად კდემამოსილები, კარგები და გადასარევები მეჩვენებოდნენ, რომ მსგავსი მკრეხელური ფიქრები მათდამი არც გამივლია გულში.
საერთოდაც, ბავშვობაში ბევრი რამე მეგონა და მერე, ასაკის მატებასთან ერთად, სათითაოდ დამემხო თავზე.

საინტერესოა არა?
ბავშვობაში ყველანი თითქმის ერთ რამეზე ვოცნებობთ.
ვოცნებობთ კი არა, დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი ისე იქნება..
მაგრამ ვიზრდებით..
ვიზრდებით და რაღაც პრობლემები იჩენს თავს, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებელია და გვწამლავს პერიოდებს.
ქართველებმა რომ იციან, ბრტყელ-ბრტყელ სადღეგრძელოებში მშვიდობის, ოჯახის, ჯანმრთელობისა და მსგავსი რაღაცების დალოცვა, ყველა ჰაერზე ეთანხმება..
ამ და სხვა რაღაცების მნიშვნელობას კი მანამდე არასოდეს ვუღრმავდებით, სანამ მათგან გამოწვეული პრობლემები არ შემოგვიტევს მიკრობებივით.

ჰო, დასამალი აბა რა არის?
არც არაფერი, და მეც შინაგანად მშვიდად ვარ.
ზუსტად ისე, ომის მესამე დღეს რომ ვიჯექი და ჩემს ჯგუფელს ამის შესახებ ვწერდი..
ახლაც ასე ვარ..
მშვიდად..
შინაგანად მშვიდად..
მაგრამ მენერვიულება..
მენერვიულება და თან ძალიან..
ძალიან იშვიათად, მაგრამ ჩემი წინათგრძნობები არ მართლდება და როცა რეალობა ერთიანად მატყდება თავს, ისტერიკაში ვვარდები..
ძალიან არ მინდა, ეს შემთხვევა იმ იშვიათი გამონაკლისთაგანი იყოს..
ძალიან არ მინდა..

2 comments:

iaponia said...

თავისებური მუღამი აქვს შემოდგომას , ყურძენი , კარალიოკი და მსგავსი სასუსნავები :D მაგრამ ნოემბერი არც მე არ მიყვარს !

mr.picasso said...

მეც შემეტყო შემოდგომა ავყავისფრდი ასე მემართება ხოლმე ყავისფერი მიყვარდება შემოდგომობით.
ხო მე ვერ გამირკვევია ეგაა მიყვარს თუ არა შემოდგომა მიყვარს ყურძენი ბროწეული და მანდარინი მოკლედ ალბათ რადგან შემოდგომის ხილი მიყვარს მეყვარება კიდეც შემოდგომა:)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger