Tuesday, October 6, 2009

ყველაფერი კარგად იქნება

სანამ გამოჩნდებოდა, ამ ფილმზე ამბობდნენ, რამდენიმე დღის ბილეთები წინასწარ არის გაყიდულიო.
გუშინ მაგის გამო ფათხაფუთხით გავვარდი ლექციის მერე და განწირული სახით შევევედრე მოლარეს, ბილეთი არის-მეთქი? და იმ ქალმა, შეხედე კომპის ეკრანს, ლურჯი და მწვანე ადგილები თავისუფალია და ამოარჩიეო. ჯერ ვერ მივხვდი, მიუხედავად იმისა, რომ ეკრანი კარგა ხანს ვათვალიერე. ბოლოს შევბედე და უწყინარი კითხვა დავუსვი: ანუ, ყველ;ა ბილეთი გაყიდულია-მეთქი? და ქალმა, არა, ეგ ადგილებია ცარიელიო.
ჰო, ისა..
ვისაც ზღარბი ბარათი გაქვთ, 10%-იანი ფასდაკლებაა მაგით და შეგიძლიათ 1 ლარი დაზოგოთ..

ბილეთები რომ ავიღე, მოვიდა ინფო, რომ საშინელი ფილმია, წასვლა არ ღირს, უაზრობებითა და უადგილო ადგილას ჩაკვეხებული უხამსობებით არის გატენილიო და, ცოტა არ იყოს, გული დამწყდა გადახდილ 7 ლარზე, დამეცადა და ინეტში რომ გამოჩნდებოდა ვერ ვნახავდი-მეთქი?.

მოკლედ, ამგვარ კრიტიკულ ნოტაზე წავედი "ამირანში"..
რა ვიცი, რამდენი ქართული ფილმიც გამოვიდა ეკრანზე, თითქმის არც ერთი არ გამომიტოვებია და, მინდა ვთქვა, ამ ფილმმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

მარტო სიუჟეტი არ იყო სანახავი, გაცილებით მტკივნეული და პრობლემური ქვეტექსტები იდო, უფრო ისეთები, რომლებიც რეჟისორს აწუხებს.

სიუჟეტს არ მოვყვები, იმიტომ, რომ ვისაც არ გინახავთ, მერე შეიძლება ნახვა გადაიფიქროთ..
უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ არაფერი ზედმეტი არ ყოფილა.
ერთადერთი, შორენა რომ იხდის ბოლომდე, მაგ ადგილის შინაარსს ვერ მივხვდი. ჩემი გადასარევი და არაჩვეულებრივი აზრით, ეგ მომენტი, უბრალოდ, ცოოტა სკანდალური იმიჯი რომ შემატებოდა ფილმს, მაგიტომ ჩაურთეს, თუმცა მთლად ბოლომდე ვერ გამართლდა ვარაუდი, იმიტომ რომ შორენა რომ იხდის, ეგ არავის უკვირს, მოძველებული ამბავია..

:მართლმადიდებელმშობელთაკავშირი:

საბოლოო ჯამში ფილმი არის კრიტიკა.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მკვეთრად ტენდენციური.
ხელისუფლება მშვენივრად არის გაღადავებული, სარკაზმიც ბლომად იყო, ნუ, ზოგ სიტუაციებში გადაჭარბებულიც..
ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა. თუ ფილმში მარტო ასე, ცალსახად არ იქნებოდა ხელისუფლების გაშარჟება და რეჟისორი ცოტა ოპოზიციასაც გაჰკრავდა კბილს.

მაგრამ, რა დასამალია, რომ ვარსიმაშვილი ოპოზიციურს "აწვება", ჰოდა, ამგვარად გული მოიოხა.

ყველაზე მეტად მესიამოვნა, ეს სომხების როლია ფილმში. აი, აბსოლუტურად ყველაფერს რომ ჩემულობენ, ყველაფერი მათი რომ არის და ა.შ. ჩვენ რომ გვეცინება, მაგრამ ამის უკან რაც იმალება ეგ სასაცილო კი არა, სატირალი რომ არის, თუმცა ეს სატირალი მომენტი არ ჩანდა ფილმში.

სიუჟეტი მთლიანად აბსურდზეა დამყარებული, ასეთივე მოქმედებები ხდება, მაგრამ ძალიან ტრაგიკული ლაიტმოტივი გასდევს თან.
მოკლედ, ვიბოდიალე, მივედ-მოვედე, მაგრამ უნდა ნახოთ ეს ფილმი. არ არის აუცილებელი დიდ ეკრანზე, შეგიძლიათ ინტერნეტში მის გამოჩენას დაელოდოთ, მაგრამ მართლა საინტერესო რაღაცაა.

ტიპური ქართულ-რუსულ-სომხური ტრაგიკომიკური მოქმედებაა.

მე ერთობ კმაყოფილი წამოვედი და დადებით შეფასებას ვუწერ..

ავთო გიხაროდენ!..

2 comments:

mr.picasso said...

შორენა ძალიან ლამაზი გოგოა ძალიან მომეწონა პლეიბოის ფოტოები მასეთმა გოგომ ნამდვილად უნდა გაიხადოს:) მოკლედ ვნახოთ შეიძლება მეც წავიდე სანახავად. თამო თბილის ში ხარ ხომ შენ?

vasasi said...

კი გოჩა, თბილისში ვარ.. :))

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger