Thursday, October 8, 2009

ჩემი ხუთი ოცნება


პიკასომ დამთაგა და, ვინაიდან ძალიან მომწონს ამგვარი თამაშები, სიამოვნებით ვასრულებ დავალებას.
მაშ ასე, მთელი ოთხი ლექციის განმავლობაში ვიფიქრე და დავასკვენი ხუთზე მეტი ოცნება, რომელიც მე მაქვს, მაგრამ მათი რაოდენობა მაინც ხუთამდე შევამცირე...
ვინაიდან და რადგანაც, მე არ ვარ იდეალისტი, არ ვოცნებობ სისულელეებსა და აუხდენელ რაღაცებზე, ჩემი ოცნებები ახდენას ექვემდებარება, უბრალოდ, ამისათვის შრომა და ნებისყოფაა საჭირო.
მაშ ასე, ვიწყებ:

1. მინდა მართვის მოწმობა და ტოიოტა კოროლა;

2. მინდა ვიმუშავო BBC-ში, დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი დოკუმენტურ ფილმებს. აგრეთვე, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ჟურნალისტურ გამოძიებებზე, გავარკვევდი სიმართლეებს და ა.შ. (ძალიან იურიდიული გაჰკრავს არა?);

3. ძალიან მინდა, კარგად ვფლობდე (ღ)რუსულს, სომხურს (ყველაზე უკეთესად მტრის ენა უნდა იცოდე - დაუწერელი კანონი), ინგლისურს, გერმანულს და იტალიურს.. ნუ, ამათგან რამდენიმეში არცთუ ბევრი მაკლია;

4. მინდა ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვიმოგზაურო ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში (თქვენთვის უკვე გასაგები მიზეზების გამო), ვნახო ეგვიპტე, მილანი და ლონდონი (ამ უკანასკნელში დიდი სიამოვნებითაც ვიცხოვრებდი);


5. მინდა მოვკვდე ბუნებრივი სიკვდილით, არანაირი გართულებები და მქონდეს შავი, თეთრსარჩულიანი კუბო, სხვაში არ ჩავწევები იცოდეთ!..

აი, მოკლედ ეს არის ჩემი ოცნებები. აუხდენელი მგონი, არაფერია. მთავარია მონდომება, სურვილი და ცოდაოდენი გამართლება..

პ.ს. აუხდენელ ოცნებად მაქვს მეცხრამეტე საუკუნის ლონდონში ცხოვრება..

ვთაგავ: ნატალიას;
ხათოს;
ბათუმელ ჟურნალისტს;
თაკნატუნას;
გურამს.

7 comments:

ნასტასია said...

auu,bevri mgsauroba da enebis codna zustad is ari,rase unda iocnebos kacma...

mara somxuris idea gamivida :P :)

Natalia said...

ამ 5 ოცნებაში სიკვდილი რომ არ შეგეყვანა არ შეიძლებოდა ვითომ? :D :D

წინა საუკუნეებში ცოტა ხნით გადასვლა ჩემი აუხდენელი ოცნებაც არის :უსერ:

Sophie Golden said...

კოროლა რომელია? რამე ბუმბერაზი მანქანა არ იყოს :P მეზიზღება ჯიპები და გემებივით "ტაჩკები" :|

აგისრულდეს ოცნებები, მოგზაურობას რა ჯობია!!! Rock on!

Natalia said...

p.s ეს ნატალია მე ვარ? :D

ბექლინკი სხვისია და.. :P

mr.picasso said...

ადამიანი შავ თეთრსარჩულიან კუბოზე ოცნებობდეს პირველად ვნახე. ვხოხავ აღარ შემიძლია იმდენი ვიცინე:))) არადა მთელი დღე რა ცუდი ამბები გავიგე. გაიხარე ვასას ასე შენ თუ გამაცინებდი
ერთხელ ბებიაჩემმა თქვა კიდე თავისი დაქალის პანაშვიდიდან მოსულმა უფ რა კარგ ყვავილებში იწვაო თან ისეთი სახით :)

ეს მე ვარ ნათია:) said...

აქედან ყველაზე მეტად ენების ცოდნა მინდა და მჭირდება ნუუ მე 3 ენის ოცნება მაკმაყოფილებს ამ ეტაპზე:))
მშვენიერი ოცნებები გაქვს და აუდელიც არაფერია ასე რომ წარმატებები:)

Sunny said...

აგსრულებოდეს ყველა რაც გინდა :) ოღონდ ეგ ბოლო ყოველაზე გვიან :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger