Saturday, October 10, 2009

მინდა ვწერო...


ჯერ გუშინ მინდოდა დამეწერა...

საშინლად მინდოდა..

უკიდეგანოდ მინდოდა..

მაგრამ ინტერნეტი არ იყო..

არც იქნება..

მანამ, სანამ ტელეკომზე არ გადავლთ..

გუშინ მთელი დღე ცუდ ხასიათზე ვიყავი..

ცუდ ხასიათზე არა, სევდიან ხასიათზე.. 

რატომ არ ვიცი..

არა, ვიტყუები, ვიცი..

დილიდან მოყოლებული, არ ვიცი რატომ, მინდოდა მდუმარედ ვყოფილიყავი..

ხმა არ ამომეღო..

და მესმინა...

და მეფიქრა იმაზე, რაზეც ხშირად ვფიქრობ და ყელში რაღაც მაწვება ხოლმე:

რატომ?

რატომ?

რატომ?

ვითომ სელენჯერის ბრალია?

იქნებ სწორედაც მისი ბრალია ის, რომ..

ფიქრობთ, რომ გიჟი ვარ?

იფიქრეთ, რა მენაღვლება..

გუშინ ჩემს MP3-ში მხოლოდ ერთი საქაღალდე ტრიალებდა..

მთავრდებოდა და ისევ იწყებოდა..

მერამდენიათასედ ვუსმენდი იმას, რასაც ყოველდღე ვუსმენ..

და არ მბეზრდება..

და არ მომბეზრდება..

არასდროს..

თუმცა, "არასოდეს თქვა არასოდესო"..

რადიოსაც ვუსმენდი ჩემი ფოლდერის პარალელურად..

"ფორტუნაზე" ქავერი იყო..

მერე ლაივი შემოგვთავაზეს..

არ მქონდა მოსმენილი და ყელში კიდევ ბურთი მომებჯინა..

კიდევ რამდენიმე რადიო დავსერჩე..

რამდენჯერმე ჩავავლე იმ სიმღერას, რომელიც XX საუკუნის ოქროს ჰიტებში შევიდა..

და მთელი დღე ვმღეროდი..

და ვფიქრობდი, რომ იდეალისტი იყო ჩემი MP3-ს ფოლდერის ლიდერი..

საშინლად იდეალისტი..

პათოლოგიურად..

არ ვიცი გუშინ მერამდენიათასედ მომინდა, რომ რადიოს მუსიკალური წამყვანი ვყოფილიყავი, დილის რვაზე მქონოდა ეთერი და ყველანაირი შესავლის გარეშე ასე დამეწყო:

"გამარჯობა. ზუსტად 69 წლის წინ, ლივერპულის სამშობიაროში დაიბადა ბიჭი, რომელიც ზუსტად 52 წლის წინ, 12 ივლისს შეხვდა მეორე ბიჭს. და ამ შეხვედრიდან მუსიკაში დაიწყო არდავიწყება. 1940 წლის 9 ოქტომბერს ჯონ ლენონი დაიბადა."


4 comments:

ნასტასია said...

me xo vambob,ac zalian ginda,aucileblad agisruldeb tqoo,xooda,shenc gaxdebi rodese radios camyvani da manamde kide sxva kai bichebis dabadebidan gasuli lebi gadaitvale da kargad mofiqre,eteri dilis 8se adre xo ar ari?...

chven zarmaci xalxivart,mag drosyvelas zinavs tbilisshi...

Roisin said...

mesevdianebao...eeh.. mec mesevdian metireba, Tan mgoni dilis 8ze cota metia..

Nataly said...

ვაიმე როგორ მესმის შენი სიყვარული ბიტლებისადმი არ იცი..
პ.ს. ვამაყობ, რომ მეც 9 ოქტომბერს დავიბადე ;)

ნათია said...

ძალიან, ძალიან მომეწონა, არ მქონდა წაკითხული აქამდე, კარგს შვები რომ აშეარებ ძველ პოსტებს ფბ-ზე :)

Post a Comment

სექტანტებო, კართან ფეხები გაიწმინდეთ და კომენტარები მტყვლიპეთ. კვალის დაუტოვებლად წასვლა უზრდელობა არსო, წინაპართა სულები გვიქადაგებენ.

 
Powered by Blogger